ფოტორეპორტაჟი სინძიანგის უნიკალური მუზეუმიდან

სინძიანგის ავტონომიური რეგიონი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. სინძიანგს გააჩნია უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა. მათ შორის, ისტორიული ადგილები, ტექსტილი, ფრესკები, ძვირფასი სამკაულები, მუმიები და სხვა საგანძური, რომელიც სწორედ ამ მუზეუმშია გამოფენილი.

ეს მუზეუმი არის სიმბოლო დიდი ისტორიის, კულტურის, განვითარების. ამ ერთ სივრცეში, მთელი ისტორიის აღქმა და შეფასება შეიძლება.

ეს საგამოფენო სივრცეები მიზნად ისახავს სიძნიანგის უდიდესი ისტორიული კულტურის გავრცელებას სინძიანგის ყველა ეთნიკური ჯგუფის კულტურული რელიკვიებისა და შესაბამისი მატერიალური კულტურის მეშვეობით.სინძიანგმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აბრეშუმის გზის ცივილიზაციის გაძლიერებაში.

მუზეუმში თითო სივრცე თითო ეპოქას ეხება. მაგალითად, ნეოლითის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა და ასე შემდეგ და გამოფენილია რეალური მაგალითებიც.  ქვის ნაკეთობები, ბრინჯაოს ნაკეთობები, ოქროს ნაკეთობები, ჭურჭელი, სამოსი, სამუშაო იარაღები, სამკაულები და სხვა.

აქ, ერთ სივრცეში ნამდვილი მუმიებიც კი არის გამოფენილი, რომელიც მიწიდან ამოიღეს.

არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა დაადასტურა ჩინეთის 1000 წლის კულტურული ისტორია და 5000 წელზე მეტი ცივილიზაციის ისტორია.

ერთი დარბაზიდან გადადიხარ მეორეში და ეცნობი, როგორ დაიწყეს ცეცხლის გამოყენება; როგორც ამუშავებდნენ და მოიპოვებდნენ მატყლს; როგორ ამზადებდნენ და როგორი მშვილდ-ისრები ჰქონდათ 2300 წლის წინ; აქ ნახავთ ვეფხვის ფორმის მრგვალ ოქროს მედალს, რომელიც 2500 წლის წინ აღმოაჩინეს; ასევე, გამოფენილია შალის წითელი ხალათი, ადრეული რკინის ხანის; შემდეგ ეცნობით ხელნაკეთ მრეწველობას და მთელ ცივილიზაციას.

მსგავსი თემები