26 წლის ასაკში, მონტენეგროს ნაკრებისა და ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “მილუოლის” მეკარე, მატია შარკიჩი გარდაიცვალა. როგორც მედია წერს, შარკიჩი ოჯახთან ერთად მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში იმყოფებოდა. ის დილის 7 საათზე მოულოდნელად ცუდად გახდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შარკიჩს არაერთ ინგლისურ გუნდში აქვს ნათამაშები. ბოლოს ის ჩემპიონშიპის ბინადარი “მილუოლის” ძირითადი კიპერი იყო.