,,ჩვენი თავსებადობა ნატოსთან არის ყველაზე მაღალი” – ირაკლი ქადაგიშვილი

ნატოს საიუბილეო სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ილია დარჩიაშვილის ვიზიტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა. მან საქართველოს ნატოს მისიებში კონტრიბუციაზე გააკეთა აქცენტი.

„საიუბილეო თარიღია და, რა თქმა უნდა, საქართველოს მონაწილეობა თავისთავად განპირობებულია, იმიტომ რომ საქართველო იყო ის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად ედგა მხარში ნატოს ყველა სამხედრო მისიას, ნატოს წევრ ქვეყნებზე უფრო მეტად. ჩვენი თავსებადობა ნატოსთან არის ყველაზე მაღალი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ილია დარჩიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას გუშინ შეხვდა, დღეს კი მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მსგავსი თემები