,,ზუსტი გადაწყვეტილებები, ალბათ, ამ კვირაში იქნება” – გამყრელიძე NCDC-სა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დახმარების შეჩერებაზე

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC)და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ინფორმაციას ადასტურებს. ,,დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახლავთ სტრატეგიული დაწესებულება, მარტო ლუგარი ხომ არ არის, კი ლუგარი არის მოთავე ლაბორატორია NCDC-ს თორემ ამის გარეშე ქვეყანაში ამერიკელების დახმარებით შექმნილია ლაბორატორიული ზედამხედველობის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, მათ შორის 10 არის NCDC-ს და 12 არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ, ე.წ. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპით მუშაობს, ეს არის ცხოველთა, ადამიანთა და მცენარეთა ჯანმრთელობა, ეს არის ქვეყნის ბიოლოგიური უსაფრთხოების შემადგენელი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.…

მეტი...

,,ირანი ისრაელის 24-48 საათში თავს დაესხმება” – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება. The Times of Israel-ის ცნობით, ბლინკენი თავის კოლეგა მინისტრებს აშშ-ის მიერ რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილების მიზნით სიტუაციის დეესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე ესაუბრა. ვინაიდან აშშ მიიჩნევს, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე გასულ კვირას „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსნების და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გარდაუვალია, რეგიონული ომის თავიდან აცილების საუკეთესო ბერკეტად ირანზე ზეწოლის გაძლიერება სახელდება.

მეტი...

იანვარ-ივნისში ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი

2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში ხანძრის 5 985 ფაქტი დაფიქსირდა. ხანძარს ემსხვერპლა 21 ადამიანი, 122 კი დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ხანძრის შედეგად განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა. ხანძარს ემსხვერპლა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. გასული წლების განმავლობაში, ხანძრის მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა 79 ადამიანი, ყველაზე ნაკლები კი 2021 წელს – 45.

მეტი...

,,ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქროს მედალი ჩამომეტანა – მომავალში ვეცდები შედეგი გავაუმჯობესო” – ლაშა გურული

,,ჩემზე ძალიან არავის გაუხარდებოდა, რომ ოქრო ჩამომეტანა”, – ამის შესახებ მოკრივე ლაშა გურულმა ორთაბრძოლის შემდეგ განაცხადა. მან შეჯიბრების დროს მიღებულ დაზიანებებზე ისაუბრა, რის გამოც ოქროს მედლის მოპოვება გაუჭირდა. ასევე,  კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესთან ორთაბრძოლაზეც ისაუბრა. „შესაძლოა, პირველ შეხვედრაში რომ შევხვედროდი, სხვაგვარად დასრულებულიყო ბრძოლა. წინა მეტოქე ძალიან უხეში იყო სამივე რაუნდში. თავით გამიხეთქა ორივე წარბი, ტუჩები. ძალიან დაზიანებული ვიყავი. ცალკე სხვა ტრავმები, არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ორივე წარბი გახეული მაქვს, თვალიდანაც მხედველობა რთული იყო, მქონდა თავის ტკივილებიც, მაგრამ რაც შემეძლო მაქსიმუმი გავაკეთე. ეს არის სპორტი და შესაძლოა, ის…

მეტი...

„პეგასუსმა“ ყველა მგზავრი ბარგის გარეშე ჩამოიყვანა

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით, „პეგასუსის“ ავიახაზებმა, რომელმაც ფრენა თურქეთიდან თბილისის მიმართულებით გუშინ შეასრულა, ყველა მგზავრი ბარგის გარეშე დატოვა. რეისზე მყოფი ძირითადად უცხოელები, ამაოდ ელოდებოდნენ თავიანთ ბარგს აეროპორტში. ბოლოს კი გამოუცხადეს, რომ ბარგი არ ჩამოსულა. როგორც უცხოელი ტურისტები აცხადებენ, ეს არის კატასტროფა, როცა ქვეყანაში ჩამოდიხარ და ბარგის გარეშე რჩები. „მოგვცეს ფურცლები, სადაც წერია ტელეფონის ნომერი, სადაც დავრეკავთ და გვეტყვიან თუ რამე ინფორმაცია ექნებათ ჩვენს ბარგზე. ხედავთ რამდენი მგზავრია, რეისი მთლიანად სავსე იყო და და არც ერთი ბარგი არ ჩამოსულა. მსგავსი კომპანია ბაზარზე არ უნდა ოპერირებდეს. ჩამოვედით ტურისტულად და დავრჩით ყველაფრის გარეშე, არც პირადი…

