,,ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს” – კახა კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე

„ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი – საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ხელების გადაგრეხვის შემთხვევა იყო, რომ ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და მიერთებოდა სანქციებს“, – ამ განცხაადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე გერმანიის ბუნდესტაგის მიერ საქართველოს საკითხზე რეზოლუციას „საქართველოს ევროპული მომავლის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა. თბილისის მერის თქმით, დასავლეთისგან ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ატარებს პროქართულ და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას. „ერთი რამ სასიხარულოა, რომ სანქციებთან დაკავშირებით რეზოლუციაშიც უკვე ოფიციალურად დაწერეს, მოვუწოდებთ, რომ შევუერთდეთ სანქციებსო. ამდენი ხანი თვითონ არ საუბრობდნენ, გვერდიდან ვიღაც-ვიღაცებს ალაპარაკებდნენ, ისევე როგორც ომთან…

მეტი...

,,ლოცვისთვის შევყოვნდი და ის მინივენი ავარიაში მოჰყვა” – სასწაული, რომელიც მამა გაბრიელის ამ ხატს უკავშირდება

მამა გაბრიელის ხატთან დაკავშირებული ეს სასწაულები ქალაქ რუსთავში მცხოვრებ ქალბატონს უკავშირდება. რვა წლის წინ, მარინეს ოჯახში, 78 ხატს წელიწადისა და ოთხი თვის მანძილზე სდიოდა მირონი. ხატებს ბევრი კურნება და სასწაული უკავშირდება. შემდეგ ხატები ოჯახმა მონასტრებს შესწირა. ,,მამა გაბრიელის ბევრი ხატი გავაჩუქე. ჩვენთან მოსალოცად მოსული ბიჭებიდან, ბევრი გაბრიელი იყო. მქონდა ჩემი შვილის ნაჩუქარი ერთი ხატი, არ მეგონა თუ მამა გაბრიელის იმ ხატს გავაჩუქებდი, მაგრამ მომიწია. შემდეგ მეზობელმა მომცა თავისი ხატები, გააჩუქე, ბევრი ხალხი დადის შენთანო. ამ ხატებს შორის იყო ისეთივე ხატი მამა გაბრიელის, რომელიც გავაჩუქე. ვიფიქრე, ამ ხატს ჩემთვის დავიტოვებ-მეთქი. ძალიან…

მეტი...

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე მე-9 ნომრად წარდგება

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე 16 ნოემბერს მე-9 ნომრად წარდგება. წლევანდელ კონკურსში, რომელიც მადრიდში 16 ნოემბერს გაიმართება, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: იტალია, ესტონეთი, ალბანეთი, სომხეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, საქართველო, ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, სან მარინო, უკრაინა, პორტუგალია, ირლანდია და მალტა. To My Mom „დედას“ ასე ქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერას, რომლის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება. სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გადაიღო; კოსტიუმი კი, იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. Let’s Bloom რიგით 22-ე…

მეტი...

,,გერმანიის მიერ ყველა მეზობელთან საზღვარზე კონტროლის დაწესება შენგენის ზონის მნიშვნელობას ძირს უთხრის” – რადოსლავ სიკორსკი

,,სასაზღვრო კონტროლის შემოღების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილება შეცდომაა”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ. მისი თქმით, პოლონეთის მთავრობა აკვირდება სიტუაციას, რომელიც გერმანიის მიერ სასაზღვრო კონტროლის შემოღების შემდეგ შეიქმნა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ ყველა მეზობელთან საზღვარზე კონტროლის დაწესება შენგენის ზონის მნიშვნელობას ძირს უთხრის. „ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ განვიხილავთ, როგორ ვუპასუხოთ. კონტროლის შემოღება შეცდომაა, რადგან არალეგალური მიგრანტების ნაკადის კონტროლის რეალური ადგილი, როგორც პოლონეთში, ისე გერმანიაში, შენგენის ზონის გარე საზღვარია“, – აღნიშნა სიკორსკიმ. პოლონელი მინისტრის თქმით, „შენგენის ზონა არ არის რომელიმე მისი წევრის საკუთრება.“ „მისი…

მეტი...

