“უკრაინის იმედები, რომ ბლინკენი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნიდა, არ გამართლდა” – Politico

უკრაინის იმედები, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ვიზიტის დროს იმ წესების შემსუბუქების შესახებ განაცადებდა, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმას უკრძალავს, არ გამართლდა. ამის შესახებ წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად, ბლინკენმა, ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში შეგროვებულ ინფორმაციას ვაშინგტონში წაიღებენ, სადაც პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ხვდება. „დღეს გვქონდა დისკუსია ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე, უკრაინის მიზნებზე და იმაზე, თუ რა სჭირდება მას წარმატების მისაღწევად. ვაპირებ, ამ დისკუსიის ვაშინგტონში გადატანას და ჩვენი ორივე ხელმძღვანელი ამაზე პარასკევს იმსჯელებენ“ –…

მეტი...

ამერიკის სენატში დღეს საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება

დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით საღამოს შვიდ საათზე ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი “ანტი-არასამთავრობო ორგანიზაციების კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტებზე” იმსჯელებს. მომხსენებლებს შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური იქნება.

მეტი...

ლეგენდარული პოლონელი ფეხბურთელი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს

ლეგენდარული პოლონელი ფეხბურთელი ზბიგნევ ბონეკი, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე „იუვენტუსის“ ყოფილი მოთამაშის მუშაობის მიმართ კითხვები გაუჩნდა ადგილობრივ პროკურატურას. როგორც მედია წერს, 68 წლის ბონეკი ქალაქ შეცინის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ის ეჭვმიტანილია სასპონსორო კონტრაქტებთან დაკავშირებული თაღლითობის საქმეში, როცა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. ბონეკი ყველა ბრალდებას უარყოფს. „2024 წლის 2 სექტემბერს ქალაქ შეცინის პროკურორმა ზბიგნევ ბონეკს ბრალი წაუყენა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის ზარალის მიყენებაში. პროკურორი ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილი 2014 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აგვისტოს პერიოდში ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობისას სხვა პირებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ერთი მილიონი ზლოტის ოდენობის…

მეტი...

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი”- კარპენტერი საქართველოს შესახებ

„ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია – ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები“- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განმარტებით, ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება შეშფოთებას იწვევს. „შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა,…

მეტი...

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. “ჩრდილოეთ კორეის რაკეტებმა დაახლოებით 360 კილომეტრი იფრინეს და აღმოსავლეთის ზღვაში ჩაეშვნენ“ – აცხადებენ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთა კომიტეტში, თუმცა რაკეტების რაოდენობას არ აკონკრეტებენ. სამხრეთ კორეა ბალისტიკური რაკეტების გაშვებას გმობს და პროვოკაციად აფასებს.

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 630 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 630 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამის შესახებ  ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. მათი ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა 1 270 ოკუპანტი, 1 თვითმფრინავი, 11 ტანკი და 73 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს. გარდა ამისა, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 8 653 ტანკს, 16 955 ჯავშანტექნიკას, 18 009 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 369 საბრძოლო თვითმფრინავს და 328 ვერტმფრენს, 24 481 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 28 გემს/ნავს, 15 033 უპილოტო საფრენ აპარატს, 3 061 ერთეულ სპეცტექნიკას და 2 591 ფრთოსან რაკეტას.

მეტი...

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა

ბათუმში, სანაპიროსთან მდებარე თევზის ერთ-ერთ რესტორანთან ახალგაზრდა მამაკაცს მეხი დაეცა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. მას ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა.        

მეტი...

„საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს”- მაიკლ კარპენტერი

„საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს – ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა“ – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. კარპენტერი ამბობს, რომ შეშფოთების საგანია ასევე „ქართული ოცნებისგან“ მომავალი განცხადებებიც. „საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია. ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და “უცხოეთის აგენტების კანონი” ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც…

მეტი...

რუსულმა ძალებმა უკრაინის სუმის ოლქს დაარტეს-არიან დაშავებულები

ს ქალაქ კონოტოპში ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დრონებით დაარტყეს, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსებმა გამოიყენეს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რომელთა სამიზნეც საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები იყო. პირველადი მონაცემებით, მტრის თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა“ – აცხადებენ მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

მეტი...