მეტი...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. გრძელდება მოწმეთა გამოკითხვები. სახელისუფლებო გუნდისთვის, რეგიონსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული გასაკვირი არ არის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილია ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ღირსების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტი, რაც მას გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მკვლელობის მცდელობის ადრესატად აქცევს. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ქმედებების მიზანი…

მეტი...

,,თუ მტერი თავდასხმას გაბედავს, ჩვენ მათ დიდ ზიანს მივაყენებთ” – იოავ გალანტი

ირანის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის. „ჩვენ ძალიან ძლიერად ვართ მომზადებული თავდაცვისთვის ხმელეთზე და ჰაერში. მზად ვართ სწრაფად გადავიდეთ შეტევაზე ან ვუპასუხოთ. მტერს დიდ ზიანს მივაყენებთ, თუ ის ჩვენზე თავდასხმას გაბედავს“, – აღნიშნა იოავ გალანტმა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და ჰეზბოლასთან ერთად შურისძიების პირობას დებენ.

მეტი...

აჭარის პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1964 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ა.ბ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

მალი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

მალის გარდამავალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ მალიში ქვეყნის ჯარისკაცებზე შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმის უკან კიევი დგას. მალის მთავრობამ ღიად დაადანაშაულა უკრაინა აფრიკაში, კერძოდ, მალიში ტერორიზმის მხარდაჭერაში, ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების დარღვევაში. ცნობისთის, 27 ივლისს მალიში მოქმედმა ტუარეგების დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ალჟირის საზღვართან საბრძოლო მოქმედებების დროს მათ მალის ათეულობით ჯარისკაცი და რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 84 მებრძოლები მოკლეს. მოგვიანებით უკრაინის…

მეტი...

ბრიტანეთის მთავრობა ქვეყანაში არეულობის ფონზე საგანგებო სხდომას გამართავს – BBC

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე არეულობა იქნება განხილული. ბრიტანული ტელეარხის ცნობით, დაუნინგ სთრითზე მთავრობის სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე პოლიციისა და დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც პრემიერს მიმდინარე მოვლენების ანალიზს წარუდგენენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს აგრეთვე ზომებს, რომლის გატარებაც იგეგმება ქვეყნის ქუჩებში ძალადობის აღმოსაფხვრელად. ბრიტანეთის პრემიერმა თავის სატელევიზიო მიმართვაში უკვე აღნიშნა, რომ არეულობაში მონაწილე ყველა პირი „ინანებს“ იმას, რასაც სჩადის. შეგახსენებთ, რომ არეულობა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს…

მეტი...

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 51 ფაქტი – ამოღებულია 102 874 მ³ ხე-ტყე

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 51 ფაქტი გამოავლინდა. ,,ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 26 სამართალდარღვევა გამოვლინელია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 2 ფაქტი გამოვლენილია – ქვემო ქართლის, 2 – ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 2-სამეგრელო-ზემო სვანეთის, 1- მცხეთა-მთიანეთის, 5 – გურიისა და 5 – იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 102,874 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ამასთანავე, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, დაურეგისტრირებული სახერხი…

მეტი...

ბანგლადეშში აქციებზე შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 91 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგე სტუდენტებმა მოუწოდეს მოქალაქეებს დედაქალაქ დოჰაში მსვლელობაზე გამოსვლისკენ ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათის წინააღმდეგ, პრემიერმინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომაზე ზეწოლის მიზნით. პროტესტი ქვეყანაში გასულ თვეს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სტუდენტრუმა ჯგუფებმა მოითხოვეს საკამათო კვორების სისტემის გაუქმება სამთავრობო სამუშაოებზე. პროტესტი გადაიზარდა პრემიერის გადაყენების კამპანიაში, რომელმაც იანვარში ზედიზედ მეოთხე ვადა მოიპოვა ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებულ არჩევნებში. სულ მცირე 91 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა კვირას, როდესაც პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები ათიათასობით დემონსტრანტის დასაშლელად. კვირა საღამოდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დაწესდა, რკინიგზამ შეაჩერა მუშაობა. კვირას დაღუპულებს შორის სულ მცირე…

მეტი...