,,საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვით ჯო ბაიდენმა ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება მიიღო” – კამალა ჰარისი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვის შესახებ ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იყო, რაც კი მიუღია. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი აზრით, ისტორიას აჩვენებს, რომ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გაბედული იყო, რაც შეიძლება პრეზიდენტს მიეღო. მან გადაწყვიტა, ქვეყანა პირად ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა“, – განაცხადა კამალა ჰარისმა ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე. მანამდე, ABC News-ის გადაცემა The View-სთვის მიცემულ ინტერვიუში, კამალა ჰარისმა თქვა, რომ „არაფერია ისეთი“, რასაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბაიდენისგან განსხვავებულად გააკეთებს.

მეტი...

,,რუსეთმა კურსკის ოლქში 50 ათასი სამხედრო გადაისროლა” – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა კურსკის ოლქში დაახლოებით 50 ათასი სამხედრო გადაისროლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დამატებითი ძალების მობილიზება ფრონტის სხვადასხვა პოზიციებიდან მოახდინა. „ჩვენ ვიცით, რომ კურსკის მიმართულებაზე სხვადასხვა მიმართულებებიდან დაახლოებით 50 ათასი სამხედროა გადასროლილი“, – თქვა სირსკიმ. უკრაინელმა გენერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარის კურსკში გადასროლის გამო რუსების პოზიციები შესუსტდა ზაპოროჟიეს, ხერსონისა და კრამატორსკის მონაკვეთებზე. „რა თქმა უნდა, ამ გარემოებამ ჩვენი თავდაცვითი ოპერაციების წარმოება შეამსუბუქა“, – თქვა სირსკიმ.

მეტი...

ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი 12-15 ოქტომბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,…

მეტი...

ბავშვები თვეების განმავლობაში გარდაცვლილ ძმასთან ერთად ცხოვრობდნენ – დანაშაულში ბრალდებული დედა პოლიციამ დააკავა

აშშ-ში, დედას 8 წლის შვილის, კენდრიკ ლის მკვლელობაში ედება ბრალი. მკვლელობა 2021 წლის მარტში მოხდა. უცხოური მედიის ცნობით, გარდაცვლილი ბავშვის შესახებ პოლიციას მისმა უმცროსმა ძმამ შეატყობინა. ბიჭი ამტკიცებდა, რომ მისი ძმა ერთი წლის განმავლობაში სახლში გარდაცვლილი იყო. გამოძიების შედეგად, ბავშვის დედა, გლორია უილიამსი დამნაშავედ ცნეს. ასევე, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მის მეგობარ ბიჭს, რომელმაც 8 წლის ბიჭი სასიკვდილოდ სცემა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვები გარდაცვლილი დედმამიშვილის გვერდით რამდენიმე თვე მარტო ცხოვრობდნენ, რადგან დედამ ისინიც მიატოვა. „როდესაც ჩვენ ადგილზე მივედით, ბინა საშინელ მდგომარეობაში იყო. ჩვენ ვნახეთ ჭუჭყიანი ხალიჩა, სახლში არ იყო საერთოდ არავითარი ავეჯი.…

მეტი...

ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში 178 დღე გაატარა, საუბრობს „დიდ ტყუილზე“, რომელიც მან დედამიწის ნახვის შემდეგ გააცნობიერა

NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა, რონ გარანმა, 178 დღე კოსმოსში გაატარა და ეს იყო მომენტი, როდესაც ის დედამიწას უყურებდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან. კოსმოსში გატარებულმა დღეებმა ასტრონავტში გამოიწვია „მიმოხილვის ეფექტი“. „მიმოხილვის ეფექტი” ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ასტრონავტები მიდიან კოსმოსში და ქვემოდან იყურებიან. ამ დროს პირველად ხედავენ დედამიწას ამ პერსპექტივიდან. გამოცდილება „ცვლის ასტრონავტების შეხედულებას და აზროვნებას ჩვენს პლანეტაზე და თავად სიცოცხლეზე“, – განმარტავს NASA . Big Think-თან ინტერვიუში ასტრონავტმა განმარტა: „ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, ტყეების განადგურება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, როგორც ცალკეული საკითხები, როდესაც სინამდვილეში ისინი მხოლოდ ძირითადი პრობლემის სიმპტომებია. პრობლემა ისაა,…

მეტი...

