,,უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელი არის ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა” – ღუდუშაური

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის ნატოს სამიტში მონაწილეობა საქართველოს ალიანსისადმი ერთგულებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მორიგი დადასტურებაა. „უაღრესად პოზიტიური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია ნატოს სამიტზე ჩვენი ქვეყნის წარმოდგენა. ეს არის ერთი მხრივ მკაფიო სიგნალი, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ერთგულები ვართ იმ კურსისა, რომელიც არის ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვა და საბოლოო გაწევრიანება და მეორე მხრივ, ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ქვეყნის წევრობა“, – განაცხადა ღუდუშაურმა. ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას გუშინ შეხვდა, დღეს კი მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მეტი...

მთავრობა თბილისის სასულიერო აკადემიას 200 000 ლარს გამოუყოფს

მთავრობის 9 ივლისის განკარგულებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ფინანსური დახმარების სახით 200 000 ლარი გამოეყოფა. განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. განკარგულებაში აღმიშნულია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანხა ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან” უნდა გამოყოს.

მეტი...

დააკავეს კაცი, რომელმაც საჩხერეში სიძის მეგობარი მოკლა

დააკავეს კაცი, რომელმაც საჩხერეში სიძის მეგობარი მოკლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. მას ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი – 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა.…

მეტი...

როგორი ამინდი იქნება 14 ივლისამდე საქართველოში – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. დედაქალაქში – თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის…

მეტი...

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი 2 300 ლარით დააჯარიმა

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ 2 300 ლარით დააჯარიმა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე ეხება მაისში, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციას, რა დროსაც გრიგორიადისი პარლამენტთან დააკავეს. მას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. გრიგორიადისმა წინასწარი დაკავების იზოლატორი 16 მაისს დატოვა. მისი თქმით, დაკავების დროს სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და სცემდნენ. ომბუდსმენმა, რომელიც პატიმრებს შეხვდა ასევე თქვა, რომ გრიგორიადისი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა და აღენიშნებოდა ნაკაწრები.

მეტი...

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 30 წლის კაცი ქედაში მომხდარი დანაშაულისთვის გუშინ, 9 ივლისს დააკავეს.  

მეტი...

,,ტრამპი არჩევნებში თუ გაიმარჯვებს, მადლობა ბაიდენს უნდა გადაუხადოს” – ჯონ ბოლტონი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში თუკი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, მან მადლობა ჯო ბაიდენს და დემოკრატიულ პარტიას უნდა გადაუხადოს. „თუ ტრამპი ნოემბერში გაიმარჯვებს, მისი გამარჯვების საღამო უნდა დაიწყოს იმით, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს ჯო ბაიდენს და „დემოკრატიულ პარტიას“, – აცხადებს ბოლტონი. მანამდე, კი დონალდ ტრამპმა კონკურენტ ჯო ბაიდენზე საუბრისას თქვა, რომ მას ეგო აქვს და ის არ გამოეთიშება საპრეზიდენტო რბოლას.

მეტი...

რუსული კარატის კლუბი ,,ტორნადო” ბათუმში Z და V სიმბოლოებით შენიშნეს – რუსი ბლოგერი

რუსულენოვანი Telegram-არხის ავტორი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმში კარატის რუსული კლუბი ,,ტორნადო” Z და V ომის სიმბოლოებით შენიშნეს. მისი თქმით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ნახეს მოზარდების დიდი ჯგუფი ზრდასრულებთან ერთად აღნიშნული სიმბოლოებიანი მაისურებით. ,,საქართველოში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სიმბოლოების შეუსაბამობის შესახებ კომენტარებზე მოზარდების თანმხლებმა უფროსებმა აგრესიული პასუხები გასცეს და ამბობდნენ, როგორც გვინდა ისე დავდივართ, ეს თქვენი საქმე არ არის. პოლიციის გამოძახების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაიწყეს გამვლელების მუქარა, ისინი სასწრაფოდ წავიდნენ სასტუმროში”, – წერს ლევშიცი. ნიკოლაი ლევშიცი იხსენებს, რომ 2022 წელს საქართველოს პარლამნეტში ოპოზიციის ინიციატივა იყო უკრაინის ომში რუსეთის…

მეტი...

მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. როგორც მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქალაქო პანაშვიდი 12 ივლისს, 12:00 საათიდან, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი ქეთევან კიკნაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ირლანდიის მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეუძლიათ გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაში მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. „მემორანდუმით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიების, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E…

მეტი...

