,,ჩვენს ქმედებებზე მთავარსარდალს ვესაუბრე” – ზელენსკი

,,ჩვენს ქმედებებზე მთავარსარდალს ვესაუბრე. თავდაცვის მინისტრთან განვიხილე ჩვენი სარაკეტო პროგრამა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს.

,,დღეს მე ველაპარაკე მთავარსარდალ სირსკის ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს ნაბიჯებზე. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მე ასევე გავმართე შეხვედრა თავდაცვის მინისტრ უმეროვთან ჩვენს სარაკეტო პროგრამასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე. ეს არის რაღაც, რაშიც ჩვენ ძალას ვიმატებთ.

დღეს ასევე იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვემზადებით Army+-ის, ჩვენი ახალი ციფრული მიღწევის დასაწყებად, რომელიც, რა თქმა უნდა, გაამარტივებს ყოველდღიურ დავალებებს უკრაინის თავდაცვის ძალების უმეტესობის მეთაურებისთვის. მოგვიანებით კი ყველა მეომრისთვის. ყველაფერს მალე წარმოგიდგენთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები