,,ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ან ნებისმიერი ძალადობის ადგილი” – ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში X-ზე გამოაქვეყნა. „მაცნობეს დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესაძლო მცდელობის შესახებ და ჩემთვის დიდი შვებაა, რომ ის არ დაზარალებულა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ან ნებისმიერი ძალადობის ადგილი. დავავალე ჩემს გუნდს, გააგრძელოს საიდუმლო სამსახურის ყველა რესურსით უზრუნველყოფა, რაც ყოფილი პრეზიდენტის მუდმივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მეტი...

უკრაინის საერთაშორისო ლეგიონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, რაიან უესლ რუთი მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული

უკრაინის საერთაშორისო ლეგიონი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი რაიან უესლი რუთი მებრძოლების რეკრუტირებაში მოხალისედ იყო ჩართული. უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რაიან უესლი როთს არანაირი კავშირი არ ჰქონია დანაყოფთან. „გვინდა, განვმარტოთ, რომ რაიან უესლი რუთი არასოდეს ყოფილა საერთაშორისო ლეგიონის წევრი, ასოცირებული ან დაკავშირებული რაიმე წოდებით. ნებისმიერი პრეტენზია ან წინადადება, რომელიც სხვა ინფორმაციაზე მიუთითებს, სრულიად არაზუსტია“, – აცხადებენ ლეგიონში. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.

მეტი...

,,აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იქამდე, ვიდრე გაიმარჯვებს” – ვიქტორ ორბანი

,,აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „აშკარაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.

მეტი...

ჩინეთში ტაიფუნი „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ჩინეთში ტაიფუნი „ბებინკას“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. როგორც მედია წერს, ტაიფუნი „ბებინკა“ ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტროპიკული ციკლონია. ხელისუფლების ცნობით, გამოცხადდა განგაშის წითელი დონე და ზოგიერთი სანაპირო ტერიტორიიდან დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. შანხაის ორივე მთავარ აეროპორტში ყველა ფრენა შეჩერებულია, რადგან ტაიფუნმა ქალაქში კოკისპირული წვიმა გამოიწვია. ყველა ავტომაგისტრალი დაიხურა და ქალაქის შიგნით გზებზე დაწესდა სიჩქარის ზღვარი. შანხაის რკინიგზის სადგურზე ზოგიერთი სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერდა. ქალაქის დაახლოებით 25 მილიონ მაცხოვრებს შენობებში დარჩენა ურჩიეს.

მეტი...

ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული უკრაინის აქტიური მხარდამჭერი რაიან უესლი რუთია

CBS News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული რაიან უესლი რუთია. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუთი უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლების აგიტაციას ატარებდა. 2023 წელს მან New York Times-ს განუცხადა, რომ 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ჩავიდა და ცდილობდა ავღანელი ჯარისკაცების რეკრუტირებას, რომლებიც „თალიბანს“ გაექცნენ. არსებული ინფორმაციით, რუთს კრიმინალური ისტორია აქვს. ფლორიდის პროკურორი ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებულის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ დაკავებულმა დუმილის უფლება გამოიყენა. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს. ინციდენტი ფლორიდაში, ექსპრეზიდენტის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე მოხდა. პოტენციური მკვლელი, რომელიც ბუჩქებში იყო ჩასაფრებული, საიდუმლო…

მეტი...

,,რატომ უნდა შევხვდეთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის დაკავებული?” – კახა კალაძე მიხაილ როთიზე

„მე არც მიზანი ვიცი, რისთვის ჩამოვიდა და არც ინტერესი გამაჩნია, რადგან საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართულნი და ყოველდღე მოსახლეობას ვხვდებით“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ უნდა შეხვდეს ადამიანს, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. „ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა შეურაცხმყოფელი განცხადებებით ქართველი ხალხისა და სარწმუნოების მიმართ. მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნისა და მშვიდობის საწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ. რატომ უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა ვესაუბროთ ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფითა და სიცრუის გავრცელებით არის…

მეტი...

,,რა ვქნა, რა ვუყო ამ ტკივილს, ამ გაუგებარ სიგიჟეს” – მანანა ბერიკაშვილი ძმას ემშვიდობება

მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის და მანანა ბერიკაშვილი, სოციალურ ქსელში ძმის ფოტოს აქვეყნებს: ,,რა ვქნა, რა ვუყო ამ ტკივილს? ამ გაუგებარ სიგიჟეს”, – წერს მანანა ბერიკაშვილი. ცნობისთვის, მსახიობს უკანასკნელ გზაზე დღეს, 16 სექტემბერს გააცილებენ.

