„გესალმებოდა ისე გულითადად, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო!“ – მამა თეიმურაზ ქორიძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან

მამა თეიმურაზ ქორიძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. ბლოგერი ბექა ერიაშვილი მამა თეიმურაზ ქორიძეს იხსენებს და წერს, რომ მამა თეიმურაზი ნამდვილი ღვთისნიერი ადამიანი და ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო. „ბევრს შეგხვდებოდათ უკვე მამა თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებაზე სამძიმრის პოსტები, მისი ქადაგებები და ლექსები გაზიარებული. ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანი იყო და მინდა ჩემი ორი სიტყვა ვთქვა მასზე და ავხსნა რატომაც. ვიცნობდი სასულიერო სემინარიიდან, ჩემზე ერთი კურსით წინ იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ გვქონია, მხოლოდ რამდენიმეჯერ გვაქვს ნასაუბრები და შეხვედრისას ოდენ მისალმებით შემოვიფარგლებოდით ხოლმე, ამითაც კი ვხვდებოდი, რომ საოცარი პიროვნება იყო. გესალმებოდა ისე გულითადად, ისეთი…

მეტი...

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი კიევში ჩავიდა. მედიის ცნობით, ის პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს. ეს არის ინდოეთის მთავრობის მეთაურის პირველი ოფიციალური ვიზიტი უკრაინის ისტორიაში. ცნობისთვის, ნარენდრა მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინს შეხვდა.

მეტი...

მეცნიერებმა ქრისტეს სუდარის ასაკი დაადგინეს

მეცნიერებმა ,,ტურინის სუდარის” ასაკის დადგენა შეძლეს. ეს ის სუდარაა, რომელშიც იესო ქრისტე ჯვარზე გაკვრის შემდეგ გაახვიეს და დაკრძალეს. იტალიელი მეცნიერების დასკვნებით, ასეთი ტილო ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 2 ათასი წლის წინ მზადდებოდა, რაც იესოს ცხოვრების პერიოდს ემთხვევა. მკვლევრები ასევე ამტკიცებენ, რომ სამოსელზე ადამიანის სხეულის ჭრილობების ანაბეჭდები ჩანს, რომლებიც შესაძლოა ქრისტეს სხეულზე ყოფილიყო. მათ შორის: თავზე ეკლის გვირგვინის კვალი, ცემისა და ჯვრის ტარებისგან ჭრილობები ზურგზე და ლურსმნების დაჭედების კვალი ხელებსა და ფეხებზე. სუდარის გამოკვლევისას, იტალიელმა მეცნიერებმა, ახალი ტექნოლოგიით ისარგებლეს, რომელიც მასალის დათარიღებისთვის რენტგენის სხივს იყენებს. მეცნიერების განმარტებით, ის ფაქტი, რომ სუდარის შექმნის…

მეტი...

,,საქართველოში მშვიდობისა და განვითარების ნომერ პირველი გარანტი არის ბიძინა ივანიშვილი” – პრემიერი

,,აკვარიუმში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ზის, ეს არის მათი ხვედრი და ბედი”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მცხეთაში გამართულ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული. „ტყვიაგაუმტარ შუშას რაც შეეხება, იცით რაც ხდება მსოფლიოში. ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი არ არის დაცული, ვნახეთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით რაც მოხდა. ასევე, იცით კონკრეტული მუქარის თაობაზე, რომელიც გაჟღერდა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით. პირდაპირი მუქარა იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ევროკომისარს პირდაპირ ამ ყველაფერი არ ვადანაშაულებ, მაგრამ ის ერთგვარ „მესენჯერად“ გამოიყენეს ჩვენს…

მეტი...

სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთები ვერ შეიძინა

,,კარგად მესმის გულისტკივილი, რაც საქართველო-ჩეხეთის მატჩზე უბილეთოდ დარჩენილ მოქალაქეებს გაუჩნდათ”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი საქართველო-ჩეხეთის მატჩის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. „როგორც იცით, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დიდია ქართველი გულშემატკივრის ინტერესი აღნიშნული თამაშის მიმართ, რასაც ადასტურებს უმოკლეს პერიოდში გაყიდული ყველა ბილეთი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში უმნიშვნელოვანეს წარმატებებს მიაღწია, რაც, რასაკვირველია, არ…

მეტი...

შვეიცარიაში, პარაპლანით ფრენისას, ორი ადამიანი დაიღუპა

შვეიცარიაში პარაპლანით ფრენისას ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ვალეს კანტონში, საკურორტო სოფელ ზერმატთან მოხდა. პოლიციის ცნობით, მათ ფრენის საწყის ეტაპზე ტექნიკური პრობლემები შეექმნათ, რის შედეგადაც ორივე რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. იდენტიფიკაციის პროცედურის დასრულებამდე, სამართალდამცველები არ ამბობენ თუ საიდან იყვნენ დაღუპულები. ფედერალურმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

მეტი...

