,,ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ან ნებისმიერი ძალადობის ადგილი” – ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში X-ზე გამოაქვეყნა.

„მაცნობეს დონალდ ტრამპზე თავდასხმის შესაძლო მცდელობის შესახებ და ჩემთვის დიდი შვებაა, რომ ის არ დაზარალებულა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენს ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ან ნებისმიერი ძალადობის ადგილი. დავავალე ჩემს გუნდს, გააგრძელოს საიდუმლო სამსახურის ყველა რესურსით უზრუნველყოფა, რაც ყოფილი პრეზიდენტის მუდმივი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მსგავსი თემები