,,რუსეთი იმ ბავშვებს კლავს, რომელთა გატაცებაც ვერ შეძლო” – უკრაინის წარმომადგენელი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე

რუსეთის მიერ კიევის საავადმყოფოზე თავდასხმის გამო, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, უკრაინის წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთი, ომის დაწყებიდან, უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს აწარმოებს. სერგეი კისლიცას თქმით, რუსეთი იმ ბავშვებს კლავს, რომელთა გატაცებაც ვერ შეძლო. ჰუმანიტარული და გადაუდებელი დახმარების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯოის მსუიამ უშიშროების საბჭოს წევრებს უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგები გააცნო. გაეროში ევროკავშირის წარმომადგენელმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესია.

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა“ და საიტების საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ. საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები. მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის  მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის…

მეტი...

დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება

,,ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. ქართველ ხალხს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, უკეთ აღიქვას სინამდვილე, რომელიც ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებთან არის დაკავშირებული”, – განაცხადეს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა ჯგუფის წევრებმა. განცხადებაში ისინი განმარტავენ, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ. „საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც. განსაკუთრებით ბოლო ორი წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად,…

მეტი...

ევროკომისიამ ლიეტუვას 8,7 მლნ ევროს გამოყოფა შეუჩერა

ევროკომისიამ ლიეტუვისთვის, არასაკმარისად ამბიციური საგადასახადო რეფორმის გატარების მოტივით, 8,7 მლნ ევროს გამოყოფის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას სააგენტო Baltnews ავრცელებს. ლიეტუვას ფინანსთა მინისტრი გინტარე სკაისტე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მზადაა სასამართლოს მიმართოს. „ყველაფერი, რასაც დავპირდით, შევასრულეთ. არ მესმის, რატომ გაუჩნდა ევროკომისიას კითხვები“, – ციტირებს გამოცემა სკაისტეს. ევროკომისიის წარმომადგენელმა ლიეტუვაში მარიუს ვაშეგამ კი, ხელისუფლებას მიმართა, გააგრძელოს მოლაპარაკებები.

მეტი...

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთს 14,635 მილიონი უცხოელი მოგზაური ესტუმრა

„არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთმა მიიღო 14,635 მილიონი უცხოელი მოგზაური, რაც 152,7 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. მათ შორის ჩინეთში უვიზოდ შემოვიდა 8,542 მილიონი, რაც 190,1 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით“ – ასეთია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩინეთში ტურისტების მზარდ რაოდენობასთან დაკავშირებით. როგორც ჩინეთის საგარაო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი განმარტავს, ჩინეთი იღებს უფრო მეტ ზომებს საზღვარგარეთ მოგზაურობის გასაადვილებლად და  ჩინეთში „სასურველი მოგზაურობა“ რეალობად იქცევა. „ციფრები აჩვენებს, რომ უცხოელი ვიზიტორების 86 პროცენტისთვის  რომლებიც ადრე იმყოფებოდნენ ჩინეთში, დღეს ბევრად უფრო ადვილია ჩინეთში გადახდა. გადახდის კოდის სკანირება არის მეტი კომფორტი და…

მეტი...

რუსეთმა გაეროში კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმა უარყო

რუსეთი კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას უარყოფს. საგანგებო განცხადება გაეროში რუსეთის ელჩმა გააკეთა. ვასილი ნებეზნიას თქმით, საავადმყოფოს არა რუსული, არამედ უკრაინული რაკეტა მოხვდა, რომელიც უკრაინელებმა ნორვეგიის მიერ გადაცემული „ნასამსის“ საზენიტო სისტემით ისროლეს. მანამდე გაეროს უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფოს, დიდი ალბათობით, რუსული რაკეტა მოხვდა.

მეტი...

,,გადავწყვიტეთ, ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ” – ფიშერი

,,გადავწყვიტეთ, ამჟამად საქართველოსთან მიმართებაში ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, გერმანიიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არაა”, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა. ელჩი ესწრება საერთაშორისო კონფერენცაის ,,ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის”. ამავე ღონისძიებაზე გუშინ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად გაჩერებულია და რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი 30 მლნ ევრო გაყინა. ,,რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას ვაწარმოებთ. როგორც იცით, ჩვენ ძალიან ფართო და ღრმა ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვართ საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი…

მეტი...

რუსეთმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკულ ობიექტს დაარტყა – არის მსხვერპლი

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის ნიკოლაი ოლეშჩუკოს ინფორმაციით, ოთხშაბათს ღამით, რუსეთმა უკრაინას შეუტია 20 ,,შაჰიდის” დრონით, 4 მართვადი Kh-59/Kh-69-ს ტიპის რაკეტით და ერთი ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტით. უწყების ცნობით, 14 დრონი ჩამოაგდეს ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ვინიცისა და რივნეს რეგიონებში. რაკეტებით თავდასხმა იყო ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, სამმა Kh-59/Kh-69-მა და სამმა დრონმა “ვერ მიაღწია თავიანთ მიზნებს”, დასძინა ოლეშუკმა. მან არ დააკონკრეტა სად მოხვდა მეოთხე რაკეტა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოდესაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა პორტის ორი თანამშრომელი, დაიჭრა მეზღვაური, დაზიანდა სამოქალაქო გემი. კომპანია Ukrenergo-მ იტყობინება, რომ რივნეს რაიონში ღამით თავს…

მეტი...

„მოვუწოდებთ ნატოს გათავისუფლდეს ცივი ომის მენტალიტეტისგან“ – ჩინეთის პოზიცია  

„ნატო-ს ეგრეთ წოდებული უსაფრთხოება უფრო ხშირად აგებულია სხვების დაუცველობაზე და რასაც ის აკეთებს, მსოფლიოს და რეგიონებს უსაფრთხოების მაღალი რისკის ქვეშ აყენებს“ – ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ლინ ჯიანმა გააკეთა. ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც ნატოსთან დაკავშირებით დაუსვეს. კერძოდ კი, კითხვის შინაარსი შემდეგია:   ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში, ჩვენი უსაფრთხოება არ არის რეგიონალური, ის გლობალურია,  რომ მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან ინდო-წყნარ ოკეანეში. ნატო განიხილავს უკრაინაში თანამშრომლობას და სხვა საკითხებს ავსტრალიასთან, როკ-თან, იაპონიასთან და ახალ ზელანდიასთან, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, ირანს, DPRK-სა…

მეტი...

,,არ არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში ისეთი სახელმწიფო, სადაც უფრო გამჭვირვალე არის გენპროკურორის არჩევის პროცესი, ვიდრე საქართველოში” – მაჭარაშვილი

,,არ არსებობს ევროკავშირში ან მის ფარგლებს გარეთ, ცივილიზებულ ქვეყნებში ისეთი სახელმწიფო, სადაც უფრო გამჭვირვალე არის გენპროკურორის არჩევის პროცესი, ვიდრე საქართველოში”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. „საზოგადოებამ დაინახა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი, შეიტანა განცხადება საპროკურორო საბჭოში და საპროკურორო საბჭო შეარჩევს კანდიდატს, რომელიც წარედგინება პარლამენტს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა. საპროკურორო საბჭომ პროკურორობის 7 კანდიდატს უკვე მოუსმინა, დღეს კი ვაკანტურ პოზიციაზე ასარჩევად ბოლო კანდიდატს – პაატა შავაძეს გაესაუბრება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭო შერჩეულ ერთ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

მეტი...

,,ჩვენი თავსებადობა ნატოსთან არის ყველაზე მაღალი” – ირაკლი ქადაგიშვილი

ნატოს საიუბილეო სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ილია დარჩიაშვილის ვიზიტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა. მან საქართველოს ნატოს მისიებში კონტრიბუციაზე გააკეთა აქცენტი. „საიუბილეო თარიღია და, რა თქმა უნდა, საქართველოს მონაწილეობა თავისთავად განპირობებულია, იმიტომ რომ საქართველო იყო ის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ედგა მხარში ნატოს ყველა სამხედრო მისიას, ნატოს წევრ ქვეყნებზე უფრო მეტად. ჩვენი თავსებადობა ნატოსთან არის ყველაზე მაღალი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა. ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას გუშინ შეხვდა, დღეს კი მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს…

მეტი...

ახალი ზელანდია უკრაინას 16 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარის დახმარებას გაუწევს

ახალი ზელანდია უკრაინას 16 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარის (დაახლოებით 9,8 მილიონი აშშ დოლარი) დახმარებას გაუწევს. უკრაინის ელჩმა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ვასილი მიროშნიჩენკომ აღნიშნა, რომ 6 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარი (3,68 მილიონი აშშ დოლარი) არის სამხედრო დახმარებისთვის, ხოლო 10 მილიონი ახალი ზელანდიური დოლარი (6,12 მილიონი აშშ დოლარი) ჰუმანიტარული დახმარებას მოხმარდება. ,,გულწრფელად მადლობელი ვარ ახალი ზელანდიის მთავრობისა უკრაინის შემდეგი დახმარების პაკეტისთვის”, – დაწერა მან facebook-ზე. ელჩი წერს, რომ სამხედრო დახმარება მოიცავს 4 მილიონი NZD-ს (2.45 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას თვითმფრინავების კოალიციისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობენ დიდი ბრიტანეთი და ლატვია და 2 მილიონი NZD…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა” – ფიშერი

,,საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა”, – აცხადებს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი. ,,დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. აქ არის გერმანიის პარლამენტის სამი წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის, რადგან საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში, გაწევრიანების პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა,…

მეტი...

