ფსოუზე სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის ცნობითთ, ფსოუზე მომხდარ სროლასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს. ამჟამად მათი დაკითხვა მიმდინარეობს. ე.წ. შს ,,მინისტრის”, რობერტ კიუტის განცხადებით, დაკავებულია ოთხი პირი, მათგან სამი აფხაზეთში, ერთი კი რუსეთში. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-აფხაზეთის ,,სასაზღვრო პუნქტზე” სროლა გუშინ, 23 ივნისს იყო. მოკლულია ერთი და დაჭრილია სამი ადამიანი. დაჭრილებს შორის ერთი ბავშვია. სროლა იყო ახალ ათონშიც, სადაც ერთი პირია დაჭრილი, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ ფაქტებთან დაკავშირებით, უცნობია. მომხდარზე გამოძიება მკვლელობისა და იარაღის უკანონოდ შენახვა-გადატანის მუხლებით აღიძრა.

მეტი...

სამხრეთ კორეაში ქარხნის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა – არიან დაკარგულებიც

სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება. სახანძრო სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და ამჟამად დაკარგულებს ეძებენ. აფეთქება ჰვასონგში, დედაქალაქ სეულის სამხრეთით მდებარე ქარხანა Aricell-ში მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც შენობის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ქარხანა ლითიუმის პირველად ბატარეებს აწარმოებს სენსორებისა და რადიოკავშირის მოწყობილობებისთვის.

მეტი...

,,სხვადასხვა ქვეყანაში, პარლამენტი იქნება, სენატი, კონგრესი, სეიმი თუ რუსეთის დუმა, დაიბარებენ ხოლმე ჩვენგან გაურკვეველ პიროვნებებს, მიდიან და ჩვენებებს იძლევიან საქართველოზე” – მეუფე იაკობი

,,რა უნდა ჩვენი ერისგან, ვისაც არ ეზარება? თუ სადღაც გინდა მიმიღო, ევროკავშირი იქნება თუ სხვა, და თუ პატარა ბავშვივით დავალებებს მაძლევ, თუ ვარ აბიტურიენტი, აბიტურიენტი რომ მიდის გამოცდებზე, თუ ჩააბარა, შემდეგი ნაბიჯი არის იქ სწავლა, თუ ვერ ჩააბარა, მეორე წელს მოემზადება. რაზე მაჩქარებ, ესე იგი არასწორ დავალებას მაძლევ ხომ? ან იმიტომ მაძლევ, რომ მერე შემიტიო”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა. მისი თქმით, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში იბარებენ გაურკვეველ პირებს, რომლებიც ჩვენებას აძლევენ საქართველოს შესახებ. მეუფე იაკობმა ასევე ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნების საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩართულობაზე…

მეტი...

,,საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სიაში ნახსენები არაა ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული” – ლანდსბერგისი

,,საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სიაში ნახსენები არაა ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული”, – ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ,,კარგია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ მასში არ არის ნახსენები საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იქნას განხილული”, – აღნიშნა მინისტრმა.

მეტი...

სროლა ბაქოში – დაღუპულია 5 ადამიანი

ბაქოში, ძებნილის დაკავებისას, სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, სამი პოლიციელი, ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად მსროლელი. ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შსს და გენერალური პროკურატურა. შემთხვევა აზერბაიჯანის დედაქალაქის ხაზარის რაიონის დასახლებაში მოხდა. მსროლელი აზერბაიჯანის მოქალაქე როვშან ალავერდიევია, რომელიც შსს-ს ცნობით, მანამდე რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. დაკავების მცდელობისას მან პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სროლის დროს დაიღუპა. სხვა დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის EU-თან ჩართულობის შენარჩუნება” – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის EU-თან ჩართულობის შენარჩუნება”, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ,,მიუხედავად საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებისა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მათი EU-თან ჩართულობის შენარჩუნება და ამით გავუგზავნოთ დადებითი მესიჯი საქართველოს მოსახლეობას”, – ამბობს მინისტრი.

