ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინა დანაკარგების შესახებ ტყუის და მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტია

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ლექს ფრიდმანის პოდკასტში საუბრისას უკრაინის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის დამალვაში დაადანაშაულა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რატომ ფიქრობს, რომ ისინი ამას აკეთებენ. ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დადებს შეთანხმებას უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ და მისი პრეზიდენტობის დროს ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, ამაში კი დამნაშავე „აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენია“. „როდესაც ვუყურებ ნგრევას, შენობებს, ვფიქრობ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ისინი ტყუიან რაოდენობის შესახებ, ცდილობენ შეამცირონ ის. დაანგრიეს საკმაოდ დიდი შენობები და ამბობენ, რომ ერთმა ადამიანმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანებები. არა, არა,…

მეტი...

კოსმოსში ჩარჩენილი ასტრონავტები აცხადებენ, რომ უცნაური და შემზარავი ხმები ესმით

Boeing Starliner-ის კაფსულამ, რომელმაც ტექნიკური პრობლემების გამო ასტრონავტები დროებით კოსმოსში ჩატოვა, ასევე შეაშფოთა ასტრონავტები ძალიან უცნაური ხმების გამოცემით. ხმა, როგორც გამოქვეყნებული ჩანაწერიდან ირკვევა, მოდიოდა დამაგრებული მოდულიდან და ძალიან ჰგავდა სონარის სიგნალებს. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად პრობლემური იყო კაფსული, ხმა ოდნავ შემაშფოთებელი იყო. ვილმორმა, რომელიც ამჟამად ნასას ასტრონავტ სუნიტა უილიამსთან არის კოსმოსში Starline-ს ძრავებთან დაკავშირებული პრობლემებისა და ჰელიუმის გაჟონვის გამო, სთხოვა NASA-ს გამოეკვლია ხმების წყარო. გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ ნასამ ეს მოახერხა და საბედნიეროდ, ხმა არც ისე საშიში აღმოჩნდა. „ბოინგის კოსმოსური ხომალდის Starliner-ის სპიკერის პულსირებული ხმა, რომელიც ნასას ასტრონავტ ბუჩ ვილმორმა…

მეტი...

პოლტავაში, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ

პოლტავაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 53 ადამიანია დაღუპული. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დაშავებულია 270-ზე მეტი, თუმცა ამ დრომდე გრძელდება ნანგრევებში დაკარგულების ძებნა და არ არის გამორიცხული მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს. თავდასხმის შედეგად, ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა. რუსებმა პოლტავა გუშინ, 3 სექტემბერს დაბომბეს.

მეტი...

„სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, თქვენით უნდა განიცადოთ, რომ მიხვდეთ, რამხელა ბედნიერებაა შენი ქვეყნის სახელი საზღვრებს მიღმა გაიტანო და დაანახვო ხალხს, რომ საქართველოს ეს შეუძლია“ – ანა ჯაფარიძე

ანა ჯაფარიძე პარატაეკვანდოში პარაოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ის გუშინ დაბრუნდა საქართველოში და აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. როგორც ანამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, ძალიან ბედნიერია, რომ საქართველოს სახელი საზღვრებს მიღმა გაიტანა და ყველას დაანახა, რომ საქართველო ძლიერია და სერიოზულ კონკურენტად უნდა აღიქვან. „პარაოლიმპიური მედალი ისეთი დიდი მიღწევაა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ… თქვენით უნდა განიცადოთ, რომ მიხვდეთ, რამხელა ბედნიერებაა ის ფაქტი, რომ შეგიძლია შენი ქვეყნის სახელი საერთაშორისოდ, საზღვრებს მიღმა გაიტანო და დაანახვო ხალხს, რომ საქართველოს ეს შეუძლია. როგორ იცით, პარატაეკვანდოში არავის ჰქონია ასეთი შედეგი და ამან ორმაგად გამახარა… დაინახა ხალხმა, რომ საქართველო…

მეტი...

პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულებისთვის საგამოძიებო ელექტრონულ რეესტრს ქმნის

,,სპეციალური საგამოძიებო სამსახური ელექტრონულ რეესტრს შექმნის, სადაც პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირები დარეგისტრირდებიან, რომელთაც უფლებები შეეზღუდებათ და მათზე მონიტორინგი განხორციელდება”, – ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მათივე ცნობით, ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვისა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევების თავიდან აცილებას. ,,საგამოძიებო პრაქტიკა აჩვენებს, რომ დანაშაული სხვადასხვა ფორმით შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს ან მოქალაქეს შეეხოს, რომელთაც აქვთ წვდომა ინტერნეტთან. ყალბ ექაუნთებს ამოფარებული დამნაშავე პირები, მათ შორის პედოფილიის ნიშნების მქონე გამომძალველები, მოტყუების გზით ადვილად ახერხებენ ბავშვებთან დაახლოებას, შედიან მათთან ნდობაში, რის შემდეგაც მათი…

მეტი...

N310 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილება შეეხება აღნიშნული მარშრუტის სამოძრაო სქემასაც, რის შედეგადაც, ვარკეთილის დასახლების მცხოვრებლები პირდაპირ დაუკავშირდებიან საბურთალოს. „7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი 19 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება. ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მოემსახურებიან არსებული სქემით, რის შემდეგაც მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების – „ისნისა“ და „სამგორის“ გავლით დაუკავშირდება ჯავახეთის ქუჩას და მოემსახურება ვარკეთილის დასახლებას…

მეტი...

გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიადიდან დაბრუნდნენ

პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზიდან დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, მეგობრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები დახვდნენ, რომლებმაც მედალოსნებს მადლობა გადაუხადეს. პარიზის პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. 19 წლის ანა ჯაფარიძემ კი ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს, ამ დროისთვის, სამი მედალი აქვს.

მეტი...

რამ გამოიწვია მამა თეიმურაზ ქორიძის მოულოდნელი გარდაცვალება

გასულ კვირას დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ახალგაზრდა წინამძღვარი, თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მამაო გასულ წელს კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამა თეიმურაზი თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა. ,,მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ნელ–ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა. ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოულოდნელად გული გაუჩერდა, საბოლოო დიაგნოზი ასეთი დაისვა. მიუხედავად იმისა, რომ გული იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც არ აწუხებდა. მის გარდა გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ მართლა ყველაფერზე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს გულმა უღალატა”, – ამბობს გიორგი…

მეტი...

ისრაელში, მესამე დღეა, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება

ისრაელში მესამე დღეა, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტმა თელ ავივის მთავარ მაგისტრალებზე მოძრაობა შეაფერხა. აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა. მომიტინგეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ჩაშლაში ადანაშაულებენ. საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, „ჰამასის“ გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს. შეგახსენებთ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ღაზის სამხრეთ საზღვარზე, ეგვიპტესთან მდებარე ე.წ. ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა.

მეტი...

ცნობილია ვინ არის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა

ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. დაიღუპა 2 ადამიანი. შემთხვევა, გუშინ ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ მოხდა. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია და როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ის ლაშა ცაგარეიშვილია. ,,აი ეს ანგელოზი ბიჭი ემსხვერპლა ავჭალა – დიდუბის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას. გული მეწვის ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს რკინიგზას. საწყალი ბიჭი 2 თვის წინ ქორწილი ჰქონდა”, – წერენ სოცქსელში.

მეტი...

მაშველებმა ინწრას ხეობაში გადავარდნილი ტურისტის ცხედარი ხევიდან ამოასვენეს

მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში გადავარდნილი პოლონელი ტურისტის ცხედარი ხევიდან ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალს ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა. ცხედარი ქუთასის სამხარაულის ბიუროში, ექსპერტიზეა გადასვენებული. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

გერმანიაში 2 ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიის ჩრდილოეთით, რაინ-ვესტფალში, სიგარეტის აპარატის გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. გვიან ღამით, ადგილობრივებმა ორი კაცი მაშინ დაინახეს, როცა აპარატს ქურდავდნენ. თვითმხილველებმა პოლიციას მიმართეს, რომლებმაც ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს. მედიის ცნობით, ისინი 44 და 42 წლის, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც გერმანიაში მუდმივად ცხოვრების უფლება არ აქვთ. სამშაბათს დილით მათ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. განცხადება ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ,,მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი…

მეტი...

ბორჯომის ტყეში, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომის ტყეში, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის ჩასაქრობად გვიან ღამიდან მოყოლებული ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის სიღრმეში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით გაჩნდა. რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ბაიდენი კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმა პოლტავაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არის ტრაგიკული შეხსენება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ,,განგრძობითი და აღმაშფოთებელი მცდელობებისა” ,,დაარღვიოს თავისუფალი ხალხის ნება” უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინელი ხახლი მტკიცე წინააღმდეგობას უწევს მოსკოვის აგრესიას უკვე ორ წელზე მეტია და შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თავდაცვისთვის აუციელებელი სისტემების მიწოდებით. ,,არ შეცდეთ: რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს”, – თქვა ბაიდენმა.  

მეტი...

დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და წერილის ფოტო გამოაქვეყნა. გადადგომაზე განცხადებები დაწერეს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმაც.

მეტი...

რუსეთმა ლვოვზე იერიში მიიტანა – დაშავდა სულ მცირე ექვსი ადამიანი

ლვოვის მერის ანდრეი სადოვოის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბიჭი. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაზიანდა ორი სკოლა. გარდა ამისა, მერი ამბობს, რომ მთავარი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარია. ქალაქის სამ ქუჩაზე შენობებში მინები ჩაიმსხვრა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

მეტი...

,,ღია ცეცხლია, დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს” – ბორჯომის მერი ტყის ხანძარზე

,,ღია ცეცხლია. დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს”, – ამის შესახებ ბორჯომის მერი, ოთარ არბოლიშვილი საუბრობს და ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება. „ხანძრის კერა დაახლოებით შუადღისთვის იქნა აღმოჩენილი. ადგილზე გასულია რეინჯერთა ჯგუფი, რადგან ეს ტერიტორია ნეძვის აღკვეთილში შემავალი არეალია. მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილზე გვყავს ორი მძიმე ტექნიკა, მაღალი გამავლობის ბულდოზერები. დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, გზის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მისასვლელი გზები იყოს მოწესრიგებული და გახდეს გამავალი. სავარაუდოდ, ერთ ჰექტარზეა ხანძარი გავრცელებული. ღია ცეცხლია, რაც არ არის კარგი, მაგრამ დილით უკვე გვეცოდინება რეალური სურათი. ცეცხლის…

მეტი...

4-5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებელი არ შეასრულებს

4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს არა შტადლერის მატარებელი, არამედ “ჯრტ”-ის ტიპის მატარებელი შეასრულებს. ამ ორ მატარებელს სხვადასხვა რაოდენობის მზგავრების გადაყვანა შეუძლია, რის გამოც რკინიგზა ამბობს, რომ მზგავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი ავტობუსიც. გარდა ამისა, რკინიგზა ამბობს, რომ 6 სეტემბრიდან გაუქმდება შტადლერის №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით. ,,გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებლი. სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი. იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024…

მეტი...

აშშ-მა ,,ჰამასის” ლიდერებს 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა ,,ჰამასის” რამდენიმე მაღალჩინოსანს 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ბრალდებები ეხება დაჯგუფების ლიდერს, იაჰია სინვარს და სულ მცირე კიდევ ხუთ პირს. ამ თავდასხმას, 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 40-ზე მეტი ამერიკელი და ამის შემდეგ დაიწყო ისრაელის თავდასხმა ღაზის სექტორზე. მიმდინარე ომს 40 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, განადგურდა ანკლავის დიდი ნაწილი. საჩივარში დასახელებულია ექვსი ბრალდებული, რომელთაგან სამი გარდაცვლილია. ცოცხალი ბრალდებულები არიან სინვარი, რომელიც, სავარაუდოდ, იმალება ღაზაში; ხალედ მეშაალი, რომელიც დოჰაშია და ხელმძღვანელობს ჯგუფის დიასპორის ოფისს; და ალი ბარაკა, “ჰამასის” მაღალჩინოსანი ლიბანში. ბრალდება თებერვალში იქნა წარდგენილი…

მეტი...

გლდანში ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ

გლდანში ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ამ დროისთვის უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე ავარიის შედეგად.

მეტი...