იტალიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 30 და 33 წლის ქართველები სან-კონკორდიოს სადგურისა და ლუკას რადიომობილების განყოფილების წარმომადგენლებმა დააკავეს.

ცნობილია, რომ მათ ორი სხვადასხვა მაღაზია გატეხეს, პირველი შემთხვევა 11:30 საათზე მოხდა. სუპერმარკეტის დაცვამ 30 წლის კაცი გააჩერა, რომელიც სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდა, მას ზურგჩანთში 600 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქცია ეწყო.

მეორე შემთხვევა კი მოგვიანებით, 14:45 საათზე მოხდა. 33 წლის ქართველ კაცს მაისურის ქვეშ დამალული ჰქონდა ორი შეკვრა უკაბელო ყურსასმენი და 8 შეკვრა Oral-B კბილის ჯაგრისი, ჯამში კი მათი ღირებულება დაახლოებით 300 ევრო იყო.

კარაბინიერებმა ისინი თავდაპირველად დროებითი მოთავსების იზლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სასამართლომ მათი დაპატიმრების ნებართვა გასცა.

მსგავსი თემები