გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა

გურიაში, ავარიის შედეგად, მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევა ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნაგომარში, გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ხიდიდან გადავარდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. სხვა დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები