პოლტავაში, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ

პოლტავაში, საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 53 ადამიანია დაღუპული. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, დაშავებულია 270-ზე მეტი, თუმცა ამ დრომდე გრძელდება ნანგრევებში დაკარგულების ძებნა და არ არის გამორიცხული მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.

თავდასხმის შედეგად, ნაწილობრივ დაინგრა ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსი, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის, დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი და საოფისე შენობა.

რუსებმა პოლტავა გუშინ, 3 სექტემბერს დაბომბეს.

მსგავსი თემები