“რაიმე მოლოდინი, რომ მურუსიძის დუქანში სამართალს ვიპოვით, არ მაქვს“- ელისაშვილი

“რაიმე მოლოდინი, რომ მურუსიძის დუქანში სამართალს ვიპოვით, არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა“- ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

პოლიტიკოსმა სააპელაციო სასამართლოში, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა 2000 – ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით.

“გვახსოვს  ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას, სასამართლოს წნეხისგან განთავისუფლებას და დემოკრატიით ევროპის გაოცებას გვპირდებოდა. ჩვენ ახლა ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას – 17 აპრილს კანცელარიასთან 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც კონსტიტუციურად იმუნიტეტი მიცავს. ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი და მე 2000 ლარით დამაჯარიმეს, ხულიგნობდი და უმისამართოთ იგინებოდიო. იმათ არაფერი მოჰკითხეს, მე დამაჯარიმეს. რა თქმა უნდა, რაიმე მოლოდინი მურუსიძის დუქანში, რომ სამართალს ვიპოვით არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა“- განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები