ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა

ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა. კაცი მოზარდს დანით ემუქრებოდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვდა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.

,,დაკავების დროს მამაკაცს თან დანა უპოვეს. როგორც ვიცით, სექსუალური ძალადობა რამდენჯერმე მოხდა”, – ამბობს ადგილობრივი.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია და მისი სასამართლო პროცესი ხაშურის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება.

მსგავსი თემები