წყალდიდობა ჩინეთში – დაიღუპა 9 ადამიანი, ასობით სახლი დაინგრა

ჩინეთის რამდენიმე პროვინცია ერთდროულად ებრძვის ექსტრემალურ წვიმებს და მათ მიერ გამოწვეულ წყალდიდობას. Reuters-ის ცნობით, გუანდონგსა და ფუჟიანში წვიმისა და მეწყერის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. კიდევ 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დამეწყრილ რაიონებში შვეულმფრენები გაიგზავნა ევაკუაციისთვის. უამინდობის გამო 378 სახლი დაინგრა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, წვიმის შედეგად, სამხრეთ ჩინეთის ბევრი რაიონი დაზარალდა.

მსგავსი თემები