“ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს“- იაგო ხვიჩია

„როცა “ნაცების” დამარცხებიდან 12 წლის თავზე ხალხს ისევ “ნაცების” დამარცხებას ჰპირდები, ეს კრიზისს ნიშნავს – “ქართული ოცნება” გაკოტრებულია, მას დაპირების გაცემაც არ შეუძლია!“ – ასე აფასებს “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის პირობას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების შესახებ. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ყველა არჩევნების წინ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების საფრთხეზე საუბრობს. “ეს არის ქოც-ნაცური ბრძოლა წინასაარჩევნოდ. “ქართული ოცნება” როგორც აქამდე ახერხებდა “ნაცებთან” ბრძოლის ფარგლებში პოლარიზაციას, ხალხის დაშინებას და პირობას, რომ არჩევნების შემდეგ მათზე შურისძიებას დაიწყებს, ზუსტად იმავეს აგრძელებს ახლა” – აღნიშნა ხვიჩიამ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების…

მეტი...

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით“- ბაიდენი სალომე ზურაბიშვილს

“იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი ოკუპაციის 16 წლისთავზეც საუბრობს და განმარტავს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო…

მეტი...

უკრაინა ადასტურებს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში დაადასტურეს, რომ ლიპეცკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმა მიიტანეს. მათივე ინფორმაციით, განადგურებულია სამხედრო საწყობები, სადაც რუსეთი საავიაციო ბომბებს ინახავდა. აღნიშნულ აეროდრომზე რუსეთს დისლოცირებული ჰყავს თვითმფრინავები სუ-34, სუ-35 და მიგ-31. დაზიანდა თუ არა ეს ტექნიკა უკრაინელთა შეტევის შედეგად, ჯერ უცნობია. უკრაინელების დარტყმის შემდეგ ძლიერი აფეთქება მოხდა, რომელიც ჯაჭვურმა დეტონაციამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დეტონაციის ფაქტი დაადასტურა და ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია დაიწყო.    

მეტი...

იტალიის პრემიერმა ირანის პრეზიდენტს რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან სატელეფონო საუბარი გამართა და რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. საუბრისას იტალიის პრემიერ-მინისტრმა „ხაზი გაუსვა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, მათ შორის, ლიბანთან დაკავშირებით, მოუწოდა თავის კოლეგას, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია და გახსნას გზა დიალოგისკენ“. ამის შესახებ განცხადებას იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

მეტი...

ანკარაში ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა-დაღუპულია ცხრა ადამიანი

თურქეთის დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 26 კი  დაშავდა. ავტობუსი რომელიც იზმირიდან აგრის მიმართულებით გადაადგილდებოდა, ხიდის ჯებირს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ადგილზე მისულმა მაშველებმა ავტობუსში ბლოკირებული რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. ანკარის მერიაში განაცხადეს, რომ ავარიის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მძღოლის ჩაძინებას უკავშირდებოდეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

„ქამრისთვის ბრძოლამდე ერთი თვე დარჩა“ – როგორ ემზადება მერაბ დვალიშვილი?!(video)

მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის მოსაგებად იბრძოლებს. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სახელწოდებით: „ქამრისთვის ბრძოლამდე ერთი თვე დარჩა და მერაბი ძალიან „ფრთხილად“ ემზადება. ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა, მან ანაჰეიმში გამართულ UFC 298-ზე სუპერმსუბუქ წონაში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.  

მეტი...

„ეს ნამდვილად შეჭრაა”- კურსკის ოლქში უკრაინის ერთ-ერთი კარგად აღჭურვილი სამხედრო დანაყოფო შევიდა

რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი სამხედრო ნაწილი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. „ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომენტებს“ – წერს Forbes-ი. Forbes-ი ხაზს უსვამს, უკრაინის ამჟამინდელი ოპერაცია სამხრეთ რუსეთში მანამდე განხორციელებული რეიდებისგან განსხვავდება. ”ყოველ საათში უფრო ცხადი ხდება, რომ ის, რაც კურსკში ხდება, არ არის რეიდი: ეს ნამდვილად შეჭრაა” – ნათქვამია სტატიაში.  

მეტი...

ლაშა ტალახაძე მესამედ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ხვალ შეეცდება

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი მესამე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება. ტალახაძე ხვალ, 10 აგვისტოს  +102 წონით კატეგორიაში იასპარეზებს. 10 აგვისტოს 102 წონით კატეგორიაში იასპარეზებს კიდევ ერთი ძალოსანი, ირაკლი ჩხეიძე. პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

მეტი...

მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახი ავრცელებს. „აღარ მყავს ჩემი დედიკო. თბილი, ტკბილი, უზომოდ მოსიყვარულე და საყვარელი. როგორ შევეგუოთ მის გარეშე ცხოვრებას… პანაშვიდი კვირას და ორშაბათს , დაკრძალვა სამშაბათს 13 აგვისტოს (თბილისის ზღვის სასაფლაო, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძრის წინ სარიტუალო დარბაზი)“- წერს შორენა მახარაძე.    

მეტი...

+32 გრადუსი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-12 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს: 12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 9 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 10-12 აგვისტოს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი,…

მეტი...

პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) დღეს იასპარეზებს. ოლიმპიური ბრინჯაოსა და ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას 13:25 წუთზე შეეცდება. პეტრიაშვილი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2021-ში კი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მეტი...

პუტინის ახალი კანონის მიხედვით, თუ პირი სამხედრო სამსახურში რეგისტრაციაზე უარს იტყვის, მოქალაქეობა ჩამოერთმევა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, თუ პირი სამხედრო სამსახურში რეგისტრაციაზე უარს იტყვის, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევა. რუსული მედიის ცნობით, კანონი სინქრონიზაციას გაუკეთებს მოქალაქეობის რეგისტრაციისა და მიღების პროცესს, ამისათვის კი ახალი მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ელექტრონულად აღრიცხავს.

მეტი...

ბათუმში, ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ პირს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობის მიზნით, ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას ajaratimes.ge ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთმა დასაქმებულმა, თავდაცვის დროს, თავდამსხმელს თავში ნიჩაბი ჩაარტყა. მედიის ცნობით, კაცი თავის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

მეტი...

იაპონიაში გაავრცელეს გაფრთხილება მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ

იაპონიაში გაავრცელეს გაფრთხილება მეგამიწისძვრის გაზრდილი რისკის შესახებ. როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყანაში მსგავსი შინაარსის გაფრთხილება გავრცელდა. ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ეს გაფრთხილება არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა გარდაუვალია. შეგახსენებთ, რომ იაპონიაში გაფრთხილების გავრცლება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში 7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სტიქიას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მეტი...

ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, კაჩინსკების ქუჩაზე, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ajaratimes.ge ავრცელებს და წერს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. გამოცემის ცნობით, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის. აეროდრომი მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, სადაც მანამდე ევაკუაცია გამოცხადდა. ,,მაცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შემდეგი დასახლებების ევაკუაციის შესახებ: კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა, ტინკოვკა”, – განაცხადა გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა. ღამით რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა უპილოტო თვითმფრინავებით მასიური თავდასხმის შესახებ, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რამაც შეაფერხა ელექტროენერგიის მიწოდება და მოხდა ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია. დაშავებულია ექვსი ადამიანი, რომლებიც ლიპეცკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მეტი...

მარნეულში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

,,ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად დგომა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს შენება!” – კობა კობალაძე

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და სამშობლოსათვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის. ,,კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს, თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრებს და თითოეულ ჩვენგანს და, ალბათ, ჟამია და დრო იმისა, რომ უკვე ვისწავლოთ ერთად ყოფნა, ერთად…

მეტი...

ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ალეკო ონიანის ოჯახის წევრებთან და გმირის თანამებრძოლებთან ერთად დაესწრნენ. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე (ალეკო) ონიანი დაიბადა 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, რუსულ მოტომსროლელ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან, სადაც ქართული შენაერთი მოწინააღმდეგის ალყაში მოექცა. ალეკო ონიანმა მძიმედ დაჭრილი მისი ნათლული,…

მეტი...

კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების, კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის დებატები 10 სექტემბერს, ABC-ის ეთერში გაიმართება. აღნიშნულ შეთანხმებამდე, ტრამპმა ჰარისთან დებატების სამჯერ გამართვის მზადყოფნა გამოთქვა. პრეზიდენტობის კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, დებატები აშშ-ის მთავარი ტელევიზიების ეთერში უნდა გამართულიყო: 4 სექტემბერს – Fox News-ზე, 10 სექტემბერს NBC-ზე, 24 სექტემბერს კი ABC-ზე.

მეტი...