მაშველებმა ინწრას ხეობაში გადავარდნილი ტურისტის ცხედარი ხევიდან ამოასვენეს

მაშველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში, ინწრას ხეობაში გადავარდნილი პოლონელი ტურისტის ცხედარი ხევიდან ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალს ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.

ცხედარი ქუთასის სამხარაულის ბიუროში, ექსპერტიზეა გადასვენებული. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები