“ორივე სტრუქტურას, სუს-სა და შსს-ს შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ახლა ორ სტრუქტურასთან, შსს-სა და სუს-თან მოუწევს შებრძოლება.

„არც მე, არც ჩემს მოდგმას ციხე არ შეგვაშინებს. მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი, მძინარე საწოლში და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკლეს შვილი. თურმე, მორის მაჩალიკაშვილისთვის დაურეკავთ, ბიძაშენმა კარავი თუ გაშალა, თქვენ დაგიჭერთო. ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო – შსს-ს, ნაბიჭვარ, ნაძირალა, გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს,“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მორის მაჩალიკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მისი ბებია, ელენე მაჩალიკაშვილიც გამოეხმაურა.

“ჩამიცხრილეს ერთადერთი შვილიშვილი, ახლა მეორე შვილზე გადავიდნენ, რომ მეორეც დაღუპონ, ხალხო მიშველეთ,“ – განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი.

მსგავსი თემები