უკრაინა დამატებით 1,5 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დღეს, უკრაინის მშვიდობის სამიტისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის ფარგლებში, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება ომის დროს დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ელექტროენერგიის გამომუშავების გაფართოებას, წაახალისებს კერძო სექტორის ინვესტიციებს და დაიცავს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

„ეს ძალისხმევა დაეხმარება უკრაინას უპასუხოს რუსეთის ბოლო თავდასხმებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაზე, შეკეთებისა და აღდგენის მხარდაჭერით, ენერგომომარაგების შეფერხებისადმი უკრაინის მდგრადობის გაუმჯობესებით და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის შეკეთებისა და გაფართოების საფუძვლის ჩაყრით“ – აცხადებენ თეთრ სახლში.

გარდა ამისა, 379 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების სახით სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მხრიდან გამოიყოფა, ლტოლვილების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ომის შედეგად დაზარალებული თემების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხმარდება.

მსგავსი თემები