,,NATO-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ” – ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. მისი თქმით, NATO-ს სამიტი უკრაინის კავშირებს ალიანსში გაწევრიანების გზაზე კიდევ უფრო გააძლიერებს.

,,ბოლო კვირებსა და თვეებში ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ და სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ძალიან ძლიერ პაკეტს ნახავთ”, – განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმაზე და განაცხადა, რომ მომხდარმა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების მხარდაჭერის აუცილებლობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

მსგავსი თემები