მეტი...

,,რონალდოსთან შიშის გარეშე” – კვარაცხელიამ და დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი Goal-თან პორტუგალიასთან მომავალ მატჩზე საუბრობენ. როგორც ხვიჩა აღნიშნავს, რონალდო მისთვის კერპი იყო და მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა. „ის ჩემი კერპი იყო. მიხარია, რომ მოედანზე შევხვდები. მასთან პირისპირ შეხვედრაზე ვოცნებობდი. ვნახოთ, რა გამოვა”, – ამბობს ხვიჩა. ზურიკო დავითაშვილის თქმით, რონალდოსთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება. „მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება, მაგრამ არ მეშინია. ამას მოუთმენლად ველი და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ასეთ გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია”, – საუბრობს დავითაშვილი. შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში შეხვდება.

მეტი...

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს 24 ივნისს, ლუქსემბურგში შეხვედრისას, რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინასთან მისი ომის გამო, სანქციების მე-14 პაკეტი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზე ვრცელდება. ,,დღევანდელი პაკეტი მოიცავს შემაკავებელ ზომებს კიდევ 116 ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ევროსაბჭომ დღეს მიიღო ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-14 პაკეტი პუტინის რეჟიმისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს მის კრიმინალურ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ეს ზომები გამიზნულია რუსეთის ეკონომიკის მაღალშემოსავლიან სექტორებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები…

მეტი...

ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსი” წერს, იოსელიანი კლინიკა „ვივამედში“ მონიტორინგზე იმყოფება და მესამე ყოფილ პრეზიდენტსაც მოინახულებს.

მეტი...

დაღესტანში 5 თავდამსხმელია ლიკვიდირებული – მათ შორის, შესაძლოა MMA-ს ყოფილი მებრძოლიც იყოს

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია დასრულდა. ბოლო ცნობებით, თავდამსხმელების მსხვერპლი გახდა 15-ზე მეტი პოლიციელი, ასევე რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი. რუსი სამართალდამცველების ცნობით, ლიკვიდირებულია ხუთი ბოევიკი – ორი დერბენტში და სამი მაჰაჩყალაში. დაღესტნის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მელიკოვის ცნობით, კი მოკლულია 6 თავდამსხმელი. შეგახსენებთ, გუშინ, 23 ივნისს, დაღესტნის ორ ქალაქში დერბენტსა და მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო მოკლეს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი. მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო. ტელეგრამ არხებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულ თავდამსხმელებს შორის შესაძლოა MMA-ს ყოფილი…

მეტი...

,,არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული – ფინანსური დახმარების შეჩერება და მაღალჩინოსნებისთვის, ვიზების აკრძალვა” – ცაჰკნა

,,დღეს სამწუხარო დღეა, იმიტომ რომ უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი, სადაც მთავრობა მოძრაობს არა ევროკავშირის მიმართულებით არამედ მის საწინააღმდეგოდ. სამაგიეროდ ხვალ არის სასიხარულო დღე, რადგან განვიხილავთ მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინასთან და მოლდოვასთან”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ლუქსემბურგის მინისტერიალის დაწყებამდე. ,,საქართველოს შესახებ მთავარი იქნება ის, რომ აღარ გადაიდგმება ნაბიჯები ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ არ გააუქმებს უცხოელი აგენტების კანონს. გარდა ამისა, არსებობს სია იმ ზომებისა, რომლებიც შესაძლოა იქნას მიღებული და მათ შორის არის ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე იქნება საუბარი შენგენის ვიზების აკრძალვაზე მაღალი თანამდებობის…

მეტი...

,,EU-ს კარი დაიკეტება, დღეს მე წარვუდგენ მინისტრებს ვარიანტების სიას” – ბორელი

ლუქსემბურგში, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ დისკუსია იწყება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მინისტერიალზე უკვე იკრიბებიან. გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და დაუწესდება თუ არა ოცნების მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყანას დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? ამასთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მინისტრებს დღეს ვარიანტების სიას წარუდგენს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში: ,,ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს და ყველასთვის უნდა იყოს ნათელი ერთი რამ: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ჯერ კიდევ ღიაა, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს…

მეტი...

