უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით საბორნე მიმოსვლის აღდგენას აპირებს. განრიგის მიხედვით, პირველი რეისი ჩერნომორსკიდან 2 ივლისს იგეგმება, მგზავრობის დრო კი დაახლოებით 60 საათია. ბორანზე ჯამში 250 მგზავრისთვისაა ადგილი.ბორნის სიგრძე 190 მეტრი, ხოლო სიგანე 28 მეტრია. ,,ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად შეიძლება განთავსდეს 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონი და 50 მძიმე სატვირთო მანქანა”, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინა ამჟამად აზერბაიჯანიდან უკრაინაში საბორნე მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.

მეტი...

დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს

პრაღაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ბენზინგასამართ სადგურზე მყოფებს დაესხა თავს. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ერთ მათგანს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

სავალუტო ჯიხურში მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა – ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული გ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მყოფ მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ გ.მ. ბრალდებულის სახით დააკავა”, – აღნიშნულია განცხადებაში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტრებს. არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

მეტი...

დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის მიერ გატაცებულ მოზარდს ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ

მოზარდს, რომელიც დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა წაიღო, ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მყვინთავები, წყლის საშუალებები, გამოიყენებენ დრონებსაც. შეგახსენებთ, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში მდინარის დინებამ რვა წლის მოზარდი გუშინ, შუადღისას გაიტაცა. დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

მეტი...

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სახლისკენ მიმავალ ქალს თავს 32 წლის კაცი დაესხა. იმ დროს, როცა ქალი საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში ჩავიდა, თან გაჰყვა და გააუპატიურა, შემდეგ კი ცემითაც დაემუქრა. გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა სავარაუდო თავდამსხმელი, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო. სასამართლო ხელისუფლებამ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნით ეჭვმიტანილის დაკავება დაადასტურა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე 21, 22 და 23 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში, 21, 22 და 23 ივნისს ფესტივალი Tbilisi Open Air 2024 გაიმართება, ღონისძიების გამო სამივე დღეს ლისის ტბის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 10:00 საათიდან მომდევნო დღის 01:00 საათამდე იმოქმედებს, დანარჩენ პერიოდში კი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. ,,დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ლეო კვაჭაძისა და ბარბარე ყიფიანის ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით, კეჭაყმაძის ქუჩიდან ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩებისკენ მიმავალი მძღოლები კი, გადაადგილდებიან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, მოძრაობას დადგემილი სქემით გააგრძელებენ”,…

მეტი...

,,გვახსოვდეს გავრილოვის ღამე!” – თბილისსა და ბათუმში, დღეს აქცია გაიმართება

,,გვახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!”. ამ სახელწოდებით, დღეს, 20 ივნისს, თბილისსა და ბათუმში 19:00 საათზე აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მოძრაობა დაფიონია. აქცია თბილისში პარლამენტის წინ, ბათუმში კი ევროპის მოედანზე ჩატარდება. ,,ვფიქრობთ, რომ 20 ივნისს მოღალატე ხელისუფლებას უნდა შევახსენოთ თავი, რომ ჩვენ აქ ვართ და არ ვეგუებით საქართველოს რუსიფიკაციას. 2019 წლის 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პირველად უღალატა მასშტაბურად ქართველ ხალხს და გავრილოვი ჩასვა თავჯდომარის სავარძელში, შემდგომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და ახალგაზრდებს თვალები დათხარა… (“ქართული ოცნება” მოსვლის დღიდან ღალატობს ქართულ ევროვნულ იდეებს) 20 ივნისი, 19:00, პარლამენტის წინ,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის რამდენიმე ოლქში დრონებით თავდასხმა იყო, ხანძარი გაჩნდა ნავთობის ბაზებზე

