მალი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

მალის გარდამავალმა მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ მალიში ქვეყნის ჯარისკაცებზე შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმის უკან კიევი დგას.

მალის მთავრობამ ღიად დაადანაშაულა უკრაინა აფრიკაში, კერძოდ, მალიში ტერორიზმის მხარდაჭერაში, ქვეყნის სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების დარღვევაში.

ცნობისთის, 27 ივლისს მალიში მოქმედმა ტუარეგების დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ალჟირის საზღვართან საბრძოლო მოქმედებების დროს მათ მალის ათეულობით ჯარისკაცი და რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 84 მებრძოლები მოკლეს. მოგვიანებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ტუარეგებმა ინფორმაცია „ვაგნერელების“ შესახებ კიევისგან მიიღეს.

მსგავსი თემები