ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი საქართველო-თურქეთის მატჩზე წერს:
„ვეცადეთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩვენი გულშემატკივრებისთის მიგვეძღვნა, მთელი გული ჩავდეთ.
ახლა ყველაზე მთავარია, შეცდომები გავაანალიზოთ და საუკეთესოდ მოვემზადოთ ჩეხეთთან თამაშისთვის.
მადლობა გულშემატკივარს საოცარი მხარდაჭერისთვის მსოფლიოს ყველა წერტილიდან”, – წერს ქოჩორაშვილი.