რუსეთში ღამით დრონებით თავდასხმა იყო რამდენიმე ოლქში. უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა იყო კრასნოდარის მხარეში, აფიპსკის რაიონში. ,,ტელეგრამ არხებმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხანძარი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რასაც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო უარყოფს. რეგიონის გუბერნატორი ამბობს, რომ დრონით თავდასხმა იყო ქალაქ სლავიანსკი-კუბანზე, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი კერძო სახლს დაეცა და ქალი დაიღუპა. ტამბოვის ოლქის გუბერნატორმა მაქსიმ ეგოროვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რასკაზოვსკის რაიონში პლატონოვსკაიას ნავთობის ბაზაზე, სადაც ავზს ცეცხლი გაუჩნდა. გუბერნატორის თქმით, ეს მოხდა ,,სავარაუდოდ უპილოტო საფრენი აპარატის გამო”. ეგოროვმა ასევე დაწერა, რომ დილით პერვომაისკის მუნიციპალურ ოლქში კიდევ ერთი თვითმფრინავის “ნარჩენები” აღმოაჩინეს.…

მეტი...

კარა-მურზას სასჯელი გაუმკაცრეს და 6 თვით საკნის ტიპის ოთახში გაგზავნეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა 6 თვით საკნის ტიპის ოთახში გაგზავნეს. ინფორმაციას კარა-მურზას ყოფილი ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი ავრცელებს. მისი თქმით, ოპოზიციონერისთვის დამატებითი სასჯელის დაწესების ფორმალურ მიზეზად ის დაასახელეს, რომ პატიმარს რამდენიმე წამის განმავლობაში ხელები ზურგს უკან არ ეჭირა, როცა მათი აზრით ის ასე უნდა მოქცეულიყო. ადვოკატი აღნიშნავს, რომ კარა-მურზასთვის სასჯელის ეს პირობები მტანჯველია და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით, ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ. გაცნობებთ, რომ პოლიტიკოსი კარა-მურზა 25 წლიან სასჯელს სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით იხდის.

მეტი...

თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ

თბილისში პროფესორ გიორგი გახელაძეს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ის გუშინ დილით გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა, გათიშულია მისი მობილური ტელეფონი. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია. კაცს ღია ცისფერი ფერის პერანგი და მუქი შარვალი აცვია, თან აქვს ზურგჩანთა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ – 599311090 ,,არ მჯერა, რომ ამას ვწერ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს! გიორგი გუშინ დილით გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. ტელეფონი გათიშულია. ვერ ვპოულობთ ვერსად, არ უნახავს არავის. პოლიციაში განვაცხადეთ და ეძებენ. გთხოვთ, თუ ვინმეს გუშინ გქონდათ მასთან კომუნიკაცია, ან სატელეფონო, ან ნახეთ, მომწერეთ. უცნობებისთვის ვწერ – გიორგი გახელაძე,…

მეტი...

გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები – ,,მანდალა” მოქალაქეებს აფრთხილებს

ორგანიზაცია ,,მანდალა” მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ გასულ თვეში გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები. ორგანიზაციის თქმით, უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ რას მოიხმარდნენ. ,,გასულ თვეს საგრძნობად გახშირდა ე.წ. ,,ქუჩის მეტადონით” ზედოზირების შემთხვევები, რის გამოც გვინდა მოგიწოდოთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ! უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ: ქუჩის მეტადონი თეთრი კრისტალური ფორმისაა და ვიზუალურად ბევრ სხვა ნივთიერებას ჰგავს, რის გამოც მარტივია შეცდომაში შესვლა და მისი გაუაზრებლად მიღება. ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, სინამდვილეში მეტადონი ძლიერი ოპიოიდია, რომლის არამომხმარებლის ორგანიზმში შეღწევამ მაღალი რისკია გამოიწვიოს ზედოზირებით სიკვდილი! Რჩევები: ყოველთვის თან იქონიეთ ნალოქსონი (იგივე ნარკანი) რომელსაც ოპიოიდური ზედოზირებისას…

მეტი...