Video: მამა თეიმურაზის ცხედარი წმინდა დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს

მამა თეიმურაზ ქორიძე დიდი ჩაილურის ტაძრიდან საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის ტაძარში გადაასვენეს. ხვალ, 24 აგვისტოს ახალგაზრდა სასულიერო პირს ამ ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

მეტი...

,,როგორც კი აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, მაშინვე მოეხსნება ქვეყანას დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე” – პრემიერი

,,როგორც კი აიკრძალება „ნაცმოძრაობა“, მაშინვე მოეხსნება ქვეყანას დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ თუ რა ბედი ელის „ნაცმოძრაობის“ მანდატებს პარტიის აკრძალვის შემთხვევაში. „მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტი დარჩება დემოკრატიული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე უპასუხა კითხვას, შეუშლის თუ არა ერთპარტიული პარლამენტი ხელს ევროინტეგრაციას და მაგალითად…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა” – კახა კალაძე

,,ხალხი ხედავს, ერთადერთი ძალა, ვისაც მშვიდობა უნდა, „ქართული ოცნებაა“, ამიტომ მას ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” მთავარ დაპირებად ისევ რჩება მშვიდობის შენარჩუნება ქვეყანაში და ეკონომიკური განვითარება. „დღეს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ხალხი ხედავს, რომ ის ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც უნდა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. ხალხი ხედავს იმ საფრთხეებსაც, რაც ჯერ კიდევ არსებობს – მოწოდებები სანქციების მიერთებასთან და მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. საზოგადოების მხარდაჭერა, რაც დღეს არსებობს, შემთხვევითი არ არის. ყველას…

მეტი...

,,როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა” – კახა კალაძე

„უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა და თვალში ნაცარი არავის შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს იმას, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული. „როდესაც თავს გესხმიან და თეთრზე გეუბნებიან რომ შავია, უნდა გამოხვიდე და ხალხს სიმართლე უთხრა. უნდა დაიცვა საკუთარი ქვეყანა. თვალში ნაცარი არავის უნდა შეაყრევინო, ევროპელი იქნება ის თუ ამერიკელი. მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, პარტნიორობის გაღრმავებისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ რამდენჯერმე აგვირჩია იმისთვის, რომ პირველ რიგში…

მეტი...

ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს ,,უკრაინის ლეგენდის” წოდება მიანიჭა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გამოჩენილ საზოგადო, კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს, სამხედრო პერსონალს და ექიმებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. დაჯილდოების ცერემონია კიევში, მარიინსკის სასახლეში გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა ,,უკრაინის ლეგენდის” წოდებით დააჯიდლოვა შემდეგი მოღვაწეები ამერიკელი ფილანტროპი ჰოვარდ ბაფეტი, მხატვარი ალექსანდრე დუბოვიკი, კიევის სამშენებლო ბიუროს ,,ლუჩის” გენერალური დირექტორი ოლეგ კოროსტელევი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის ბრიგადის გენერალი ივან ლუკაშევიჩი, კომპოზიტორი იგორ პოკლადი, მოკრივე ალექსანდრე უსიკი, მოფარიკავე ოლგა ჰარლანი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი ვიტალი ჰმელი, მატარებლის გამცილებელი ირინა იურჩენკო, კინორეჟისორი სერგეი ფარაჯანოვი (სიკვდილის შემდგომ), მომღერალი ნინა მატვიენკო (სიკვდილის შემდგომ). ,,ჩემთვის დღეს…

მეტი...

,,მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ქომაგს“ – გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან მომხდარ ინციდენტზე

გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე, ტედი რინერთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. „ჩემი ემოციები ცოტა გაუგებარი იყო საზოგადოებისთვის. მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს ქომაგს, ვინც ჩემზე იმედებს ამყარებდა. ბოდიშს ვუხდი ჩვენს ფედერაციას და სამწვრთნელო შტაბს. არის მომენტები, როცა სპორტსმენისთვის ხდება ისეთ რამ, რაც მიუღებელია. სპორტსმენი არ უნდა შეეხოს არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას. მე მისგან უბრალოდ ეგ ვიგრძენი. დამარცხებული ვიყავი და სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა. შეეძლო ამდგარიყო და თავის გულშემატკივართან, საკუთარ ქვეყანაში გამოეხატა ბედნიერება. თუმცა, რაღაცნაირად, ცინიკურად, მარტო ჩემთან გამოხატა. ვერ მოვითმინე. ახლაც, ასეთი მომენტი რომ იყოს, ანალოგიურად, არ შეიძლება,…

მეტი...

