ლეგენდარული პოლონელი ფეხბურთელი შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს

ლეგენდარული პოლონელი ფეხბურთელი ზბიგნევ ბონეკი, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარსდგეს. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე „იუვენტუსის“ ყოფილი მოთამაშის მუშაობის მიმართ კითხვები გაუჩნდა ადგილობრივ პროკურატურას.

როგორც მედია წერს, 68 წლის ბონეკი ქალაქ შეცინის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ის ეჭვმიტანილია სასპონსორო კონტრაქტებთან დაკავშირებული თაღლითობის საქმეში, როცა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. ბონეკი ყველა ბრალდებას უარყოფს.

„2024 წლის 2 სექტემბერს ქალაქ შეცინის პროკურორმა ზბიგნევ ბონეკს ბრალი წაუყენა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის ზარალის მიყენებაში. პროკურორი ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილი 2014 წლის ნოემბრიდან 2021 წლის აგვისტოს პერიოდში ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობისას სხვა პირებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ერთი მილიონი ზლოტის ოდენობის ზარალი მიაყენა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციას სასპონსორო შეთანხმებებთან დაკავშირებით“– განაცხადა პროკურატურის პრესმდივანმა.

 

 

 

 

 

მსგავსი თემები