“უკრაინის იმედები, რომ ბლინკენი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნიდა, არ გამართლდა” – Politico

უკრაინის იმედები, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ვიზიტის დროს იმ წესების შემსუბუქების შესახებ განაცადებდა, რომელიც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმას უკრძალავს, არ გამართლდა. ამის შესახებ წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის ნაცვლად, ბლინკენმა, ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ ლემისთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში შეგროვებულ ინფორმაციას ვაშინგტონში წაიღებენ, სადაც პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს ხვდება.

„დღეს გვქონდა დისკუსია ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე, უკრაინის მიზნებზე და იმაზე, თუ რა სჭირდება მას წარმატების მისაღწევად. ვაპირებ, ამ დისკუსიის ვაშინგტონში გადატანას და ჩვენი ორივე ხელმძღვანელი ამაზე პარასკევს იმსჯელებენ“ – ციტირებს გამოცემა ბლინკენს.

მსგავსი თემები