გერმანიაში მდებარე NATO-ს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების მაღალი დონეა გამოცხადებული

გერმანიის ქალაქ გეილენკირხენში მდებარე  ნატოს საჰაერო ბაზაზე უსაფრთხოების მაღალი დონეა გამოცხადებული. უსაფრთხოების მაღალი დონე ღამით დაზვერვის ინფორმაციის საფუძველზე გაიზარდა, რომელიც პოტენციური საფრთხეზე მიუთითებდა. ,,ჩვენ ჯერ კიდევ Charlie-ში ვართ”, – განუცხადა როიტერს ბაზის სპიკერმა, რაც გულისხმობს განგაშის ოთხი დონიდან მეორე ყველაზე მაღალ დონეს. უსაფრთხოების დონე Charlie განიმარტება, როგორც ,,მოხდა ინციდენტი ან მიღებულია სადაზვერვო მონაცემები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ  ნატოს ორგანიზაციების ან პერსონალის წინააღმდეგ რაიმე სახის ტერორისტული ქმედების მაღალი ალბათობა არსებობს”.

მეტი...

ომი ალენ დელონის მემკვიდრეობისთვის – ვის დაუტოვა ქონების ნახევარი მსახიობმა

ალენ დელონი, რომელიც ითხოვდა ევთანაზიით სიკვდილის უფლებას, რამდენიმე დღის წინ, 88 წლისა გარდაიცვალა. ბოლო წლებში მსახიობმა გაყიდა ძვირად ღირებული ნივთები, მათ შორის ხელოვნების ნიმუშების კოლექციები, კარგი ღვინოები და ძვირადღირებული მანქანები. „მირჩევნია, ჩემს შვილებს ფული დავუტოვო“, – განმარტა დელონმა 2017 წელს და დაამატა, რომ მას სძულს სიკვდილის შემდგომი გაყიდვები. ,,მსახიობს სამი შვილი ჰყავდა: ენტონი, 59 წლის, მსახიობ ნატალი დელონთან, 33 წლის ანუშკა და 29 წლის ალენ-ფაბიენი. მას ჰყავდა მეოთხე შვილიც, რომელიც დაიბადა 1962 წელს. ის დელონმა არასოდეს ცნო. ის ტრაგიკულად გარდაიცვალა 2023 წელს, ჰეროინის ჭარბი დოზით. ანუშკა, რა თქმა უნდა, ალენ…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე – ჯამში 30 900 ლარის ჩარიცხვა განახორციელა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულს სპეციალური ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.პ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტა სრულად ამოიღო,…

მეტი...

დააკავეს ადამიანი, რომელიც თბილისში 2 ადამიანის მკვლელობისთვის, 20 წელი იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი – 1963 წელს დაბადებული გ. კ. დააკავეს. ,,გ. კ. 2004 წელს, თბილისში, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა. სამართალდამცველებმა გ.კ. სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურის ,,დარიალი” ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სხვა გვარის გამოყენებით საქართველოს სახელწიფო საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა. დაკავებული გ. კ. გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული ცხინვალის რაიონ ,,შანხაიში” რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 43 წლისაა და სამხედრო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ცხედარი ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. ადგილზე, წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ,,რესპუბლიკაში” დისლოცირებული მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აქტიურად მონაწილეობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში უკრაინაში.

მეტი...

“მე-14 დალაი ლამა ეწევა ანტიჩინურ, სეპარატისტულ საქმიანობას“ – ოფიციალური ჩინეთი

მე-14 ტიბეტელი დალაი ლამა ნიუ-იორკში იმყოფება სადაც ის აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებს ხვდება. როგორც ოფიციალური ჩინეთი განმარტავს, ის არ არის წმინდა რელიგიური ფიგურა და სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა. „როგორც ბევრმა იცის, მე-14 დალაი ლამა არ არის წმინდა რელიგიური ფიგურა, მით უმეტეს, ფიგურა, რომელიც ხელს უწყობს „არაძალადობის“ და „მშვიდობის“ პროპაგანდას, არამედ პოლიტიკური დევნილი, რომელიც ეწევა ანტიჩინურ სეპარატისტულ საქმიანობას რელიგიის სამოსით. ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც დალაი ლამას ნებისმიერი საბაბით ვიზიტების უფლებას აძლევს და ეწინააღმდეგება ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც ხვდებიან დალაი ლამას ნებისმიერი ფორმით. ჩვენ სერიოზული პროტესტი გამოვაცხადეთ აშშ-სთან. ე.წ. „ტიბეტის…

მეტი...

