რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავარიის გამო მაგისტრალზე ერთ საათზე მეტხანს საავტომობილო საცობი იყო.

მსგავსი თემები