„უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“-ზელენსკი

„მშვიდობის გლობალური სამიტის დროს შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ“- წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და უსაფრთხოების გამოწვევები.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ რუსული საჰაერო ტერორის შესახებ შევატყობინე. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას იღებს, რათა ენერგიის გენერაცია აღადგინოს.

მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მისი მხარდაჭერისთვისა და მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ერთად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი იქნებიან – ერთად და სამუდამოდ,” – წერს ზელენსკი.

 

“საქართველოს და უკრაინის ადგილი ევროპაშია”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები