“რაიმე მოლოდინი, რომ მურუსიძის დუქანში სამართალს ვიპოვით, არ მაქვს“- ელისაშვილი

“რაიმე მოლოდინი, რომ მურუსიძის დუქანში სამართალს ვიპოვით, არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა“- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. პოლიტიკოსმა სააპელაციო სასამართლოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2000 – ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით. “გვახსოვს  ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას, სასამართლოს წნეხისგან განთავისუფლებას და დემოკრატიით ევროპის გაოცებას გვპირდებოდა. ჩვენ ახლა ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას – 17 აპრილს კანცელარიასთან 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც კონსტიტუციურად იმუნიტეტი მიცავს. ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი და მე 2000 ლარით დამაჯარიმეს, ხულიგნობდი და უმისამართოთ იგინებოდიო. იმათ არაფერი მოჰკითხეს,…

მეტი...

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.

მეტი...

ენტონი ბლინკენი და დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, ბლინკენი და ლამი შეხვედრას გამართავენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან. ბლინკენმა განაცხადა, რომ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან და სხვა ოფიციალური პირებისგან პირადად მოისმინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს მათ დასახმარებლად. ამასთან, დღეს კიევში ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა.

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა”- კალაძე საარჩევნო სიაზე

„ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას განახლებული გუნდი შესთავაზა. „ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან რა გამოხმაურებებიც არის, ეს მათ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებს – სად და როგორ იმყოფებიან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ვინც შეძლო გუნდის განახლება და საზოგადოებას მათთვის საყვარელი ადამიანები შესთავაზა. ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი საქართველოს პარლამენტში იმუშავებს, ჩვენს ქვეყანას მოემსახურება, დაიცავს…

მეტი...

ამერიკელი და ბრიტანელი მაღალჩინოსნები უკრაინაში ჩავიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი უკრაინაში იმყოფებიან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი და დევიდ ლემი შეხვდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსნებს. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გაგრძელება იქნება.  

მეტი...

გერმანელი დიპლომატი საქართველოში ჩამოდის

16-18 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს. „მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებთან და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში“, – წერს როთი სოციალურ ქსელში.  

მეტი...

თბილისში ავტომანქანების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა

თბილისის მერის ინფორმაციით, ქალაქში 687 000 ავტომანქანა ფიქსირდება და ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია და ევროპულ ქალაქებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. „2017 წელს ქალაქში 250-280 ათასი ავტომობილი გადაადგილდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ქალაქში უკვე დაფიქსირდა 687 ათას ავტომობილზე მეტი. ეს რიცხვი, სამწუხაროდ, ყოველწლიურად მზარდია, რაც ერთი მხრივ, ლოგიკურია -ეკონომიკური ზრდის ფონზე, იზრდება კერძო ავტომობილების რაოდენობა და მასზე დამოკიდებულების მაჩვენებელი. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ეს მაჩვენებელი ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ჩვენთან სამი-ოთხჯერ მაღალია“ – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე ინფომაციით, თბილისის შინამეურნეობების სატრანსპორტო კვლევის თანახმად, ყოველი მე-5 კერძო საავტომობილო მგზავრობა ხორციელდება კილომეტრნახევარზე ნაკლებ მანძილზე.…

მეტი...

თბილისის მერია 18-მეტრიან 1935 ერთეულ ავტობუსს შემოიყვანს

თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს. სატრანსპორტო პოლიტიკის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „მიმდინარე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, რომელიც საერთაშორისო კვლევებითა და გამოკვეთილი მგზავრთნაკადის საჭიროების მიხედვით დაგეგმილ დერეფნებს გაივლის. დღეის მდგომარეობით, საავტობუსო პარკის შემადგენლობა უპრეცედენტოა და შეადგენს 1 935 ერთეულს, რითაც არსებითად გაუმჯობესდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა. აქვე, შეგახსენებთ, რომ თითოეული მათგანი აკმაყოფილებს ევრო 6 ემისიის სტანდარტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიის კუთხით“ – აღნიშნა კალაძემ.  

მეტი...

398 ვაკანსია თბილისის მერიაში

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“  სხვადასხვა მიმართულებით 398  ვაკანსია აქვს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ, როგორც დასუფთავების სამსახურში, ისე სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების მიმართულებით. „მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, რომელიც  თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს. საერთო ჯამში, სხვადასხვა პოზიციაზე 398 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. 90% დასუფთავების დეპარტამენტზე მოდის. მათ შორის არის სპეცტექნიკის 60-მდე მძღოლის პოზიცია. ხელფასების ოდენობა 1 000-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმების მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ აღნიშნული კომპანიის ოფისებს კახეთის გზატკეცილი N67-ში და ბელიაშვილის…

მეტი...

ოჯახი, ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძებს

ოჯახი, ბათუმში, ახალგაზრდა ქალს ეძებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება. ,,მეგობრებო! გთხოვთ დაგვეხმარეთ ჩვენი მეგობრის, ნელიკო მაჩაიძის მოძებნაში. 24 საათზე მეტია არ გამოსულა კონტაქტზე, ტელეფონი გათიშული აქვს. მსგავსი რამ მას არ ახასიათებს, ამიტომაც ოჯახი და ახლობლები ძალიან ღელავენ. ბოლოს მისი ტელეფონი დაფიქსირდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რის შემდეგაც კვალი დაიკარგა. პოლიცია საქმის კურსშია და როგორც ამბობენ ყველაფერს აკეთებენ მის მოსაძებნად, თუმცა ახლანდელი პოლიციის იმედი ძალიან რთულია რომ ბოლომდე გქონდეს. თუკი ვინმე ფლობთ რაიმე ინფორმაციას, ძალიან გთხოვთ დაუკავშირდით მის დას. ტელ: 555 51 81 04 – ია მაჩაიძე ასევე შეგიძლიათ მეც…

მეტი...

„ფრე სამართლიანი იქნებოდა“ – ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ კომენტარი გააკეთა. „საქართველოს კომპლიმენტს ვუძღვნი. ფრე სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა. სამწუხაროდ, ერთი ბურთით წავაგეთ. ჩემს მოთამაშეებს ვაფასებ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, მათთან პრეტენზია არ მაქვს. ჯგუფში ძლიერი მეტოქეები გვყავს“, – თქვა სილვინიომ პრესასთან. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.

მეტი...

უკვე 5 დღეა, სამტრედიაში 69 წლის მალხაზ სხვიტარიძეს ეძებენ

უკვე 5 დღეა, სამტრედიაში 69 წლის მალხაზ სხვიტარიძეს ეძებენ. ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,5 სექტემბერს სამტრედიიდან დაახლოებით 12 საათისთვის სახლიდან გავიდა და კონტაქტზე არ გამოსულა მამაჩემი მალხაზი სხვიტარიძე. 69 წლის. აცვია ეს პერანგი და შავი შარვალი. თან არ აქვს არც პირადობა და არც მობილური ტელეფონი. იქნებ ვინმემ სამტრედიაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეთ, უმორჩილესად გთხოვთ ყველა ინფორმაცია საჭიროა. დაგვირეკეთ ნომერზე 557 402 503”, – წერს მარიამ სხვიტარიძე.

მეტი...

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 9 სექტემბერს, ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. მედია წერს, რომ ქალს სასიკვდილოდ თავისმა შეყვარებულმა სცემა. მას პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სავარაუდო დამნაშავემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა მას სასტუმროს თანამშრომელი აედევნა და დააკავა. აღსანიშნავია, რომ არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც სათვალთვალო კამერებმა ჩაიწერა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რომელმაც, მედიის ცნობით, მომხდარის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით დაადგინა, რომ სასტუმროს ლიცენზია არ ჰქონდა და ის დალუქა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა

რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ სიაში შევიდა ირანისა და რუსეთის ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი, ასევე ოთხი გემი, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს აწვდიდა იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს. ამასთან, აშშ-მა დამატებითი შეზღუდვები დაუწესა ირანის წამყვან ავიაკომპანიას, Iran Air-ს. პარალელურად, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა სამი ორგანიზაცია და განკარგულება გასცა ხუთი გემის კონფისკაციაზე, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთისთვის ირანული შეიარაღების სისტემების გადაცემაში. „შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში. ცნობისთვის, ირანისა და რუსეთის…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გვიან ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, ერთ-ერთი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ კადრებს „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მეტი...

