ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები არ განიხილავენ უკრაინის ნატო-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნის სამიტზე მოკავშირეები არ განიხილავენ უკრაინის ნატო-ში ოფიციალური მიწვევის საკითხს. მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა,

„ვილნიუსის სამიტზე და სამიტისთვის მზადების პროცესში ჩვენ არ განვიხილავთ ოფიციალური მოწვევის გაცემას. განვიხილავთ, როგორ წავწიოთ უკრაინა ნატო-სთან უფრო ახლოს. მიმდინარეობს კონსულტაციები…ჩვენ ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ დავამტკიცეთ ეს ფინეთისა და შვედეთის მოწვევით. ჩვენ ასევე ვეთანხმებით იმას, რაც განვაცხადეთ 2008 წელს, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ ეს არ არის რუსეთისთვის, არამედ ეს უკრაინისთვისაა და ნატო-ს მოკავშირეები გადაწყვეტენ, როდის იქნება უკრაინის მოწვევისთვის შესაფერისი დრო. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატო-ს გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები