„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“- სალომე ზურაბიშვილი

„ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე 800 დღეზე მეტია მიმდინარეობს.როგორც პრეზიდენტი ამბობს, უკრაინის ომამდე, საქართველოს წინააღმდეგ იყო საომარი მოქმედებები. „უდანაშაულო სიცოცხლეების დაკარგვის, გაჩანაგებისა და ეკონომიკური განადგურების 800 დღე. 800 დღე რაც უკრაინელები თავისუფლებისთვისა და თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე მთლიანად ევროპის თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. და ამის მიღმაც, [იბრძვიან] დემოკრატიის იდეალებისთვისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვის ან აღდგენისთვის. ჩემს ქვეყანას, საქართველოს,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ზელენსკისთან ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მებრძოლის საკითხი დააყენა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ტყვედ ჩავარდნილი ქართველის, მამუკა გაწერელიას საკითხიც დააყენა, უკრაინის პრეზიდენტმა კი, აღნიშნული საკითხზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა. უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლს, აფხაზეთიდან დევნილ 22 წლის მამუკა გაწერელიას რუსეთმა უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახალგაზრდა კაცი ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა.

მეტი...

„უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ“- შვეიცარიის პრეზიდენტი

შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამგერდი მიიჩნევს, რომ უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამისათვის ნიადაგი უნდა მოამზადოს. ამის შესახებ, ამგერდმა გლობალური მშვიდობის სამიტის გახსნისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამშვიდობო კონფერენციის მიზანი ამ მიმართულებით, კონკრეტული ზომების მიღება უნდა იყოს. „თუ ჩვენ გვსურს მშვიდობის პროცესის შთაგონება, რუსეთიც ასევე ჩართული უნდა იყოს მასში, მომავალში,გარკვეულ მომენტში. ეს ყველასთვის გასაგებია. მოვამზადებთ ნიადაგს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის“- განაცხადა ვიოლა ამგერდმა.

მეტი...

„უკრაინას ეს ომი არ სურდა”- განაცხადა ზელენსკიმ სამიტზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის გლობალური ორდღიანი სამიტი, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობს, ისტორიას შექმნის. ზელენსკის განმარტებით, ერთადერთი ვისაც უკრაინაში მიმდინარე არაპროვოცირებული აგრესიული ომი სურდა, რუსეთის პრეზიდენტია. „უკრაინას ეს ომი არ სურდა. რუსეთის მხრიდან კრიმინალური და აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესიაა. ერთადერთი ვისაც ეს სურდა – პუტინია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო უფრო ძლიერია. სწორედ ამიტომ წარმოიშვა მშვიდობის ფორმულა, მსოფლიოს უმრავლესობის ერთიანობის ფორმულა მშვიდობისთვის, გაერო-ს ქარტიისა და პრინციპების სრული ეფექტურობისთვის, საერთაშორისო სამართლისა და, ამგვარად, გლობალური უსაფრთხოებისთვის. თითოეული ქვეყნის შეხედულებები, იდეები და ლიდერობა თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველაფერი რაც დღეს სამიტზე იქნება შეთანხმებული, სამშვიდობო პროცესის ნაწილი…

მეტი...

კუკიაზე მომხადრ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პატიმრობაში დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კუკიის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. ადვოკატებმა დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება, 13 ივნისს, თბილისში, მომხდარ დანაშაულს ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, დაზარალებულს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

“ჯოზეფ ბორელთან საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი”-  ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი  ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, „გამჭრიახი საუბარი“ ჰქონდა ბორელთან უკრაინის მშვიდობის სამიტზე, რომელიც განსაკუთრებით დროულია იმ დროს, როდესაც საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა. „ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი“ – წერს ზურაბიშვილი  

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა და ანჯეი დუდამ საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს

“პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან საუბარში ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი ურყევ ერთგულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას!”- წერს საქართველოს პრეზიდენტი  სოციალურ ქსელ X-ზე. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლონეთის პრეზიდენტთან მიმდინარე მოვლენები და ოქტომბრის არჩევნები განიხილეს. „მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, ბატონო პრეზიდენტო ანჯეი დუდა. განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები და ოქტომბრის არჩევნები, რომლებიც გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიისთვის. ხაზი გავუსვი ქართველი ხალხის ევროკავშირში მისწრაფებებისადმი ურყევ ერთგულებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას!” – წერს ზურაბიშვილი.  

