სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით კომუნალური მომსახურების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგები მიმდინარეობს თემაზე: „კომუნალური მომსახურების რეგულირება ვიშეგრადის ქვეყნებში“. ტრენინგებს ატარებენ პოლონელი, ჩეხი და სლოვაკი ექსპერტები პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებიდან. მიმდინარე წლის თებერვლიდან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ხორციელდება პროექტი სახელწოდებით: „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ“. პროექტის პარტნიორები არიან: სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრი (RC SFPA) (სლოვაკეთი), კარლის უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ცენტრი (ჩეხეთი), ფონდი ,,პარტნიორები კლიმატისთვის” (P4C) (პოლონეთი). პროექტის მიზანია პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის კომუნალური მომსახურების…

მეტი...

ვინ არიან რისკ ჯგუფები და ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინები უფასო? – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი. „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მზად არის. როგორც წესი, საქართველოში ვაქცინა შემოდის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ალბათ, წელსაც ასე იქნება და ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკვე შესაძლებელი იქნება აცრა. რისკის ჯგუფები განსაზღვრულია ასაკის მიხედვით. კერძოდ, ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 5 წლამდე ასაკის ბავშვები. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 6 თვიდან. ამიტომ, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც მშობლებს ვურჩევთ ბავშვისთვის ვაქცინის გაკეთებას. დანარჩენ კატეგორიას განსაზღვრავს ჯანმრთელობის…

მეტი...

,,არაფერი არ ვიცოდით, ტელევიზორში ვნახე რომ დაუჭერიათ” – რას ამბობს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი სენაკში

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის პოლიციამ 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავა. მისი ოჯახის წევრები, რომლებიც სენაკში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ამ ურთიერთობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ბექა ჯაიანი წლებია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს. ,,ბექა იანვრის მერე აქ არ ყოფილა. არაფერი არ ვიცოდით. ოჯახი თბილისშია 10 წელია, მეორე ბავშვი სწავლობს იქ. ბექა, სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა დაცვად. ტელევიზორში ვნახე, რომ დაუჭერიათ,” – აცხადებს ბექა ჯაიანის ოჯახის წევრი. მეზობლების თქმით, ჯაიანი დიდი ხანია სენაკში არ ყოფილა და მასთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ. სენაკში, ბექა ჯაიანის საცხოვრებელ სახლში პოლიციას გასულ ღამეს იმყოფებოდა. ჯაიანის მამა თბილისში საგამოძიებო…

მეტი...

,,მიტინგების დარბევისას გამოვლინდა, ერთ-ერთი ზონდერი იყო” – კესარია აბრამიძის მეგობარი

კესარია აბრამიძის მეგობარი, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა ჯაიანის შესახებ საუბრობს და იმ ფაქტებს იხსენებს, რასაც მკვლელობამდე ჰქონდა ადგილი. ,,ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ-ერთი ზონდერი იყო, ვინც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა. ეს რომ დაინახა გაწყვიტა ურთიერთობა, რაღაც პერიოდი ქვეყნიდან იყო წასული, მეგობართანაც იყო წასული. რაღაც პერიოდის მერე რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ესე გამაგიჟე, მომწონხარ, ვიღაცები მეუბნებიან რომ გადაკეთებულ ქალთან ხარ. თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ოჯახი.…

მეტი...

როდის უნდა გავიკეთოთ გრიპის ვაქცინები? – ივანე ჩხაიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ის სტატისტიკა, რასაც გვაწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია და გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვარის პერიოდში”, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ს პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განმარტა, ახლა იდეალური პერიოდია ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებისთვის. ,,გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვარის პერიოდში. ვაქცინააციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს პიკისთვის მომზადება ჩვენი მოსახლეობის, პირველ რიგში, რისკ ჯგუფების. იდეალური პერიოდი ვაქცინაციის ჩატარების არის ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის დასაწყისი. 2023 წელს ნოემბრის პირველი კვირა იყო,…

მეტი...

ლიბანში აფეთქებების მეორე სერიის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ლიბანში უსადენო საკომუნიკაციო მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების მეორე სერიის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რაციები დედაქალაქ ბეირუთში და ლიბანის სამხრეთ ნაწილში გუშინ აფეთქდა. ზოგი მოწყობილობა იმ ადამიანების დაკრძალვის ცერემონიის დროს ამოქმედდა, რომლებიც ერთი დღით ადრე პეიჯერების აფეთქებების სერიას ემსხვერპლნენ. „ჰეზბოლა“ მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა „ომის ახალი ფაზის“ დაწყება დააანონსა. ლიბანში მოწყობილობების კოორდინირებული აფეთქებების გამო გაეროს უშიშროების საბჭო პარასკევს შეიკრიბება.

მეტი...

