კარა-მურზას სასჯელი გაუმკაცრეს და 6 თვით საკნის ტიპის ოთახში გაგზავნეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა 6 თვით საკნის ტიპის ოთახში გაგზავნეს. ინფორმაციას კარა-მურზას ყოფილი ადვოკატი, ვადიმ პროხოროვი ავრცელებს.

მისი თქმით, ოპოზიციონერისთვის დამატებითი სასჯელის დაწესების ფორმალურ მიზეზად ის დაასახელეს, რომ პატიმარს რამდენიმე წამის განმავლობაში ხელები ზურგს უკან არ ეჭირა, როცა მათი აზრით ის ასე უნდა მოქცეულიყო. ადვოკატი აღნიშნავს, რომ კარა-მურზასთვის სასჯელის ეს პირობები მტანჯველია და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მისივე თქმით, ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ.

გაცნობებთ, რომ პოლიტიკოსი კარა-მურზა 25 წლიან სასჯელს სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით იხდის.

მსგავსი თემები