უკრაინა დღეს, 23 აგვისტოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
,,ლურჯ-ყვითელი აერთიანებს, ლურჯ-ყვითელი შთააგონებს, ლურჯ-ყვითელი არის უკრაინა.
გილოცავ ეროვნული დროშის დღეს, უკრაინა!”, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, 19:00 საათზე, მშვიდობის ხიდთან აქცია-მსვლელობა გაიმართება. ღონისძიებების ორგანიზატორია “ქართულ-უკრაინული პლატფორმა“ და „უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“. შეკრება 18:40 საათზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშვიდობის ხიდის შესასვლელთან დაიწყება.