,,ეს დიდი წარმატებაა, თუმცა შეგვეძლო მეტი მედალი გქონოდა, რადგან ბიჭებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს” – ტატო გრიგალაშვილი

,,ეს დიდი წარმატებაა, თუმცა შეგვეძლო მეტი მედალი გქონოდა, რადგან ბიჭებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს”, – ამის შესახებ ვერცხლის მედლის მფლობელმა ტატო გრიგალაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ. „ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და კიდევ ველოდებით ოქროს მედლებს“, – აღნიშნა გრიგალაშვილმა.

მეტი...

,,თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ” – ლაშა ბექაური

,,თქვენთვის ყოველთვის ბოლომდე, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ”, – ამის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ. „მიყვარხართ გულში. დახვედრა იმაზე ათჯერ მაგარი იყო, ვიდრე ველოდი და დიდი მადლობა ყველას“, – აღნიშნა ბექაურმა. ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

მეტი...

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 5 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დედაქლაქში – თბილისში 5 აგვისტოს უმეტესად უნალექოდ ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 5 აგვისტოს დღის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 5 აგვისტოს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +28 +33 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს…

მეტი...

„განვითარების ახალი ფილოსოფია ყველა „ფრონტზე“ – სიმპოზიუმი პეკინში   

განვითარების ახალი ფილოსოფია ყველა „ფრონტზე“;   განვითარების ახალი პარადიგმის ჩამოყალიბება; მაღალი ხარისხის განვითარება;  რეფორმების გაღრმავება ჩინეთის მოდერნიზაციის ხელშეწყობისთვის; მაკრო რეგულირების გაძლიერება; ინოვაციებზე ორიენტირებული განვითარების გაღრმავება; შიდა მოთხოვნის პოტენციალის გამოყენება; ბიზნეს სუბიექტების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება;  სტაბილიზაცია  – ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია,  რომელიც ჩინეთის მთავარი პოლიტიკური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მასშტაბურ სიმპოზიუმზე განიხილა. სიმპოზიუმს თავად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი უძღვებოდა, რომელიც სიტყვით გამოვიდა და გარკვეულ მიმართულებებზე გააკეთა აქცენტი. საზოგადოების ნდობის ამაღლება, მდგრადი ეკონომიკური აღდგენის გაძლიერება, ადამიანების კეთილდღეობის ეფექტიანად უზრუნველყოფა და გაუმჯობესება, სოციალური სტაბილურობის შენარჩუნება და წლის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიზნების მტკიცედ შესრულება – …

მეტი...

რუსეთში, უკრაინის ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი იზოლატორში გარდაიცვალა

რუსეთში, უკრაინის ომის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი პაველ კუშნირი 39 წლის ასაკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო ავრცელებს. შემთხვევა რუსეთის ებრაული ავტონომიური ოლქის ქალაქ ბირობიჯაში მოხდა. რუსი აქტივისტი 39 წლის იყო. ის 27 ივლისს უკრაინის ომის გასაპროტესტებლად დაწყებული მშრალი შიმშილის შედეგად გარდაიცვალა. პაველ კუშნირი ფილარმონიაში მუშაობდა. მან გამოაქვეყნა წიგნი, სადაც გმობდა ომს. გარდა ამისა, მას ანტიფაშისტური ხასიათის YouTube არხიც ჰქონდა. კუშნირი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის კრიტიკისთვის დააკავეს. მისი დაკავების შესახებ პირველად სოციალურ ქსელ Вконтакте-ზე გვერდმა, სახელით „არატიპური ბირობიჯანი“ გამოაქვეყნა. გვერდის წევრების თქმით, კუშნირი მაისის ბოლოს ФСБ-მ დააკავა,…

მეტი...