,,ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულდება” – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ,,ჰამასთან” ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება და მან სამხედროების მობილიზება შესაძლოა ჩრდილოეთ საზღვართან, ლიბანთან გადაიტანოს, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან იბრძვიან. ,,ჰამასთან (ღაზაში) ომის ინტენსიური ფაზა დასასრულს უახლოვდება… ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდება, მაგრამ ომი მის ამჟამინდელ ეტაპზე რაფაში დასრულდება. ეს მართალია. ჩვენ მოგვიანებით გავაგრძელებთ ბალახის მოთიბვას,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის ,,ნაწილობრივი გარიგება” დადოს ,,ჰამასთან,” რათა დაიბრუნოს ტყვეები, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან, თუმცა გაიმეორა, რომ ომი კვლავ გაგრძელდება მიზნის მისაღწევად ,,ჰამასის” ლიკვიდაციისთვის. ,,მე არ ვარ მზად ამის დათმობისთვის”,…

მეტი...

კახეთში 8 დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში მერვე დღეა დაკარგულ ქალს ეძებენ. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ,,მოგესალმებით, ზემო მაღაროში მცხოვრები თამარ ჯებირაშვილი დაიკარგა, სახლიდან გავიდა ფეხშიშველი და აღარ დაბრუნებულა, ბოლოს დაინახეს ზემო ბოდბიდან მომავალი ზემო მაღაროს მიმართულებით, თითქმის ზემო მაღაროში იყო შემოსული, მას მერე აღარავის დაუნახავს, ირგვლივ რაც ტყეებია დავიარეთ მთელმა სოფელმა და არსად არ არის, ქალბატონი არ არის საღ გონებაზე, მოკლედ ტყეებში არსად არ არის, უკვე ვვარაუდობთ რომ მანქანამ გააყოლა სადმე, დიდი იმედი გვაქვს რომ ცოცხალია, გთხოვთ თუ ვინმემ მანქანით გააყოლეთ დაწერეთ, გთხოვთ ყველამ გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს და…

მეტი...

შსს-ს ცნობით, დაღესტანში ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი – სახელდება მათი სავარაუდო ვინაობაც

დაღესტნის შსს-ს ცნობით, მაჰაჩყალასა და დერბენტში მომხდარ თავდასხმებში მონაწილე ორი შეიარაღებული პირი ლიკვიდირებულია. მომხდარზე კი სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლი). სამინისტროს ცნობით, მაჰაჩყალაში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის შვილია. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ ადილ და ოსმან ომაროვები. შეგახსენებთ, დაღესტნის ქალაქებში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, შეიარაღებული პირები მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და პოლიციას დაესხნენ თავს. მოკლულია მღვდელი, ხოლო სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს.

მეტი...

ვინ არის მოძღვარი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის კარს უკან იდგა და მასზე ლოცულობდა?

22 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვერის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მამარდაშვილი გახდა. ქართველმა 11 მოგერიება შეასრულა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ტურნირის საუკეთესო მაჩვენებელია. საინტერესო კადრი დაფიქსირდა სტადიონზე, სადაც გიორგი მამარდაშვილის მოძღვარი მამა იოანე ხეცურიანი ჩეხი გულშემატკივრის ტრიბუნაზე გიორგი მამარდაშვილის კარის უკან იმყოფებოდა და მასზე ლოცულობდა.

მეტი...