მეტი...

,,სექტემბერ-ოქტომბერში 60 საჯარო სკოლის, ხოლო წლის ბოლომდე 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება” – ირაკლი კობახიძე

,,სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება 60 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, წლის ბოლომდე კი დასრულდება, მთლიანად, 100-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სასკოლო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით. „შედეგად, 28 000-ზე მეტი მოსწავლე განახლებულ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლებში განაგრძობს. ასევე, შემოდგომაზე დაიწყება პროცედურები, 15 საჯარო სკოლის მშენებლობის და 23 სკოლის სრული რეაბილიტაციისთვის. გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი სკოლის აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად ვიზრუნებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

საქსტატის განცხადებით, საქართველოში საშუალო ხელფასმა 2 004 ლარი შეადგინა

საქსტატის ცნობით, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.1 %-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 4.3 %-ით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5 %-ით); მშენებლობა – 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7 %-ით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8 %-ით) ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში სოფლის, სატყეო…

მეტი...

,,სოფიო არასდროს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას 2 წლის ასაკში მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა, მოუკლეს” – სერჟანტ მიხეილ ცერცვაძის ცოლი

,,სოფიო არასდროს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას 2 წლის ასაკში მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა, მოუკლეს”, – წერს სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სერჟანტის მიხეილ ცერცვაძის ცოლი, ნინო ფსუტური და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

მეტი...

,,ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი” – საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ცოლი

,,ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი”, – ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული გმირის, სამაჩაბლოში 2004 წლის შეტაკებების დროს დაღუპული ზაზა დამენიას ცოლი, ხათუნა ხუხუნაიშვილი ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. ,,2004 წლის 16 აგვისტოს დაიღუპა ზაზა დამენია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამაჩაბლოში სოფელ ერედვის მთაზე. ბოდიში არავისთვის გვაქვს მოსახდელი”, – წერს სოციალურ ქსელში, ხათუნა ხუხუნაიშვილი.

მეტი...

,,რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა” – კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი გორში ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ივანიშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე თქვა, რომ ,,ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”. ,,მეფე ერეკლე, ვახტანგ გორგასალი, გიორგი ანწუხელიძე და საქართველოსთვის თავდადებული სხვა მრავალი გმირი საფლავში ამოატრიალა ივანიშვილის ბოდიშებმა. სამაგიეროდ, რუსეთის პროპაგანდისტები, სიმონიანის თამადობით, აღფრთოვანებულები დარჩნენ, „ოცნების“ სახეები კი გამოცვივდნენ და გვიმტკიცებენ, რომ ბოდიშების ხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაა. ეს არ არის უბრალო ბოდიში, ეს არის…

მეტი...

მიხაილ როთი საქართველოშია

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია. ის სხვა ევროპელ დიპლომატებთან ერთად შეხვედრებს გამართავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საქართველოს შემდეგ როთი სომხეთს ეწვევა. სოციალურ ქსელში მან ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე გზავნილი გააჟღერა: ,,არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი+სამართლიანი; ოლიგარქია დემოკრატიისთვის საწამლავია; ანტი-ლგბტ კანონი არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიას; დიალოგი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა; გერმანია და ევროკავშირის მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას”, – წერს როთი.

მეტი...

ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ევროპის რეგიონები დატბორა – არის მსხვერპლი

ძლიერმა წვიმამ ცენტრალური ევროპის რეგიონები დატბორა. უცხოური მედიის ცნობით, პოლონეთის სამხრეთ-დასავლეთში ადამიანი დაიხრჩო, ავსტრიაში კი მაშველი დაიღუპა. ასევე, ათასობით ადამიანი ევაკუირებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამასთან, პოლონეთის ქალაქ გლუხოლაზში დატბორვის შედეგად ხიდი ჩამოინგრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთ მთიან დასახლებაში, სადაც კაშხალი გასკდა, ხიდის ჩამონგრევასთან ერთად წყალმა სახლიც წაიღო. მათივე ცნობით, წყლის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუაციას სახლის სახურავებიდან ითხოვს. ქალაქის უმეტეს ნაწილში ისეთი ვითარებაა, რომ მხოლოდ ვერტმფრენით შეიძლება მისვლა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურება ყველაზე ძლიერად ჩეხეთისა და პოლონეთის ზოგიერთ რეგიონს შეეხო, სადაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი დატბორვა მოხდა.…

მეტი...