„როგორ გადმოვცეთ ის ტკივილი, რაც ახლა ჩვენს გულებში ტრიალებს“ – ლეცავეს საჯარო სკოლა სამძიმრის პოსტს აქვეყნებს

ლეცავეს საჯარო სკოლა მარტვილში, ნანა ბასილაიას გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩვენს სკოლაში მუშაობა და მოახერხა, ყველას გულამდე მისულიყო თავისი სიკეთის და სიყვარულის უნარით. მუდამ მზად იყო ყველას დასახმარებლად. თვალებზე მუდამ ბედნიერი სხივი დასთამაშებდა. ცხოვრების ეს ეტაპი ყველაზე ბედნიერი ჰქონდა. ერთი შვილის დედა უკვე, მეორე შვილის მოლოდინში იყო. არ ვიცით, როგორ გადმოვცეთ ის ტკივილი, რაც ახლა ჩვენს გულებში ტრიალებს, უამრავი ტკბილი მოგონება დაგვიგროვდა ყველას ერთად. ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი უბედურება გველოდებოდა წინ. ვუსამძიმრებთ ნანას ოჯახს. ლეცავეს სკოლის ყველა მასწავლებელი და მოსწავლეც დღეს ჭირისუფლები…

მეტი...

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან მატჩს დღეს პოზნანში გამართავს. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. ნაკრების ნახევარმცველმა გუნდში არსებულ კარგ განწყობას გაუსვა ხაზი და გასვლით შეხვედრაში გულშემატკივართა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. „განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და კარგი მომზადების დამსახურებაა. აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია გავაგრძელოთ. განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სექტემბერში გვქონდა. ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც…

მეტი...

ამერიკაში მიწისძვრა მოხდა

ამერიკაში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ალასკას შტატში, ქალაქი  უნალასკა იყო. ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მეტი...

ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

ოდესის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსების გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ორსართულიან შენობას მოხვდა, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებში 43 წლის ქალის, 22 წლის მამაკაცისა და 16 წლის გოგონას ცხედრები იპოვეს. კიდევ ერთი მოქალაქე კი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია. ოდესის რეგიონში სარაკეტო განგაში გვიან ღამით გამოცხადდა.

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს” – პრემიერი

„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ადამიანების წამება, მკვლელობა. „საზოგადოებისთვის მაინც საჭირო არის ხოლმე ყველაფრის შეხსენება. „ნაცმოძრაობის“ დანაშაულები ჩადენილი იქნა 2012 წლამდე, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მაინც პერიოდულად არის შესახსენებელი ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, რომელთაც არ უნახავთ საკუთარი თვალით ყველა ის უმძიმესი დანაშაული, რაც ჩაიდინა მაშინდელმა რეჟიმმა. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ადამიანების…

მეტი...

,,საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია” – როთის მიმართვა ბუნდესტაგში, ქართულ ენაზე

,,საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია”, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას ისაუბრა. ეს განცხადება როთმა ქართულ ენაზე გააკეთა. მან 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა: ,,ეს არჩვენები უმნიშვნელოვანესი არჩევნებია საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში. 26 ოქტომბერს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან. ეს არის არჩევანი დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და რუსიფიკაციას შორის. საქართველოს მოქალაქეები მკაფიოდ აცხადებენ, რომ უნდათ, რომ გაერთიანებული ევროპის გულში იყვნენ”. მისივე თქმით: ,,ქართული ოცნება” ,,ქართულ კოშმარად” გადაიქცა. მე არ ვგულისხმობ, რომ…

მეტი...

შიმშილობის მე-40 დღეს შუქრუთელი გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა

შიმშილობის მე-40 დღეს შუქრუთელი გიორგი ბიწაძე შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ,,პუბლიკა” ავრცელებს. შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც. თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას…

მეტი...

