ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის 3 კონცერტი გაუქმდა

ავსტრიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, რომლებიც ვენაში ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კონცერტის დროს ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ. დაგეგმილი 3 კონცერტი კი უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა.

სვიფტი ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ერნსტ ჰაპელის სტადიონზე უნდა გამოსულიყო.

ავსტრიის ხელისუფლების განცხადებით, 19 წლის მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს ტერნიცში, ვენის სამხრეთით, ხოლო მეორე ავსტრიის დედაქალაქში. ეჭვმიტანილებს კავბშირი ჰქონდათ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან. ვარაუდობენ, რომ ავსტრიის მოქალაქის რადიკალიზაცია ინტერნეტში მოხდა. ამოღებულია ქიმიური ნივთიერებები და მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მსგავსი თემები