კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო.
„ბახმუტიდან ვიყვანთ საბრძოლო ნაწილებს. […] 1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ამათ დავტოვებთ. რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ბახმუტის აღებაში“, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც გამოქვეყნდა მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე.