პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ბაიდენი კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა

ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმა პოლტავაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არის ტრაგიკული შეხსენება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ,,განგრძობითი და აღმაშფოთებელი მცდელობებისა” ,,დაარღვიოს თავისუფალი ხალხის ნება” უკრაინაში.

მისი თქმით, უკრაინელი ხახლი მტკიცე წინააღმდეგობას უწევს მოსკოვის აგრესიას უკვე ორ წელზე მეტია და შტატები გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თავდაცვისთვის აუციელებელი სისტემების მიწოდებით.

,,არ შეცდეთ: რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს”, – თქვა ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები