,,2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის” – ალან გაგალოევი

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში, „სამხრეთ ოსეთის დამცველთა“ მემორიალურ კომპლექსში, ომის 16 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

,,ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა ცხინვალისკენ მომავალი რუსეთის დროშიანი ტანკები, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, ომის კოშმარი მათთვის დასრულდა, სამხრეთ ოსეთი იცოცხლებდა! უკვე მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა ნიშნები: “გმადლობთ, რუსეთო!” ხალხს სურდა მადლიერება გამოეხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გადაარჩინა“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.

მისი თქმით, ამჟამად მებრძოლები ე.წ  სამხრეთ ოსეთინად, რუს სამხედროებთან ერთად რუსეთისთვის იბრძვიან.

„2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს და მხოლოდ წინსვლისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები