თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პოლიციამ გიორგი მუმლაძე 7-8 მარტს გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავა.
მუმლაძე მოსამართელს “ზონდერ-მოსამართლეს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ არცერთი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, რომ მას სამართალდარღვევას მიდავებოდა სასამართლო.
,,ერთი მტკივებულება არ იყო წარმოდგენილი. ეს ხომ სირცხვილია. აი, სანქცირებულ მოსამართლეებში მოყვებით თქვენც”- განაცხადა მუმლაძემ სასამართლო დარბაზში.