რუსეთის ხელისუფლებამ ტელეწამყვან ტატიანა ლაზარევაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ ტელეწამყვან ტატიანა ლაზარევაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ტელეწამყვანი ,,ტერორიზმის გამართლებისთვის” ძებნილთა სიაში შეიყვანეს. მანამდე ლაზარევა შედიოდა „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში, ხოლო შსს-მ ტელეწამყვანი ძებნილთა სიაში შეიყვანა. მას 2024 წლის ზაფხულში პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ლაზარევა „უცხოურ აგენტად“ 2022 წლის ივლისში აღიარა. 2024 წლის ივნისის დასაწყისში მოსკოვის სასამართლომ იგი დააჯარიმა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მარკირება ,,უცხოური აგენტი”. ლაზარევა 2016 წლიდან ესპანეთის ქალაქ მარბელიაში ცხოვრობს. ტატიანა ლაზარევამ რუსეთის სრულმაშტაბიანი შეჭრის დროს უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. ლაზარევა მრავალი წელია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ღია კრიტიკოსია.…

მეტი...

,,გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე” – პრემიერი

,,გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შემადგენლობა ჭრელია და პრობლემები ჰქონდა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. „იქ იყო შიდა პროცესები, სიის ფორმირების პროცესები და საბოლოო ჯამში იმის გამო, რომ ისედაც ჭრელია შემადგენლობა, ერთი „ლელოში“ და მეორე „გახარიასთან“, ყველამ ნახა, რომ სიის ფორმირებას გაერთიანების გარეშეც როგორი ამბები მოყვა. მე-18-ს სვამდა დაუშვილს სიაში, მერე მან უარი თქვა, მერე გამოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა…

მეტი...

,,აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – პრემიერი

,,აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. „რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები. 1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი, არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი…

მეტი...

,,პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ” – გერმანელი დეპუტატი

,,პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ გერმანელმა დეპუტატმა ანიკო გლოგოვსკი-მეტრენიმ ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას განაცხადა. ,,ქართული ოცნება” გადაიზარდა ,,ქართულ კოშმარში”. სექტემბერში გამოცემული იქნა კანონები, რომლითაც ხდება განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია. მე მინდა გავავლო პარალელი რუსეთის ანალოგიურ კანონთან, ეს არის გარკვეული რევერანსი იმპერიალისტური მეზობლის მიმართ. პატივცემულო ქართველებო, დარჩით ძლიერები და იბრძოლეთ რუსული ოლიგარქის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. მე შევუერთდები დემონსტრანტების ძახილს ქუჩებში, არა რუსულ კანონს, კი საქართველოს ევროკავშირის რიგებში”, – აცხადებს ანიკო გლოგოვსკი-მეტრენი.

მეტი...

აბაშაში, ბანკის გაქურდვის მცდელობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

აბაშის ცენტრში ბანკის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, აბაშის ცენტრში, ,,კრისტალ ბანკში” შესვლა თავდამსხმელმა წინა კარიდან შეძლო. არსებული ინფორმაციით, მან ბანკის ინვენტარი დაამტვრია, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერები. საცავი კი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით (ე.წ. სვარკით) ცდილობდა, ვერ გახსნა.

მეტი...

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბასთან ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა

სამეგრელოს რეგიონში ჩეხი მოლაშქრე სტანისლავ კოსკისი დაიკარგა. ინფორმაციას Trekking in the Caucasus ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მოლაშქრე ტობავარჩხილის ტბის მიდამოებში გაუჩინარდა. ის სკურიდან ხაიშში გადასვლას გეგმავდა. ბოლოს ის, 28 სექტემბერს კირნახონას თავშესაფართან ნახეს. სტანისლავ კოსკისის ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ: ,,იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეწვია ტობავარჩხილის ტბების მიდამოებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში (ან იცნობს ვინმეს, ვინც ამ პერიოდში იყო) და შეხვდა მას – ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მისი მდებარეობის, ადგილსამყოფელის ან მოგზაურობის გეგმების შესახებ, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენაში დაგვეხმარება ძალიან სასარგებლო იქნება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

,,არაადეკვატური ადამიანი, რამდენიმე დღეა ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან, ჩემი საკუთარი მანქანიდან და პოლიცია ამბობს, რომ დანაშაული არ იკვეთება და ვერაფერს მოიმოქმედებენ” – მოქალაქე