მანქანის ქურდობისას, 80 წლის ქალი და მისი ძაღლი მოკლეს

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 80 წლის ქალის მკვლელობა, მისი მანქანის ქურდობა და მისი შინაური ძაღლის მოკვლა ედება ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, 48 წლის სიეტლის მკვიდრი მამაკაცი, 80 წლის რუთ დალტონის მკვლელობის ბრალდებით ოთხშაბათს დააკავეს. სამართალდამცველების განმარტებით, დაკავებულს ბრალს წაუყენებენ პირველი ხარისხის მკვლელობაში, ქურდობის დროს ჩადენილ მკვლელობასა და ცხოველების მიმართ განხორციელებულ სასტიკ მოპყრობაში. დაკავებულს მძიმე მუხლებით 8 ნასამართლობა აქვს, მათ შორის, 1993 წელს, სატრანსპორტო საშუალებაში ჩადენილი მკვლელობაა. მას ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.

მეტი...

ჩინეთის ქალაქ ჩენდუს ცაზე იშვიათი მოვლენა გამოჩნდა

ჩინეთის ქალაქ ჩენდუს ცაზე იშვიათი მოვლენა, 7 მზე გამოჩნდა. მოვლენის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული მოვლენა ოპტიკური ილუზიაა, რომელიც ლამინირებული სინათლის გარდატეხისა და არეკვლის გამო ჩნდება. აღნიშნული მოვლენა ჩინეთის ცაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩანდა, რამაც ადგილობრივებს საშუალება მისცა იშვიათი მოვლენა სხვადასხვა რაკურსით გადაეღოთ.

მეტი...

ტრამპი ფიქრობს, რომ ჰარისი პრეზიდენტობის შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომს გააჩაღებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ოპონენტის კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ბირთვულ ომში გაეხვევა. „ამხანაგ კამალა ჰარისის პირობებში მომავალი არ გვაქვს, ვინაიდან ის ყველას ბირთვული მესამე მსოფლიო ომისკენ მიგვაქანებს! მას მსოფლიოს ტირანები არასდროს არ სცემენ პატივს“, – დაწერა ტრამპმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მეტი...

შავი ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტომ კვლევა 14 აგვისტოს ჩაატარა. 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

მეტი...

გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა

გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევა ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნაგომარში, გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ხიდიდან გადავარდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მეტი...

,,ლურჯ-ყვითელი აერთიანებს, ლურჯ-ყვითელი შთააგონებს” – უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

უკრაინა დღეს, 23 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ,,ლურჯ-ყვითელი აერთიანებს, ლურჯ-ყვითელი შთააგონებს, ლურჯ-ყვითელი არის უკრაინა. გილოცავ ეროვნული დროშის დღეს, უკრაინა!”, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან აქცია-მსვლელობა გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“. შეკრება 18:40 საათზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან დაიწყება.

მეტი...

საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ

საქართველო-რუსეთის საზღვართან დაკარგულ კაცს ისევ ეძებენ. როგორც ახლობლები ამბობენ, აქვთ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი, სადაც ჩანს როგორ კვეთს ჩანთით და საბუთით ხელში რომან ძირკველიშვილი საქართველოს მხრიდან სასაზღვრო ზონას, ამის შემდეგ კი კვალი იკარგება. მათივე ცნობით, გამოკითხეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ძირკველიშვილი საზღვრამდე მიიყვანა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა, თუმცა 13 აგვისტოს შემდეგ, მას ვერ პოულობენ. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე 558 93 34 11

მეტი...

კრასნოდარში, პორტ ,,კავკაზში”, სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ ,,კავკაზში”, სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა. ინფორმაციას უცხოური მედია კრასნოდარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარკინიგზო ბორანზე საწვავის 30 ავზი იყო. იერიშის შედეგად ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა. შეგახსენებთ, რომ პორტი ,,კავკაზი” ქერჩის ხიდთან მდებარეობს. ბორანზე დარტყმის გამო, ხიდზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.

მეტი...

,,ადამიანებს, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, დახმარება 10 000-დან 15 ათას რუბლამდე (450 ლარი) გაეზრდებათ” – პუტინი

პუტინის გადაწყვეტილებით, ადამიანებს, რომლებმაც კურსკში სახლები დატოვეს, დახმარება 10 000-დან დახმარება 15 ათას რუბლამდე (450 ლარი) გაეზრდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო თათბირზე განაცხადა. თავდაპირველად, 8 აგვისტოს, პუტინმა თქვა, რომ ეს დახმარება 10 000 რუბლის ოდენობით იქნებოდა. ,,ჩვენ ვესაუბრეთ პრემიერმინისტრს… ვთვლით, რომ უნდა გადაწყვიტოთ და ერთჯერადად გადაიხადოთ 10 ათასი რუბლი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ეს სჭირდებათ”, – თქვა პუტინმა.

მეტი...