„ერთიან სიასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია“- აქუბარდია

“არანაირი ნომერი, არანაირი ნეიტრალური სია არ არსებობს. ეს პროცესი არ მიმდინარეობს, რადგან ერთიან სიასთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდია ამბობს, რომ ერთიან სიაზე საუბრების მიუხედავად, ამას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ იზიარებენ.

„სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები საუბრობენ არა ერთ, არამედ რამდენიმე ალტერნატიულ ცენტრზე. ამიტომ საზოგადოებრივი განწყობების მაჩვენებელი კვლევები, რომელიც მალე იქნება, მთავარი შესაძლებლობაა, გაირკვეს, რა კონფიგურაცია უნდა მოხდეს. პრეზიდენტი რომ არც სიაში იქნება და არც სიების დაკომპლექტებაზე მუშაობს, ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ, მათ შორის, ერთობლივი ქარტიის ხელმოწერის დროს. პრეზიდენტი უხელმძღვანელებს იმ პროდასავლურ ფლანგს, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვისთვის, იმ საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. არანაირი ნომერი, არანაირი ნეიტრალური სია არ არსებობს“- განაცხადა აქუბარდიამ.

 

მსგავსი თემები