დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და 9 ბურთი მოიგერია – ესპანური მედია

ესპანური გამოცემა MARCA ტურნირზე საქართველოს ნაკრების წარმატებით დებიუტზე წერს. „ესპანეთმა საქართველოს ნაკრები მერვედფინალში ანგარიშით 4:1 დაამარცხა, რითაც დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმატებული გამოსვლა. დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, მამარდაშვილმა კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა და 9 ბურთი მოიგერია. საქართველოსთან გაუშვა ესპანეთის ნაკრებმა პირველი გოლიც. აქამდე ესპანეთი კარს მშრალად ინახავდა“, – წერს MARCA.

მეტი...

ცემა და ღირსების შემლახველი მოპყრობა – კახეთში ახალგაზრდა კაცს მეზობლები გაუსწორდნენ

კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელა, ვიდეოში ჩანს, რომ დაზარალებულს ხელები შეკრული აქვს, მას ათამდე პირი შეურაცხყოფას აყენებს და სცემს. 35 წლის კაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. დაუდასტურებელი ვერსიით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა იყო. ნაცემი კაცის ახლობლები კი ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ბიზნეს ინტერესების გამო მოხდა. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.

მეტი...

,,თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს, დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მსოფლიოში” – EU-ის წარმომადგენლობა ნაკრებს

,,თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს, დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მსოფლიოში”, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. ,,გვეამაყება საქარათველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტი UEFA EURO 2024-ზე! თქვენ მოუტანეთ სიხარული და ღირსება საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივართა გულები მთელ მსოფლიოში. გმადლობთ შესანიშნავი ასპარეზისთვის”, – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით კი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.

მეტი...

,,მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის, გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში” – აშშ-ის საელჩო

,,მადლობა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის, გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში”, – წერს საქართველოში ამერიკის საელჩო. ,,ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში”, – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით კი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.

მეტი...

,,წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში” – შვედეთის საელჩო ნაკრებს

შვედეთის საელჩო მადლობას უხდის ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე “შესანიშნავი გამოსვლისთვის” და მომავალში წარმატებას უსურვებს: ,,შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. მადლობა ყველას ამ დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!”, – წერს საელჩო. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ამ მარცხით კი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს გამოეთიშა.

მეტი...

,,პატივისცემა საქართველოს ნაკრებს… თავები მაღლა!” – გერმანიის ელჩი

,,პატივისცემა საქართველოს ნაკრებს… თავები მაღლა!”, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი. გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. ,,პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა!”, – წერს ელჩი.

მეტი...

კობა კობალაძე ბათუმში შ.ს.ს. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, ქ.ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა, დღეის მოცემულობით,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კობა კობალაძემ მესაზღვრეებს აღუთქვა,რომ მათთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობებს განიხილავს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მეტი...

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ მორიგი საქველმოქმედო აქცია ბათუმში ჩაატარა

მიმდინარე წლის 29 – 30 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტთან ერთად, ბათუმში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, მორიგი, 23-ე უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში, მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საქველმოქმედო აქციით, ბათუმის მუნიციპალიტეტში ისარგებლა სამსახურის 163-მა ბენეფიციარმა, მათ შორის, 48 ოჯახის წევრმა. ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 326 ოპტიკური სათვალე და 11 გლუკომეტრი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო…

მეტი...

,,ისტორია დაიწერა, მადლობა ბიჭებს ამ ყველაფერისთვის” – პრემიერი

,,მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვნახეთ და პირადადაც გადავუხადეთ მადლობა, ზღაპარი გვაჩუქეს ამ დროის განმავლობაშ მთლიანად ხალხს და ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა მიანიჭეს თითოეულ ჩვენგანს, მადლობა ბიჭებს კიდევ ერთხელ ამ ყველაფერისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიოლნში, საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაიწერა იტორია, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. „პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ყველამ იცის, რომ ესპანეთი არის ევროპის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთ…

მეტი...

საქართველო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა. მატჩი ანგარიშით, მეტოქის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. მატჩის პირველ ტაიმში, ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი პირველი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე გავიდა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს.  

მეტი...

მოედანზე ბუდი ზივზივაძე გამოჩნდა

77-ე წუთზე საქათველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძე ბუდუ ზივზივაძემ შეცვალა. ამ დროითვის მეტოქის ნაკრები ლიდერობს. ანგარიში ამ დროისთვის ასეთია- საქართველო 1 :4 ესპანეთი.  

მეტი...