უკრაინაში, დრონების საფრთხის გამო, რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში ჩაირთო

უკრაინაში, დრონების საფრთხის გამო, რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში ღამის განმავლობაში 2-ჯერ მიიტანეს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ადგილზე გაჩნდა ხანძარიც. წინასწარი ინფორმაციით, იერიში საზენიტო იარაღით განხორციელდა. საჰაერო განგაშის დროს, აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიაშიც. დაიბომბა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სუმის ოლქის რეგიონულ ცენტრში. ქალაქის ზოგიერთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 153 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა. ვოლოდიმირ ზელენსკი, 24 სექტემბერს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. შეხვედრა ნიუ-იორკში ჩატარდება, რომელსაც მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. დონალდ ტრამპმა,…

მეტი...

„კამერებში ჩანს, როგორ მიდის მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მკვლელობის შემდეგ“ – სად დააკავა პოლიციამ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

,,პოლიციამ კამერები მაშინვე ამოიღო, როცა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ჩვენ გვერდით ქუჩაზე ვცხოვრობთ და კორპუსი აღჭურვუილი გვაქვს კამერებით. ჩვენთან იყო პოლიცია მოსული და ამოიღო ჩანაწერი. კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც შავი მაისური აცვია. პოლიცია, მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა, როგორც კი კადრები ნახა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. მისი თქმით, სახლში იმყოფებოდა, როცა დაურეკეს, რომ პოლიციას კამერების ჩანაწერები აინტერესებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. ის სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას აპირებდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში…

მეტი...

,,ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა” – გახარია ხაზარაძესთან მოლაპარაკებებზე

,,ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა”, – ამის შესახებ გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძესთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. ,,მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს. აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო, ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები, რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს შიგნით გუნდში, თუმცა, ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით. ჩემი და ჩვენი…

მეტი...

,,ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან” – როთი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

,,ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან”, – წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი და კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება. ,,ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან. კესარია აბრამიძე მოკლეს. საქართველოს პარლამენტის მიერ ანტი-LGBTI კანონის მიღებიდან სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ. ღრმად ვარ შეძრწუნებული და მოვუწოდებ მმართველ პარტიას ,,ქართულ კოშმარს”, დაუყოვნებლივ გიწვიოს სამარცხვინო კანონი”, – წერს როთი.  

მეტი...

,,გამარჯვების გეგმა სრულად მზად არის” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ,,გამარჯვების გეგმა” უკვე სრულად არის მომზადებული. ,,დღეს კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული – იდენტიფიცირებულია ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, საჭირო დანართები გეგმის დეტალებით. ყველაფერი მოგვარებულია. ახლა მთავარია მისი განხორციელების გადაწყვეტილება”, – ამბობს ზელენსკი. მისი თქმით, მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს და არ შეიძლება იყოს, ომის გაყინვა ან რაიმე სხვა მანიპულაცია, რომელიც უბრალოდ სხვა ეტაპზე გადაიყვანს რუსეთის აგრესიას. ,,ჩვენ გვჭირდება საიმედო და გრძელვადიანი უსაფრთხოება უკრაინისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ”, – თქვა ზელენსკიმ. ცნობილია, რომ…

მეტი...

,,საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!” – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

,,საქართველო ბოდიშს არ მოიხდის!” ამ სახელწოდებით დღეს საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართება. ინფორმაციას ორგანიზაცია დაფიონი ავრცელებს. ,,საქართველო ბოდიშს არ მოიხდის! ვეტერანებო, მამების თაობავ, ჩვენ ახალგაზრდები გელოდებით. დავდგეთ ერთად და გავცეთ პასუხი ამ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც კოლაბორანტმა ოლიგარქმა გააჟღერა. ,,მას ვინც მტერს ბოდიშს მოუხდის, მტერივით მოეკითხება!”. 19 სექტემბერს, 19:00-დან, გელოდებით ყველას პარლამენტთან. დავიცვათ ჩვენი ერის ღირსება!”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

თბილისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ. ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია. ინფორმაციის შემთხვევაში, დაუკავშირდით ნომერზე: 557408047.

მეტი...

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული”, – წერია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება სისხლის…

მეტი...

სემეკსა და GCCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვა, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით ჩაატარონ ერთობლივი ღონისძიებები, კანონმდებლობის ცალკეული დებულებების დახვეწისათვის მოამზადონ წინადადებები. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ…

მეტი...

,,შეისწავლონ, ხომ არ არის დანაშაული ჩადენილი სიძულვილის მოტივით” – SJC კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე

კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უზრუნველყონ: ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისში ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის, შემზარავ მკვლელობას. ჩვენ ვუსამძიმრებთ კესარიას ოჯახს და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს საქმის სრული და სამართლიანი გამოძიება. როგორც ცნობილია, დღეს გავრცელდა ინფორმაცია კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ, და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო დამნაშავე მოკლული ქალის მეგობარი მამაკაცია, რომელმაც მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ამასთან ერთად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ…

მეტი...

,,საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა!” – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

,,საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას”, – წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება. ,,საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას. სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს. ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!”, – წერს პრეზიდენტი.

მეტი...

,,იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი” – ომბუდსმენი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

,,იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი”, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს და კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება. ,,მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს”, – წერს ლევან იოსელიანი.

მეტი...