,,კანალიზაცია არის ჩაკირული, ვერ იწმინდება, იტბორება კორპუსების სარდაფები” – ხომლელის ქუჩის მოსახლეობა

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩის მცხოვრებლებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. მიზეზი საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა. მოსახლეობა ამბობს, რომ ერთი ქსელით ახალა 5 კორპუსი და საბავშვო ბაღის შენობა სარგებლობს, რასაც მილი ვეღარ ატარებს, ჭიდან ამოსული წყალი კი კორპუსების სარდაფებს ტბორავს. ხომლელის ქუჩის მცხოვრებლები ყვებიან, რომ დახმარებისთვის მერიას და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” 2 თვის განმავლობაში არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ,,ცენტრალური კანალიზაცია არის ჩაკირული, ვერ იწმინდება, ძველი ორი კორპუსი იყო მარტო ერთ ქსელზე, დაემატა სამი ახალი კორპუსი და საბავშვო ბაღი, ვეღარ “ქაჩავს” იმ ვიწრო მილს, ვეღარ გადის ამ სადინარში. მეორე თვეა ეს პრობლემა გვაქვს,…

მეტი...

,,კანცელარიასთან მილიონი კამერაა, ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ამოიღეს, დაზარალებულად არ მცნეს” – ელისაშვილი

,,მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, 18 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე სამართალდამცავებმა სცემეს. მისი თქმით, 2 თვის შემდეგაც კი არავისთვის წარუდგენიათ ბრალი და კამერების ჩანაწერებიც არ ამოუღიათ. ,,არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს, არანაირი, თავს იგდებენ და იშტერებენ, რომ ვითომ რამეს აკეთებენ. სახელმწიფო კანცელარიასთან მოხდა ეს ამბავი, როცა ათეულობით პოლიციელი დამესია, სახელმწიფო კანცელარია ყველაზე დაცული შენობაა საქართველოში, მილიონი კამერაა გარშემო და ვერც ერთი ჩანაწერი ვერ ამოიღეს, აი წარმოგიდგენიათ?! ვერ გაარკვიეს ვინ მირტყამდა, ბრალი არავისთვის წარუდგენიათ, დაზარალებულადაც კი არ მცნეს, ვინმე რომ დააკავეს და გამოავლინეს ხომ ზღაპარია”, – ამბობს ელისაშვილი. ასევე, 11 ივნისს თავს დაესხნენ…

მეტი...

,,იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ” – თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იპოდრომის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გახდება შესაძლებელი. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა ,,იპოდრომი უბეტონო მხარე” იყო, რომელიც ამბობს, რომ ტყეში ცათამბჯენების აშენებას არ დაუშვებს. ,,გადავწყვიტეთ საკრებულოსთან შევკრებილიყავით, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო, ჩვენი აზრის სრული იგნორირებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეხვედრებზე ვთხოვდით რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიეღოთ ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე, სრულიად უჩუმრად, ისე, რომ არც შეგვატყობინეს, გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ გვპირდებოდნენ განხილვას ჩვენ გარეშე არ ჩაატარებდნენ. ვითხოვთ დაგვიბრუნონ სარეკრეაციო ზონის სტატუსი და იპოდრომმა შეინარჩუნოს…

მეტი...

„საჯაროდ გამოჩენის შემდეგ ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“- მედია

გამოცემა „ფეიჯ სიქსი“ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ პრინცესას ჯანმრთელობის მდგომარეობა, საჯარო გამოსვლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა. ქეით მიდლტონი თავს სუსტად გრძნობს და ახლა ენერგიის აღდგენაზე არის ორიენტირებული. მიდლტონი ექვსი თვის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. პრინცესა, რამდენიმე დღის წინ  მეფე ჩარლზ III-ის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ეს იყო უელსის პრინცესას პირველი საჯარო გამოსვლა მას შედეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის.

მეტი...

 „უკრაინა და ევროკავშირი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას უახლოეს მომავალში ხელს მოაწერენ“- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების დოკუმენტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასკვნითი რაუნდი გამართეს. მხარეები დოკუმენტზე ხელმოწერას უახლოეს მომავალში გეგმავენ. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინისა და ევროკავშირის მოლაპარაკების გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების დოკუმენტის ტექსტის შეთანხმება და გადაწყვიტეს, რომ მას უახლოეს მომავალში მოაწერენ ხელს“ – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის აპარატის განცხადებაში. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას ჰპირდება.

მეტი...