,,არაადეკვატური ადამიანი, რამდენიმე დღეა უკვე ცდილობს ბავშვების წაყვანას სკოლებიდან, ბაღებიდან, ჩემი საკუთარი მანქანიდან და პოლიცია ამბობს, რომ დანაშაული არ იკვეთება და ვერაფერს მოიმოქმედებენ!!”, – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ანი მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ,,ცოტა გრძელი ამბავი გამომივა, მაგრამ სადაც საქმე ჩვენი შვილების, პატარა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, ვფიქრობ, აუცილებლად წასაკითხია. იმან, რაც დღეს გადაგვხდა, ჩემი 9 წლის გოგონაც უკიდურესად შეაშინა და თავი ამ ქალაქში ძალიან დაუცველად მაგრძნობინა! დღეს დილით, სანამ ჩემს შვილს – 9 წლის ნატას სკოლაში წავიყვანდი, გზად დედამთილთან უნდა გამევლო, დამეტოვებინა გარკვეული ნივთები. მანქანა გავაჩერე სადარბაზოსთან შორიახლოს,…

მეტი...

ქარიშხალმა ,,მილტონმა” აშშ-ში 16 ადამიანი იმსხვერპლა

ქარიშხალმა ,,მილტონმა”, რომელიც აშშ-ს ფლორიდის შტატის დასავლეთ სანაპიროს ხუთშაბათს ღამით დაატყდა თავს, 16 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას CBS-ი ფლორიდის სამართალდამცავ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მას შემდეგ რაც მაშველებმა დაიწყეს დატბორილი და დანგრეული ადგილების შესწავლა, მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. მიყენებული ზარალის ოდენობის ზუსტი შეფასება ჯერ არ არსებობს, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ის მნიშვნელოვანი იქნება. საცხოვრებელ შენობებს, ეკლესიებს, კერძო და საჯარო შენობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, ფლორიდაში დაახლოებით 3 მილიონი შენობა კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ხოლო ზოგიერთი დასახლება წყლის გარეშეცაა დარჩენილი.

მეტი...

რუსეთის მიერ ანექსირებულ ფეოდოსიაში ნავთობბაზა მეოთხე დღეა იწვის

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, ნავთობბაზაზე, რომელსაც უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ მეოთხე დღეა ცეცხლი უკიდია, კიდევ ერთი რეზერვუარი აფეთქდა. რუსეთის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსენოვმა განაცხადა, რომ ბაზა გარშემორტყმულია სპეციალური სერვისების თანამშრომლებით და ევაკუაციის ზონის გაზრდა საჭირო არ გახდება. რუსეთის ხელისუფლებამ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან 1137 ადამიანი იქნა ევაკუირებული. ფეოდოსიაში საზღვაო ნავთობის ტერმინალს უკრაინული დრონები 7 ოქტომბერს ღამით დაეჯახნენ. ტერმინალზე იყო 30-ზე მეტი სხვადასხვა ზომის რეზერვუარი. დარბევის მეორე დღეს გამოქვეყნებული სატელიტური სურათებით ჩანდა, რომ იმ დროისთვის სულ მცირე სამი-ოთხი მათგანი იწვოდა.

მეტი...

საფრანგეთის შემდეგ, ზელენსკი იტალიაში ჩავიდა და ჯორჯია მელონის შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის შემდეგ, იტალიაში ჩავიდა და იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი ამ კვირაში რომში ყოფნისას მოლაპარაკებებს გამართავს მელონისთან. ცნობილია, რომ ის უნდა შეხვდეს რომის პაპ ფრანცისკესაც. ხუთშაბათს, 10 ოქტომბერს, ზელენსკი საფრანგეთის ლიდერს ემანუელ მაკრონს შეხვდა. მისი თქმით, მოლაპარაკებებისას „ცეცხლის შეწყვეტაზე“ საუბარი არ ყოფილა.

მეტი...

რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი, ვიქტორია როშინა, გარდაიცვალა

რუსეთის პატიმრობაში მყოფი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა გარდაიცვალა. ინფორმაცია უკრაინის საკოორდინაციო შტაბის პრესსპიკერმა, პეტრ იაცენკომ დაადასტურა. როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. პატიმარი ჟურნალისტი მოსკოვიდან ტაგანროგის მიმართულებით ეტაპირების დროს გარდაიცვალა. უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.

მეტი...