კურსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ ღამისა და დილის განმავლობაში 6 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო. ღამით რამდენჯერმე გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე რეგიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება.

7 აგვისტოდან კურსკის ოლქსში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ,,რეგიონში მტრის ძალების შესვლის შედეგების აღმოსაფხვრელად”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერთი დღის განმავლობაში 26-ჯერ დაიბომბა უკრაინის სუმის რეგიონი, რომელიც კურსკს ესაზღვრება, იტყობინება სამხარეო სამხედრო ადმინისტრაცია.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ოთხშაბათს საღამოს ანგარიშში დაწერა, რომ სუმის მიმართულებით საომარი მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა.

,,მტერი აქტიურად იყენებს ავიაციას, ვერტმფრენებსა და მძიმე იარაღს. თუმცა, ეს არ არის წარმატებული”, – განაცხადა უწყებამ.

მანამდე სუმის რაიონის ხუთი თემის 23 დასახლებაში მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია შემოიღეს. ხელისუფლების ცნობით, ეს დაახლოებით 6 ათას ადამიანს შეეხება.

მსგავსი თემები