ქართული ფარიკაობის ლეგენდა, გურამ კოსტავა გარდაიცვალა

ქართული ფარიკაობის ლეგენდა, დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კოსტავა იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1961, 1963), ორგზის მეორე (1959,1966) და ორგზის მესამე ადგილის პრიზიორი (1963, 1965). 1960 წელს, რომის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა მესამე ადგილის პრიზიორი გუნდურ ასპარეზობაში, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მესამე ადგილის პრიზიორი პირად ჩათვლაში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად ჩათვლაში (1961), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1960). მიღებული აქვს სპორტის რაინდის წოდება (2016).  

მეტი...

“იპოდრომის ტერიტორიაზე 77 სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება- აქციის მონაწილე

მოქალქეები,რომლებმაც თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს, ამბობენ რომ იპოდრომის ტერიტორიაზე 77 სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. მათი თქმით, ქალაქში ერთადერთ ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ. „როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანია, საკრებულოს მოვთხოვოთ თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ერთადერთ ტყეს, რომელიც შემორჩენილია ქალაქში და სამშენებლოდ გაამზადონ” – განაცხადა აქციის  ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. აქციის მონაწილეები სამართებლივ დავასაც არ გამორიცხავენ.   თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

მეტი...

“იმის მიუხედავად, რომ დავმარცხდით, გამოვავლინეთ ხასიათი“- გიორგი გველესიანი

“იმის მიუხედავად, რომ დავმარცხდით, გამოვავლინეთ ხასიათი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დეფიციტში იყო. ეს ხასიათი ნამდვილად კარგი მაგალითია მომავალი თაობებისთვის“- ამბობს თურქეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი გველესიანი. ფეხბურთელის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები არავისთვის არ არის ხელწამოსაკრავი. „ეს ხასიათი ნამდვილად კარგი მაგალითია მომავალი თაობებისთვის. დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები არავისთვის არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები, რაც გუშინდელმა თამაშმა დაამტკიცა”- განაცხადა გიორგი გველესიანმა.   ‘შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა”- ქვილითაია

მეტი...

თბილისის საკრებულოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან იპოდრომის ტყის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ მათ აინტერესებთ, თუ რა მიზეზის გამო შეიძლება მოეხსნას სარეკრეაციო ზონის სტატუსი იპოდრომის ტყეს. “დიდი ხანია ვაპროტესტებთ იმ სამუშაოებს, რაც იპოდრომზე მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი არის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მიიღო საკრებულომ, რაც იპოდრომის ტყის ზონალურ ცვლილებას შეეხებოდა – იპოდრომის ტყეს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოუხსნეს და ეს ტერიტორია გაამზადეს სამშენებლოდ. როგორც ცნობილია, ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს დიდი კომპლექსი, ერთ-ერთი მათგანი იქნება, დაახლოებით 77-სართულიანი“- ამბობს აქციის მონაწილე.

მეტი...

კატის მკვლელობის გამო საბერძნეთში ქართველი დააკავეს

სამართალდამცავებმა  სალონიკში, კატის მკვლელობის ბრალდებით 33 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 33 წლის კაცის წინააღმდეგ ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც კაცის ადგილობრივმა უჩივლა.

მეტი...

„რუსეთში არსებული დასავლური აქტივების ნაწილი, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომის სახით იყოს გამოყენებული“- ზახაროვა

„რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური აქტივების და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, შესაძლოა, საპასუხო ზომად იყოს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსულ აქტივებს გამოიყენებს“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. ზახაროვა ამბობს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა. „ჩვენს ქვეყანაში დასავლური აქტივები და ქონებაა, რომელიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. ეს ყველაფერი, შესაძლოა, დაექვემდებაროს რუსეთის საპასუხო პოლიტიკას და საპასუხო ქმედებებს. რა თქმა უნდა, არავინ გაგიმხელთ ამ საპასუხო ქმედებების დეტალებს. მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა“- განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს. „დიდ შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები გასულ კვირას იტალიაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ დასავლეთში…

მეტი...

“შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა”- ქვილითაია

 საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია თურქეთთან გამართული თამაშით კმაყოფილია, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფიდან გასასვლელად მოგება არის საჭირო. ქვილითაიას თქმით, ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი დადებითად შეფასდა. „აქ არ ვართ ტურისტებად, გვინდა შედეგი დავდოთ და შედეგი იქნება ჯგუფიდან გასვლა. თუ ჯგუფიდან გასვლა გვინდა თამაში უნდა მოვიგოთ. ბედნიერები ვართ, რომ ქართველი გულშემატკივარი ბოლომდე იხარჯება ჩვენ გამო და ჩვენც აუცილებლად იგივეს შემოგთავაზებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. პირველად ვითამაშეთ, ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის, იმის ფონზე რომ დებიუტანტები ვიყავით და აფასებენ ჩვენს თამაშს გამორჩეულ თამაშად“- გიორგი ქვილითაია

მეტი...

ათენში ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია

საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდაპირველად ხანძარი დილის საათებში სამ დასახლებულ პუნქტთან გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს. ნაქსოსში დაუდევრობით ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს. ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტწის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია და რამდენიმე ეზო მოიცვა. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.  

მეტი...

სოფელ წიწამურთან მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს. წიწამურთან მილსადენი სამი დღის წინ დაზიანდა, რის გამოც დედაქალაქის ნაწილს წყალი სპეციალური გრაფიკით მიეწოდება. დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, მილის შეკეთება რამდენიმე დღეს გასტანს და მის სრულად აღდგენას კიდევ 6 დღე სჭირდება.  

მეტი...

წალენჯიხის მერის მოადგილეს სახლში დრონით უთვალთვალებდნენ, მან კი მოულოდნელობისგან დრონს წყალი შეასხა

წალენჯიხის მერის მოადგილე აცხადებს, რომ სახლში, სადაც ის ცხოვრობს, დრონით უთვალთვალებდნენ. დრონი ყვავილების მორწყვისას დააფიქსირა და მოულოდნელობისგან უცებ წყალი შეასხა. „რამდენიმე წუთის წინ, ბელეტაჟიანი სახლის აივანზე წყალს ვუსხამდი ყვავილს, როდესაც ზევიდან სწორხაზოვნად დრონი ჩამოფრინდა და ზუსტად ჩემს წინ გაჩერდა. მოულოდნელობისგან მხოლოდ ის მოვახერხე, რომ წყალი შევასხი, ის მყისიერად ზევით აფრინდა და სახლის უკან გაუჩინარდა. მშვიდობაა?? სახლის ტერიტორიაზე, რომელიც ჩემს პირად სივრცეს წარმოადგენს რას იღებთ ან რას იგებთ! ან საერთოდ რა ხდება“ – კითხულობს თამარ ბელქანია. როგორც ის ამბობს, მოულოდნელობისგან დაიბნა, თუმცა უკეთესი იქნებოდა წყლის ავზი ესროლა, დრონი ჩამოეგდო და მეხსიერების ბარათი ამოეცალა.…

მეტი...

ტიბეტელები

ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რეგიონია. ტიბეტელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს ჩინეთის პროვინციებში განსუში, ცინგჰაიში, სიჩუანსა და იუნანში. ტიბეტის ოფიციალური ენებია ტიბეტური და მანდარინი, თუმცა, ჩვეულებრივ საუბრობენ ჩინურად. ტიბეტელების ძირითადი შემოსავლის წყაროა ხელნაკეთი ნივთების დამზადება და ტურიზმი. მაგალითად, ხალიჩების ქარხნიდან, რომელიც დედაქალაქ ლასაში მდებარეობს,  ხალიჩები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ აზიაშიც იყიდება. ტიბეტელები რელიგიური ხალხია და ეს კარად ჩანს ტაძრებში. მიდიან ე.წ. ძღვენითა და შესაწირით. ტიბეტელები, ძირითადად, რელიგიიდან გამომდინარე, სასმელს არ სვამენ. უფრო მეტად კი  ლუდის მსგავს სასმელს. დადგენილია, რომ ტიბეტელების ცხოვრების  საშუალო ხანგრძლივობა 72 წელია. რაც შეეხება ტიბეტელების ჩაცმულობას, ტრადიციულ ტიბეტურ სამოსს…

