კადიროვი დედამისისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს

„თქვენ რა ხალხი ხართ, დონ?! სასწრაფოდ მოუხსენით, დონ! სწრაფად, დონ!“, – ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი, რამზარ კადიროვი და დედამისისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს.

ჩეჩნეთის პრორუსი ლიდერი თავად ემუქრება დასავლეთს სანქციების დაწესებით.

„ევროპის, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკელი დიპლომატები ვერ იმოგზაურებენ… ჩვენც დავაწესებთ სანქციებს და მათ დავაკავებთ. ასე, რომ არ ვხუმრობ, ყელში ამოხვედით“, – ამბობს კადიროვი და აღნიშნავს, რომ დასავლეთის ამ ქმედებას „უპასუხოდ არ დატოვებს“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რამზან კადიროვის დედის, აიმან კადიროვას წინააღმდეგ სანქციები 24 აგვისტოს დააწესა. სანქციები ასევე ჩეჩნეთის სამ თანამდებობის პირს შეეხო.

მსგავსი თემები