პარლამენტი, ხვალ ე.წ „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 13 მაისის სხდომაზე, მესამე მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განიხილავს. სხდომა 09:00 საათზეა დანიშნული.

არსებული ინფორმაციით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ამით საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. პარალელურად, 13 მაისს პარლამენტთან საპროტესტო აქცია იგეგმება.

„არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტში“- 13 მაისს აქცია იგეგემება

მსგავსი თემები