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი სასოწარკვეთილების ნიშანია” – ენტონი ბლინკენი

რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დაახლოების მცდელობის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი არის სასოწარკვეთილების ნიშანი, რათა გააძლიეროს ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ომს უკრაინაში. ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას აწვდის რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად. ჩვენს შეშფოთებას იწვევს ირანისა და ჩინეთის ფაქტორებიც, ძალიან ვართ შეშფოთებული ჩინეთის გამო, არა შეიარაღების მიწოდების კუთხით, არამედ იმით, რომ აწვდიან რუსეთს იმას, რაც კრემლს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზების შენარჩუნებისთვის სჭირდება, რათა თავად აწარმოოს უფრო მეტი ტანკი, იარაღი…

მეტი...

რატომ ეცვა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელს სხვადასხვა ნომრით შორტი და მაისური

თურქეთი – საქართველოს მატჩში მაისურისა და შორტის ნომრის ცვლილების გამო სამეთ აკაიდინსა და თურქეთის ნაკრებს არანაირი დისციპლინარული სასჯელი არ ემუქრებათ. GEO TEAM-ის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო დამძიმებული შორტი ფეხბურთელმა შესვენებაზე უეფას დელეგატის თანხმობის შემდეგ გამოიცვალა.

მეტი...

გიორგი ქოჩორაშვილი მიმართვას ავრცელებს

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველო-თურქეთის მატჩზე წერს: „ვეცადეთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ. ახლა ყველაზე მთავარია, შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის. მადლობა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის მსოფლიოს ყველა წერტილიდან”, – წერს ქოჩორაშვილი.

მეტი...

ვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი სადებიუტო შეხვედრა გამართა. თამაშში გოლი გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე გაიტანა. საქართველო-თურქეთის მატჩი 3:1 დასრულდა. თამაში დორტმუნდში მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ქართველი გულშემატკივარი, თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა. მისი მეუღლე, ხათუნა დარჯანია, წერს, რომ კარგად არიან. „არ ინერვიულოთ კარგად ვართ“, – წერს მეუღლე.

მეტი...

,,სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 5,2%-ით გაიზარდა” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად დასახელებულია ბავშვთა სიღარიბე: ,,ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშის მოკლე მიმოხილვაში. ამავე ანგარიშით, პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე…

მეტი...

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში საუბარია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობასა და არაფორმალური მმართველობაზე, ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარერობაზე: ,,წლებია გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები; დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი…

მეტი...

,,ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე” – დავით მათიკაშვილი

,,ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. „ოპოზიციის დამოკიდებულება ასახავს მათ რეალურ სულისკვეთებას. ისინი არა თუ არ ემხრობიან ამ პროპაგანდის წინააღმდეგ არსებულ საკანონმდებლო სივრცეს, ისინი მას მხარს უჭერენ. აუცილებლად შესაბამის პასუხს, განაჩენს ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მეტი...

105 წლის ამერიკელმა სტენფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიიღო

105 წლის ამერიკელმა ვირჯინია ჰისლოპმა განათლების სფეროში მაგისტრის წოდება მიიღო. NBC ცნობით, ვირჯინიამ სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლა 1936 წელს დაიწყო. მან წარმატებით დაამთავრა ბაკალავრიატი და მაგისტრატურაში ჩააბარა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი საქმრო მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს, ქალმა უნივერსიტეტში სიარული შეწყვიტა. ვირჯინია განმარტავს, რომ სამაგისტრო ნაშრომი უკვე დასრულებული ჰქონდა და მხოლოდ მისი ფინალური ვერსია უნდა წარედგინა. მაგრამ ქალი გათხოვდა და თაფლობის თვის გატარება ოკლაჰომაში გადაწყვიტა, სადაც მისი მეუღლე ჯორჯი მსახურობდა. ომის შემდეგ ვირჯინია ქმართან და ორ შვილთან ერთად ვაშინგტონის შტატში დასახლდა და სპეციალობით მუშაობდა. ცოტა ხნის წინ ვირჯინიას სიძე სტენფორდის უნივერსიტეტს…

მეტი...