ძლიერმა ქარმა კრწანისში 20-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა

კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მისივე  ინფორმაციით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა.

“სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, კორპუსებში წყალი სახურავებიდან შევიდა, შესამოწმებელია, ზოგ შემთხვევაში საწვიმრის გაჭედვის გამო იყო, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას წყალი ჩაუვიდათ. ჩვენი სამსახური ყველაფერს შეამოწმებს“- ამბობს ბექა მიქაუტაძე.

გამგებლის თქმით, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

 

დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

მსგავსი თემები