,,NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ” – ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. მისი თქმით, NATO-ს სამიტი უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე კიდევ უფრო გააძლიერებს. ,,ბოლო კვირებსა და თვეებში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ”, – განაცხადა ბლინკენმა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაზე და განაცხადა, რომ მომხდარმა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის აუცილებლობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

მეტი...

იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 30 და 33 წლის ქართველები სან-კონკორდიოს სადგურისა და ლუკას რადიომობილების განყოფილების წარმომადგენლებმა დააკავეს. ცნობილია, რომ მათ ორი სხვადასხვა მაღაზია გატეხეს, პირველი შემთხვევა 11:30 საათზე მოხდა. სუპერმარკეტის დაცვამ 30 წლის კაცი გააჩერა, რომელიც სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა, მას ზურგჩანთში 600 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია ეწყო. მეორე შემთხვევა კი მოგვიანებით, 14:45 საათზე მოხდა. 33 წლის ქართველ კაცს მაისურის ქვეშ დამალული ჰქონდა ორი შეკვრა უკაბელო ყურსასმენი და 8 შეკვრა Oral-B კბილის ჯაგრისი, ჯამში კი მათი ღირებულება დაახლოებით 300 ევრო იყო. კარაბინიერებმა ისინი თავდაპირველად დროებითი მოთავსების იზლატორში…

მეტი...

კიევში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა – ბოლო მონაცემებით, რუსეთის თავდასხმას 33 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის დედაქალაქ კიევში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. უკრაინის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, 8 ივლისს, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია. დაშავდა 121 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი. შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. კიევში რაკეტა მოხვდა ქვეყნის უდიდეს ბავშვთა საავადმყოფოს, ასევე კერძო კლინიკასა და საცხოვრებელ კორპუსებს. ბავშვა კკლინიკაში ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი ექიმი იყო, შევჩენკოს რაიონში მდებარე ერთ-ერთ სახლში თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. შევჩენკოს რაიონში სამრეწველო ობიექტში 2 ადამიანი. სოლომენსკის რაიონში ბიზნეს ცენტრი დაზიანდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. დნეპრის…

მეტი...

აშშ და კიდევ 4 ქვეყანა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მიაწვდიან

შეერთებული შტატები, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი აცხადებენ, რომ კიევს დამატებით ხუთ საჰაერო თავდაცვის სისტემას, მათ შორის პატრიოტის სარაკეტო ბატარეებს და პატრიოტის კომპონენტებს გადასცემენ. ,,ჩვენ ვაპირებთ უკრაინას მივაწოდოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. მათ შორის რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე”, – ნათქვამია ვაშინგტონში ნატოს სამიტის გახსნაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. გეგმის მიხედვით, კიევი მიიღებს ოთხ ,,პატრიოტის” სისტემას შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან, ამ სისტემების კომპონენტებს ჰოლანდიიდან და სხვა პარტნიორებისგან, ასევე ერთ SAMP/T სისტემას, რომელსაც იტალია გადასცემს. ასევე, ერთობლივ განცხადებაში…

მეტი...

,,უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღუთქვა, საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩათვლით, როცა ის მიესალმა ნატოს წევრ ქვეყნებს ვაშინგტონის სამიტზე ორგანიზაციის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ნატო ახლა არის უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ,,პუტინს არაფერი ნაკლები, არაფერი ნაკლები არ სურს, ვიდრე უკრაინის სრული დამორჩილება… და უკრაინის რუკიდან წაშლა. უკრაინას შეუძლია და შეაჩერებს პუტინს”, – თქვა ბაიდენმა. ნატოს სამიტის მთავარი თემა სწორედ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება იქნება. ბაიდენი და გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და რუმინეთის ლიდერები დაჰპირდნენ უკრაინას დამატებით ხუთ ,,პატრიოტს” და სხვა სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემას. სხვა მოკავშირეები,…

მეტი...