რუსული კარატის კლუბი ,,ტორნადო” ბათუმში Z და V სიმბოლოებით შენიშნეს – რუსი ბლოგერი

რუსულენოვანი Telegram-არხის ავტორი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმში კარატის რუსული კლუბი ,,ტორნადო” Z და V ომის სიმბოლოებით შენიშნეს.

მისი თქმით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ნახეს მოზარდების დიდი ჯგუფი ზრდასრულებთან ერთად აღნიშნული სიმბოლოებიანი მაისურებით.

,,საქართველოში უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის სიმბოლოების შეუსაბამობის შესახებ კომენტარებზე მოზარდების თანმხლებმა უფროსებმა აგრესიული პასუხები გასცეს და ამბობდნენ, როგორც გვინდა ისე დავდივართ, ეს თქვენი საქმე არ არის. პოლიციის გამოძახების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დაიწყეს გამვლელების მუქარა, ისინი სასწრაფოდ წავიდნენ სასტუმროში”, – წერს ლევშიცი.

ნიკოლაი ლევშიცი იხსენებს, რომ 2022 წელს საქართველოს პარლამნეტში ოპოზიციის ინიციატივა იყო უკრაინის ომში რუსეთის მიერ გამოყენებული სიმბოლოების, მათ შორის Z-ს, V-სა და გეორგიევსკის ბაფთის აკრძალვა, თუმცა კანონპროექტი კენჭისყრაზე არ გასულა.

მსგავსი თემები