პროფესორ გიორგი გახელაძის ძებნა გრძელდება

მეექვსე დღეა, რაც თბი­ლის­ში ილი­ა­უ­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა მე­უღ­ლემ ირმა მა­ლა­ცი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. ,,11 ზე ვიქნებით ლოტკინზე, გარდენიასთან. ვის შეუძლია, დაგვეხმაროს. მოსახლეობაში უნდა შევიდეთ. წერეთლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორებთანაც დასავლეთის, თუ არის სადმე რამე დასახლება. ვის ეცლება და ვინ მოვა დასახმარებლად? ბევრი ადამიანია საჭირო. თითოეული ეზო და სკვერი უნდა ინახოს. ხალხი გამოიკითხოს. დაპლიუსდით! მადლობა წინასწარ!”, – წერს მეუღლე.

მეტი...

როდიდან აღუდგება უწყვეტი წყალმომარაგება დედაქალაქის კონკრეტულ უბნებს

თბილისის ნაწილს წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. აღნიშნული პრობლემა, წესით რამდენიმე დღეში მოგვარდება – მას შემდეგ, რაც სოფელ წიწამურთან დაზიანებული წყალსადენი სრულად აღდგება. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აღნიშნული მაგისტრალი სასმელი წყლით ამარაგებს მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე გადის, რის გამოც სამუშაოები რთულდება.

მეტი...

„ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ” – ბუდუ ზივზივაძის მამის პირველი კომენტარი

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ,,ჯვაროსნების” ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ აღნიშნული შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რამაც ქომაგთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით, ბუდუს მამა, კახა ზივზივაძე გამოეხმაურა. ,,იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს. იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან”, – წერს ბუდუს მამა.

მეტი...

,,იმის თქმა, რომ დასავლეთმა პუტინის პროვოცირება მოახდინა, ძალადობაში მსხვერპლის დადანაშაულებას ჰგავს” – კლევერლი

,,იმის თქმა, რომ დასავლეთმა პუტინის პროვოცირება მოახდინა, ძალადობაში მსხვერპლის დადანაშაულებას ჰგავს”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, ბრიტანელი პოლიტიკოსის ნაიჯელ ფარაჟის პასუხად, რომელმაც დასავლეთი პუტინის პროვოცირებაში დაადანაშაულა. „დროდადრო ვხედავთ, რომ პუტინი უარყოფს მშვიდობიან ვარიანტებს, მან დაიწყო ომი უკრაინაში, მან შეიყვანა რუსული ჯარები საქართველოში და ვფიქრობ, თუნდაც იმის ვარაუდი, რომ ეს ქვეყნები არიან დამნაშავეები, მსხვერპლის დადანაშაულებაა”, – განაცხადა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მეტი...

EU-ს მინისტერიალზე დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

გადაიხედება თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საკითხი და  დაწესდება თუ არა დამატებითი ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები? დღეს საქართველოს საკითხზე  ევროკავშირის ქვეყნების მინისტერიალზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან. ქართული ოცნების მიერ, გამჭვირვალობის კანონის მიღებისა და პრორუსული პოლიტიკის გატარების გამო, აშშ-ის სანქციების პარალელურად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის ევროკავშირიც  ემზადება. მინისტერიალის  შემდეგ კი განხილვა უკვე ევროკავშირის სამიტზე გაგრძელდება, რომელიც 27 ივნისს ბრიუსელშია დაგეგმილი.

მეტი...

დაღესტანში მოკლული პოლიციელების რიცხვი 15-მდე გაიზარდა

დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა. მოკლულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის 15 პოლიციელი, მღვდელი და ეკლესიის მცველი, დაჭრილია 12 სამართალდამცავი და დაშავებული 25 ადამიანი პირი. დერბენტსა და მაჰაჩყალაში უცნობი პირები მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეიჭრნენ. თავს დაესხნენ სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებასაც. ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ოთხი თავდამსხმელი, მათ შორის, დაღესტნის ერთ-ერთი ოლქის ხელმძღვანელის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი, ოსმან და ადილ ომაროვები. ოლქის ხელმძღვანელმა კი, ადგილობრივი მედიის ცნობით თანამდებობა დატოვა. საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება  ტერაქტის მუხლით დაიწყო. დაღესტანში კი, შეტაკებები ამ დროისთვისაც გრძელდება.

მეტი...