,,არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ” – სალომე ზურაბიშვილი

,,არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაცემაში ,,მხოლოდ ლელასთან” საუბრობს. ,,მე ვემზადებოდი იმისთვის, რომ გადავსულიყავი ახალ ეტაპზე, როცა უკვე დაფიქრდები შენ გასულ კარიერაზე, ანალიზებს აკეთებ უკვე ამ განვლილი გზის და ა.შ. ისე ხდება, რომ ისეთ მომენტში არის ქვეყანა, ისეთ გარდამტეხ პერიოდში, რომ აქ არ შეიძლება გაჩერება. ამიტომ მე ვთქვი არაერთხელ და ვიმეორებ, არ ვიცი რატომ, აღმოჩენებს აკეთებენ მერე, მე ვთქვი, რომ ყველგან ვიქნებოდი, სადაც საჭირო ვიქნებოდი. არსად არ წავალ და არაფერს არ დავთმობ. დღევანდელ დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტის მეორე…

მეტი...

დღეს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

16 სექტემბერს ორშაბათს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება და წვიმაა მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამისა და დილის საათებში ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ; აჭარის სანაპირო ზოლში სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით შესაძლებელია ძლიერი   17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +21, +26°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.…

მეტი...

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე ხანძარი იყო

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე ხანძარი იყო. ცეცხლო ხმელ ბალახებს გაუჩნდა. ძლიერი ქარის გამო არსებობდა მისი გავრცელების საფრთხე. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ხანძრის ლიკვიდირება უკვე შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ხობი-ზუგდიდის გზაზე ავარიას ახალგაზრდა გოგო ემსხვერპლა

ხობი-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარიის შედეგად ,,სუბარუს” მარკის ავტომობილი ამოტრიალდა და 25 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,სიცოცხლე დათმეს და მათი გმირობა თურმე საბოდიშო გაგვიხდა” – აგვისტოს ომის გმირის, ალექსანდრე ზაზარაშვილის ცოლი

,,მათ ჩვენი ქვეყნისა და ოჯახის დასაცავად ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს და დღეს მათი გმირობა თურმე საბოდიშო გაგვიხდა. საით მიექანები ჩემო საქართველო”, – ასე ეხმაურება აგვისტოს ომის გმირის, ალექსანდრე ზაზარაშვილის ცოლი, ნინო მაისურაძე, ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას და სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. ,,16 წელია ჩემს ორ ვაჟკაცს მამისა და მის თანამებრძოლების საგმირო ამბებზე ვზრდი. მათ ჩვენი ქვეყნისა და ოჯახის დასაცავად ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე დასთმეს და დღეს მათი გმირობა თურმე საბოდიშო გაგვიხდა. საით მიექანები ჩემო საქართველო.. მუხლი უნდა მოიხაროთ და ბოდიში გმირების სულებს უნდა მოუხადოთ. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე. ბოდიში…

მეტი...

სამეგრელოში მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

სამეგრელოში, ჯგალი-საჩინოს გადასახვევთან ავარიას 60 წლის ქალი ემსხვერპლა. ქალი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როცა მას მანქანა დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი  გარემოს დაცვის სამსახურს ეკუთვნის. ქვეითად მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის” – კამალა ჰარისი ტრამპის სიახლოვეს სროლაზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის. „მე მივიღე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მახლობლად გასროლის შესახებ და მიხარია, რომ უსაფრთხოდ არის. ამერიკაში ძალადობის ადგილი ადგილი არ არის“, – წერს ჰარისი. დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ უსაფრთხოდაა. მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

მეტი...

როსტოვში 1.5 ათას კვ.მ-მდე ტერიტორიაზე ხანძარია

როსტოვში დაახლოებით 1.5 ათას კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, დონის მარცხენა სანაპიროზე ლერწამი იწვის. როსტოველების ინფორმაციით, მთელს ქალაქში ფერფლი და დაკვამლიანებააა. ადგილზე სამაშველო სამსახური ამ მომენტშიც მუშაობს.

მეტი...