კიტეიშვილი ბრუნდება! – სიახლე ნაკრების ფეხბურთელზე

პორტუგალიასთან თამაშისთვის მზად იქნება ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ტურნირზე საქართველოს ნაკრები დასკვნით მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.

CrystalSport-ის ცნობით, ამ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდება, რომელმაც მონტენეგროსთან მატჩში მიღებული მცირე ტრავმა მოიშუშა, დღეს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობს.

მცირე დაზიანების გამო კიტეიშვილმა ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოტოვა, თურქეთთან და ჩეხეთთან ნაკრებს ვერ დაეხმარა. ევრო 2024-ის პირველ შეხვედრაში თურქეთმა საქართველოს 3:1 მოუგო, შემდეგ ჩეხეთი-საქართველოს მატჩი 1:1 დასრულდა.

ორი ტურის შემდეგ პორტუგალია 6 ქულით ლიდერია, თურქეთის აქტივში 3 ქულაა, ჩეხეთმა და საქართველომ თითო-თითო ქულა მოიპოვეს. მესამე ტურში საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

მსგავსი თემები