,,დავინახეთ, ვის აქვს ხედვა და ძალა, ჩვენი გაყოფის ნაცვლად ეს ქვეყანა წინ წაიყვანოს” – ბარაკ ობამა ტრამპი-ჰარისის დებატებზე

,,ჩვენ უშუალო თვითმხილველები გავხდით, ვის აქვს ხედვა და ძალა, ჩვენი გაყოფის ნაცვლად ეს ქვეყანა წინ წაიყვანოს”, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ სატელევიზიო დებატებს. „კამალა ჰარისი ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება“, – წერს ბარაკ ობამა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, რომ კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა, რომელსაც ABC News-მა უმასპინძლა.

მეტი...

,,არ იყო, ალბათ, ლამაზი მათგან ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ, ამით, ჩვენ ისინი დავადუმეთ” – ლუკა ლოჩოშვილი საქართველოს ჰიმნზე ალბანელების რეაქციის შესახებ

,,არ იყო, ალბათ, ლამაზი მათგან ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ, ამით ჩვენ ისინი დავადუმეთ”, – საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი, ლუკა ლოჩოშვილი ალბანეთთან შეხვედრის წინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ,,ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი გარემოა სტადიონზე, უფრო მოტივაციას მაძლევს, ორმაგად მოტივირებული ხარ. რაც შეეხება დამოკიდებულებას, არ იყო, ალბათ, ლამაზი მათგან ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, მოვიგეთ – ამით, ჩვენ ისინი დავადუმეთ,” – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი. ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, ტრადიციულად, სტადიონზე მეტოქეების ეროვნული ჰიმნები აჟღერდა. საქართველოს ჰიმნის დროს, ალბანელი გულშემატკივრის ნაწილმა სტვენა დაიწყო.  

მეტი...

,,დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა” – კამალა ჰარისი

,,დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა”, – ამის შესახებ საპრეზიდენტო ტელდებატების დროს დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. მისი შეფასებით, ტრამპი უბრალოდ, დანებდებოდა. „ვფიქრობ, რატომ ამბობს დონალდ ტრამპი, რომ ეს ომი დასრულდება 24 საათში, რადგან ის უბრალოდ დანებდება. მოდით, გავაცნობიეროთ, რა მოხდა აქ. მე შევხდი ზელენსკის რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა, ეცდებოდა, ძალის გამოყენებით შეეცვალა ტერიტორიული საზღვრები, უგულებელყო საერთაშორისო სამართლის ნორმები და წესები, მათ შორის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. შევხდი პრეზიდენტ ზელენსკის და გავუზიარე მას აშშ-ის სადაზვევრო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მას თავის…

მეტი...

რას ნიშნავს გიორგი ქოჩორაშვილის გოლების აღნიშვნის ჟესტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გიორგიმ საზოგადოებას თავისი გოლის აღნიშვნის ჟესტის მნიშვნელობა განუმარტა. „ეს აღნიშვნა ბევრს ეშლება, ჩემთვის არის კაპიტანი ამერიკა, როგორც მოგეხსენებათ მისი ისტორია, ბავშვობაში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც მეც გამაჩნია, ასე ვფიქრობ, ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად არც დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე, რომ შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინსვლას“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

მეტი...

რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს: ,,პირველ რიგში, გილოცავთ მოგებას, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას – ნეაპოლში რომ ჩავალ, ალბათ გადავიღებ – მტკიოდა, გადამიბრუნდა კოჭი და ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ ვერ შევძელი რაც მინდოდა. ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი, მაგრამ მთავარია ნაკრებმა გაიმარჯვა და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რაც შევძელი, იმით დავეხმარე”, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 14 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას…

მეტი...

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 14 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.

მეტი...