მეტი...

„უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“-ზელენსკი

„მშვიდობის გლობალური სამიტის დროს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“- წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები. „პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსული საჰაერო ტერორის შესახებ შევატყობინე. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას იღებს, რათა ენერგიის გენერაცია აღადგინოს. მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვისა და მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ერთად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის…

მეტი...

“საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია”- სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმარკი და ვიცე – პრემიერი იულია სვირიდენკო. „საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინას სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა, პრეზიდენტმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და უკრაინა მალე ერთად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის ამ გზას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია. აუცილებელი და მნიშვნელოვანია მშვიდობა საქართველოში, უკრაინაში და ზოგადად, რეგიონში, რათა შესაძლებელი…

მეტი...

უკრაინა დამატებით 1,5 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. „ეს ძალისხმევა დაეხმარება უკრაინას უპასუხოს რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე, შეკეთებისა და აღდგენის მხარდაჭერით, ენერგომომარაგების შეფერხებისადმი უკრაინის მდგრადობის გაუმჯობესებით და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის შეკეთებისა და გაფართოების საფუძვლის ჩაყრით“ – აცხადებენ თეთრ სახლში. გარდა ამისა, 379 მილიონ…

მეტი...

„რისი გადამწყვეტია ზელენსკი ცალმხრივად სალომე ზურაბიშვილთან ერთად“- ოდიშარია სამიტზე

„მშვიდობის სამიტი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები არ მონაწილეობენ“ – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო იმ პლატფორმას, სადაც მართლაც მიიღება გადაწყვეტილებები. „ჩემი ღრმა პატივისცემა შვეიცარიას, შვეიცარიის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს, მაგრამ ეს სამიტი და ეს ფორმატი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან არ მონაწილეობენ მთავარი აქტორები, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები. მათ შორის აშშ-ის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ სხვა იმ გმირებსა თუ ანტიგმირებზე, რომლებიც არიან ამ პროცესის უშუალო მონაწილეები. რისი გადამწყვეტია ზელენსკი ცალმხრივად სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს ალბათ საზოგადოებას ღიმილს…

მეტი...

„აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“- ბორელი ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს“ – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებს. ბორელი ამბობს, რომ “აგრესორს” არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი. „პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“ – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.    

მეტი...

მონტენეგროს ნაკრების მეკარე 26 წლის ასაკში გარდაიცვალა

26 წლის ასაკში, მონტენეგროს ნაკრებისა და ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “მილუოლის” მეკარე, მატია შარკიჩი გარდაიცვალა. როგორც მედია წერს, შარკიჩი ოჯახთან ერთად მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში იმყოფებოდა. ის დილის 7 საათზე მოულოდნელად ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შარკიჩს არაერთ ინგლისურ გუნდში აქვს ნათამაშები. ბოლოს ის ჩემპიონშიპის ბინადარი “მილუოლის” ძირითადი კიპერი იყო.

მეტი...

„სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული“- მაკა ბოჭორიშვილი

„სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის გაღრმავებით არის დაკავებული, სურს, დაანაწილოს ის ადამიანები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქართული ფეხბურთის ამ ეტაპამდე მოყვანაში“- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ ღირსების ორდენზე წარდგენილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, საწვრთნელო შტაბისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის სიიდან ნაწილს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდო არ გადასცა, არის თუ არა ეს შერჩევითი მისი მხრიდან?, რაზეც ბოჭორიშვილმა უპასუხა, რომ ცუდია, როდესაც პრეზიდენტი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში პოლარიზაციის გაზრდას ცდილობს. „სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდში ერთადერთი რამით არის დაკავებული, რაც…

მეტი...

„ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას, ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ მათ რიგებს საქართველოც მალაე შეუერთდება. „გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს” – წერს  პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში. პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. შეგახსენებთ, გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს.

მეტი...

6 თვის შემდეგ ქეით მიდლტონი საჯაროდ პირველად გამოჩნდა

უელსის პრინცესა, ქეით მიდლტონი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-ის დაბადების დღეს ესწრება. 6 თვის  შემდეგ, უელსის პრინცესა საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ის ბუკინგემის სასახლესთან შეკრებილ ხალხს აივნიდან მიესალმა. 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ უელსის პრინცესა სიმსივნეს ებრძვის. მიდლტონმა, პირველ გამოჩენამდე, საზოგადოებას სიმსივნესთან ბრძოლის შედეგები და სირთულეები გაუზიარა. მან განაცხადა, რომ მკურნალობა ჯერ კიდევ გრძელდება.

მეტი...

ღაზაში ისრაელის იერიშებს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ღაზაში ისრაელის იერიშებს 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. გაეროს სურსათის სააგენტოს ინფორმაციით, ღაზის სამხრეთ ნაწილში მილიონამდე დევნილი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საკუთარ სამშვიდობო გეგმაზე ისაუბრა – ბაიდენი ამბობს, რომ, უახლოეს მომავალში, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელია.  

მეტი...

ტრაილერი 4 ავტომობილს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ჯერ 4 მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, შემდეგ კი ამოტრიალდა. დაზიანდა ტრაილერის მძღოლი და მსუბუქი ავტომობილის 2 მგზავრი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.    

მეტი...

„ერთიან სიასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია“- აქუბარდია

“არანაირი ნომერი, არანაირი ნეიტრალური სია არ არსებობს. ეს პროცესი არ მიმდინარეობს, რადგან ერთიან სიასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდია ამბობს, რომ ერთიან სიაზე საუბრების მიუხედავად, ამას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იზიარებენ. „სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები საუბრობენ არა ერთ, არამედ რამდენიმე ალტერნატიულ ცენტრზე. ამიტომ საზოგადოებრივი განწყობების მაჩვენებელი კვლევები, რომელიც მალე იქნება, მთავარი შესაძლებლობაა, გაირკვეს, რა კონფიგურაცია უნდა მოხდეს. პრეზიდენტი რომ არც სიაში იქნება და არც სიების დაკომპლექტებაზე მუშაობს, ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, მათ შორის, ერთობლივი ქარტიის ხელმოწერის დროს. პრეზიდენტი უხელმძღვანელებს იმ…

მეტი...

„როგორც კი „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ“- გახარია

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი,  უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის გადაწყვეტილებას ულოცავს. გახარია ამბობს, რომ როგორც კი არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებენ. „ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას. საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში“ – აცხადებს გახარია.  

მეტი...

„მივესალმები შეთანხების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ“- შარლ მიშელი

ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს დამტკიცებას მიესალმებიან და ამ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერას ჰპირდებიან. „მივესალმები შეთანხების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე“ – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.

მეტი...

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც  სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან  საუბნო განყოფილებაში, რომელიც  ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს.  

მეტი...

„ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინაში მშვიდობის შესახებ არასერიოზულია“ – შოლცი

„დიდი შვიდეულის“ ლიდერებს არ განუხილავთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები უკრაინაში მშვიდობის შესახებ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს სერიოზული წინადადებები არ იყო”- ამბობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. შოლცის განცახდებით, პუტინის მიერ წაყენებული პირობები, რომ უკრაინასთან სამშვიდობი მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დატოვებს თავის ოთხ რეგიონს, შეწყვიტავს ბრძოლას და უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე – მხოლოდ შვეიცარიაში დაგეგმილი მშვიდობის კონფერენციიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. „ყველამ იცის, რომ ეს წინადადება არასერიოზულია და კავშირშია შვეიცარიის მშვიდობის კონფერენციასთან“ – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

საქართველოს ნაკრები სადებიუტო მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე, როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა. შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები დღეს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩი 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ შედგება.  

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების კონტროლი გააძლიერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ. 2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან. მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, ყველის მწარმოებლებმა ბაზარზე კონკურენტუნარიანი და სამართლიანი გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სააგენტოს მიერ დარგის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯები და გატარებული ღონისძიებები დადებითად…

მეტი...

„შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება“- 16-18 ივნისის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეების განმავლობაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ –  აღნიშნულია სააგენტოსდ ინფორმაციაში.  

მეტი...

რუმინეთმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად რუს დეპუტატებს  ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

რუმინეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს უარი უთხრა ვიზების გაცემაზე, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა „ტელეგრამზე“ დაწერა. საპარალამნეტი ასამბლეა 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუქარესტში გაიმართება. რუსული მედია ასამბლეის სამდივნოზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის დელეგაციამ ორჯერ განაცხადა უარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე – 2023 წლის შემოდგომაზე ერევანში და 2024 წლის ზამთარში ვენაში. ამასთან, ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსი პარლამენტარები არ ესწრებოდნენ ასამბლეის შეხვედრებს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში.  

მეტი...

პრეზიდენტი „მშვიდობის გლობალურ სამიტს“ დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი,სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება, მათ შორის 57 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მთელი მსოფლიოდან. „სამიტის მიზანია უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება. სამიტის პროგრამა ითვალისწინებს როგორც პლენარულ სხდომებს, ასევე დისკუსიებს შესაბამის თემაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

„რუსეთმა უკრაინას მიყენებული ზიანისთვის 486 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს“- “დიდი შვიდეული”

რუსეთმა უკრაინას სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრით გამოწვეული ზარალი უნდა აუნაზღაუროს. რაც  მსოფლიო ბანკის შეფასებით, 486 მილიარდი აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაცია, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც იტალიაში გამართული ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნდა. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო აგრესიული ომი და გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რაც უკრაინას მიაყენა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ზარალი ახლა 486 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება“ – ნათქვამია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აგრძელებენ ყველა შესაძლო კანონიერი გზის განხილვას, რათა აიძულონ რუსეთი, უკრაინას მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს.  

მეტი...

რუსეთში, „მოროზოვსკის“ აეროდრომს 70-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმისთვის მინიმუმ 70 დრონი გამოიყენეს. ბუდანოვი ამბობს, რომ ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს, სულ მცირე, 70 და, შესაძლოა მეტი, უკრაინული Dragon-ის და Splash-ის დრონით დაარტყეს. კითხვაზე, გეგმავენ თუ არა უკრაინული ძალები მორიგ საჰაერო თავდასხმას ამ აეროდრომზე, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წუხელ რუსეთის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებული ყირიმში 87 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

მეტი...

საქართველოს 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია 

პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნულ პარკი და წალკის კანიონი – ეს ის ადგილებია, რომლებსაც მიმდინარე წელს ყველაზე მეტი მნახველი ჰყავდა. ჯამში 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო“ ავრცელებს. ამავე ცნობით, საქართველოს მასშტაბით დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი. მათ შორის, 39% ქართველია, ხოლო 61% სხვა ქვეყნის მოქალაქე. „წლის ბოლომდე დაგეგმილია ეკოტურისტული სერვისების განვითარების მიზნით 8 დაცულ ტერიტორიაზე 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის…

მეტი...

„რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება გერმანიამ შეაფერხა“- „როიტერი“

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება გერმანიამ შეაფერხა. ელჩების დონეზე გამართულ შეხვედრაზე გერმანიამ შეშფოთება გამოთქვა შემზღუდველი ზომების გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან შიშობს, ახალმა ზომებმა არ აიძულოს ევროკავშირის კომპანიები, უზრუნველყონ, რომ მათმა მომხმარებლებმა შემდეგ არ გაყიდონ დასანქცირებული პროდუქცია მოსკოვში. კერძოდ, როგორც მედია წერს, გერმანია წინააღმდეგია გათხევადებული გაზის სექტორში სანქციების დაწესებაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს აეკრძალებოდათ რუსული გათხევადებული გაზის რეექსპორტი ევროკავშირის პორტებიდან და არქტიკასა და ბალტიისპირეთში თხევადი გაზის ტერმინალების დაფინანსება. როგორც „პოლიტიკო“ წერს  გერმანიას მიაჩნია, რომ დაზარალდება გერმანული მცირე ბიზნესიც.    

მეტი...

უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს. გადაწყვეტილების მიხედვით 25 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო, შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რის შემდეგაც ოფიციალურად დაიწყება, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი პოზიციას არ შეიცვლიდა, მოლაპარაკებების გახსნა 2024 წლის მეორე ნახევრამდე შეიძლება გაჭიანურებულიყო, როდესაც სწორედ ბუდაპეშტს უწევს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.  

მეტი...